საქართველო "ეს ვიდეო უნდა ნახოს მთელმა საქართველომ... სააკაშვილი საბჭოთა პერიოდში მის "კგბ"-სთან ურთიერთობას ჰყვება" - ამირან სალუქვაძე 2023, 13 სექტემბერი, 19:41 სამხედრო ექსპერტი და გადამდგარი გენერალი ამირან სალუქვაძე მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს სოციალურ ქსელში აზიარებს და ასეთ ანოტაციას ურთავს. ეს ვიდეო (7 წთ) უნდა ნახოს მთელმა საქართველომ. სააკაშვილი საბჭოთა პერიოდში მის "კგბ"-სთან ურთიერთობას ყვება. ძაან ისეთი დისოდენტი არ ვიყავიო, ძაან ოსეთიო, მაგრამ პოლიტიკა ბავშვობოდან მიყვარდაო (დისიდენტობა პოლიტიკის სიყვარული ყოფილა). ყვება როგორ აპირებდნენ 17 წლის სააკაშვილის დაპატიმრებას, როგორ გაექცა სახურავიდან მილიციას, როგორ გაფრინდა მოსკოვში სხვისი პასპორტით, როგორ ჩაუწყო მოსკოვში საქმე "კგბ"-სთან მისმა "კგბ"-შნიკმა ახლობელმა და ბაბუამისმა, როგორ დაბრუნდა კიევში, ნაწილობრივ აღიარა ბრალდებები და როგორ შეიყვანეს "შავ სიაში". ალბათ ხელიც მოაწერინეს, არ ამბობს. ყვება "პერესტროიკა" იყოო, არადა თუ 17 წლის იყო, ე.ი. 1984 წელი უნდა ყოფილიყო, "პერესტროიკა" კი 1987 წელს დაიწყო (ჰკითხოს კუბილიუსს და იუკნევიჩიენეს, "კგბ"-მ 1988 წელს შეიყვანა ორივე ახალ პარტია "პერესტროიკაში") და სააკაშვილი 20 წლის უნდა ყოგილიყო. მერე ყვება როგორ წავიდა "შავ სიაში" შეყვანილი სააკაშვილი "კგბ"-ს ჯარში, მერე როგორ წავიდა 1989 წელს "კგბ"-ს ჯარის დამთავრების შემდეგ, პირადად გორბაჩოვის ხელმოწერით ევროპაში სასწავლებლად (ეტყობა "კგბ"-ს თეთრ სიაში იყო), მეორედ კი 1990 წელს, სსრკ-ს დაშლამდე 1 წლით ადრე მოუსწრია საზღვარგარეთ წასვლა, ეს სანახევროდ დისიდენტი და "შავ სიაში" შეყვანილი. აქ ამბობს, "ჩავედი კიევში და მივედი ისევ უკრაინის"-ო და შეაწყვეტინა წამყვანმა. ალბათ "კგბ" უნდა ეთქვა. მეორე ასეთი ისტორია გარდონთან აქვს მონაყოლი, პუტინმა გამიყვანა სტალინის კაბინეტში, ბუხართან დამსვაო (ინტერნეტში ვერ ვნახე ფოტო ბუხრით, არც ვინმე ახსენებს მოგონებებში) და 5 საათი "მავერბოვკებდაო". თვითონ ყვება. დავდე ადრე ვიდეო. ეტყობა ვერ "დაავერბოვკა" პუტინმა. 3 წლის წინ და შემდეგაც გამოვაქვეყნე უკრაინელი გენერალი მალომუჟის ინტერვიუ, რომელშიც სააკაშვილის "კგბ"-სთან ურთიერთობაზე ყვება. აკრიფეთ ფეისბუკის საძიებოში მალომუჟი და ამოაგდებს. დასკვნები თქვენ გამოიტანეთ. რაც მოყვა, თუ სიმართლეა, თავისით ყვება ისეთ ისტორიას, რომელიც ნებისმიერისთვის დამანგრეველი უნდა იყოს. თუ სიცრუეა, რატომ ყვება, რა ალაპარაკებს ამდენ კომპრომატს? ორივე შემთხვევაში ეს როგორ უნდა გყავდეთ ბელადად? რაიმეს ხომ არ ვიგონებ? მოასმენინეთ უშიშროების თანამშრომლებს და გააკეთებენ განმარტებას. ვიდეო ნახეთ ამ ბმულზე 736 3-ს მოსწონს
|