შოუბიზნესი წარმატებული მოდელობიდან უსახლკარობამდე- ლონი უილსონის ისტორია, რომელიც ცხოვრების დანგრევას ყოფილ ქმარს აბრალებს 2023, 14 სექტემბერი, 15:30
ჯერ კიდევ 2010-იანი წლების დასაწყისში ლონი უილისონი ბრწყინავდა გლამურულ წვეულებებზე. ის საკმაოდ წარმატებული ფიტნეს მოდელი იყო - მოხდენილი, ქერათმიანი, ის უცვლელად ხვდებოდა ყურადღების ცენტრში და იპყრობდა მზერას.
მაგრამ შემდეგ მისი ცხოვრება რბილად რომ ვთქვათ, აირია. ბოლო წლების განმავლობაში, ყოფილი გლამურული ვარსკვლავი ნახეს ლოს-ანჯელესის ქუჩებში, როდესაც ნაგვის ურნებს ათვალიერებდა. მისი ძველი იმიჯიდან არაფერი დარჩა, არც პლატინის კულულები, არც რუჯი – უილისონი პაპარაცების კამერების წინ გამოჩნდა დაუდევარი, ჭუჭყიანი ტანსაცმლით, მოკლე თმით და ზედა კბილების გარეშე. დღეს ლონი 39 წლისაა, მაგრამ ქალი თავის ასაკზე უფროსი ჩანს. ჟურნალისტები შეეცადნენ მოდელთან დალაპარაკებას და იმის გარკვევას, თუ რამ დაანგრია მისი ცხოვრება, უილსონმა მტკიცედ განაცხადა, რომ ყველაფერში დამნაშავე მისი ყოფილი ქმარი, მსახიობი და “მალიბუს მაშველები"-ს ვარსკვლავი ჯერემი ჯექსონი იყო.
“ჩემი ყოფილი ქმრის გამო. იმის გამო, რომ ცოლად გავყევი. ყოველ შემთხვევაში დავშორდი, მაგრამ მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩემი ცხოვრება დაენგრია"- განუცხადა ყოფილმა მოდელმა ჟურნალისტებს.
ჯექსონი და უილისონი 2012 წელს დაქორწინდნენ კურორტზე ლაგუნა ბიჩში, კალიფორნიაში, და მიუხედავად იმისა, რომ მათი რომანი უცხო თვალისთვის სრულყოფილი ჩანდა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მამაკაცი ფიზიკურად უსწორდებოდა ცოლს და რომ ალკოჰოლიზმთან დაკავშირებულ პრობლემები ჰქონდა.
ლონიმ არაერთხელ მიიღო მრავლობითი მოტეხილობა. მან ერთ-ერთი ჩხუბი ფირზეც კი ჩაიწერა, რომელიც მოგვიანებით Daily Mail-ის ჟურნალისტებს გადასცა. მასში უილისონის განწირული ყვირილი ისმოდა, როცა ჯერემი მას სცემდა. თავდასხმამდე ერთი დღით ადრე, უილისონმა თქვა, რომ მამაკაცმა მას ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა მისთვის დაწერილი 12 წუთიანი რეპის სიმღერა, რომელშიც ახსენებდა, რომ “მისი მოკვლა სურდა".
წყვილი 2014 წელს დაშორდა ერთმანეთს ორწლიანი ქორწინების შემდეგ. ამის შემდგაც კი, ერთ დღეს მთვრალმა ჯექსონმა ყოფილი ცოლის ხელით გაგუდვა სცადა. მსახიობი 2017 წელს ციხეშიც კი იჯდა ძალადობის ბრალდებით.
ქმართან განქორწინების შემდეგ ლონი საზოგადოების ხედვიდან გაქრა, რაღაც დროის შემდეგ კი ხალხმა მისი ქუჩაში შემჩნევა დაიწყო. 2016 წელს მოდელმა ფსიქიკური აშლილობა გადაიტანა, სჯეროდა, რომ ვიღაც ელექტრულ დენს აგზავნიდა მის სხეულში. ამის გამო უილისონი თავს არიდებდა თავშესაფრებს. მისივე თქმით, მხოლოდ ნარკოტიკები დაეხმარა მას პანიკური შეტევებისგან თავის დაღწევაში.
სოციალურმა სამსახურებმა არაერთხელ შესთავაზეს ყოფილ მოდელს დახმარება, მაგრამ მან უარი თქვა. ყოფილი მოდელი ამტკიცებს, რომ მაშინაც კი, თუ ის სულაც არ არის კმაყოფილი ამ ცხოვრების წესით, მას აქვს "კარგი და ცუდი მხარეები" და რომ ის "კარგად იქნება".
157 1-ს მოსწონს
|