x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135635
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509985
"მას თავისი მოტივი ჰქონდა" – ვერმახტის გენერალმა განმარტა, თუ რატომ დაიწყო ჰიტლერმა ომი სსრ კავშირთან

კურტ ფონ ტიპელსკირხი, რომელიც ომის დროს, ვერმახტის ქვეითი ჯარის გენერალი იყო, ხოლო შემდეგ, სამხედრო ისტორიკოსი გახდა, უარყოფდა ვერსიას, იმის შესახებ, რომ თითქოს, ჰიტლერმა ომი სსრ კავშირთან იმიტომ დაიწყო, რომ 1941 წლის 6 ივლისს, სტალინი აპირებდა გერმანიაზე თავდასხმას. ამ ინფორმაციის საფუძველი კი, სსრ კავშირთან ომის დაწყებამდე, რამდენიმე თვით ადრე, გავრცელებული ჭორები წარმოადგენდა.


image


თუმცა, კ. ტიპელსკირხი ცნობით, ჰიტლერმა, საფრთხის აღმოსაფხვრელად და რესურსების მოსაპოვებლად, სსრ კავშირში შეჭრა, ჯერ კიდევ 1940 წელს გადაწყვიტა*.

სსრ კავშირი გერმანიას ნედლეულით ამარაგებდა. ხოლო, დიდ ბრიტანეთთან ხანგრძლივი ომი, ჰიტლერს სტალინზე დამოკიდებულს გახდიდა. გარდა ამისა, სსრ კავშირს ჰიტლერი, როგორც იდეოლოგიურ და პოლიტიკურ მტერს განიხილავდა, რომელსაც მისი ამბიციების შეზღუდვა შეეძლო. ამიტომ, მან დიდ ბრიტანეთთან ომი გადადო, რომ ჯერ სსრ კავშირი დაეპყრო.

როგორც კ. ტიპელსკირხი ამტკიცებდა, "საბჭოთა კავშირზე თავდასხმა, ჰიტლერის სტრატეგიაში, მთავარი ფაქტორი, დიდი ხნით ადრე იყო, ვიდრე მის რეალიზაციას შეძლებდა".

ამრიგად, ამ ომის მიზეზი, ნედლეულის მოპოვება იყო და არა ის, რომ თითქოს, სტალინი გერმანიაზე თავდასხმას აპირებდა. მსგავსი ჭორების გავრცელება, მხოლოდ პროპაგანდას წარმოადგენდა, რომელიც ჰიტლერს ხელსაყრელ მდგომარეობაში აყენებდა და ომის დაწყების სხვებზე გადაბრალების საშუალებას აძლევდა.

მოკლედ რომ ვთქვათ, სსრ კავშირი ჰიტლერისთვის, აგრესორი კი არა, მიზნის მიღწევის საშუალება იყო!..


* 1940 წლის ბოლოს ჰიტლერმა ავბედით დოკუმენტს მოაწერა ხელი – დირექტივა 21, რომელიც «ბარბაროსას» გეგმის სახელით არის ცნობილი. მისი მიხედვით, სსრ კავშირზე თავდასხმა 15 მაისს იგეგმებოდა და გერმანული სარდლობა წითელი არმიის დამარცხებას შემოდგომამდე გეგმავდა. თუმცა, იუგოსლავიის და საბერძნეთის ოკუპაციის მიზნით, დაწყებული ბალკანეთის ოპერაციის გამო, საბჭოთა კავშირზე თავდასხმის ვადამ 22 ივნისამდე გადაიწია.

«ბარბაროსას» გეგმის გაჩენა, ერთი შეხედვით, უცნაურადაც შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს, სულ რაღაც ერთი წლის წინ, გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის დადებული თავდაუსხმელობის შეთანხმების ფონზე – ე. წ. რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ორ ქვეყანას შორის გავლენის სფეროების განაწილებას ეხებოდა. საინტერესოა რა შეიცვალა ყოფილ «მოკავშირეებს» შორის? გაგრძელება >>>

image

არხის სხვა სიახლეები:


* 3 გამოცანა, რომელშიც ტრადიციული ლოგიკა ვერ დაეხმარებათ (პასუხები აქვს)

* ჰიტლერი მხოლოდ მარიონეტი იყო... და ვინ იდგა რეალურად ფიურერის უკან?

* ბელადის ემოცია – ვისი და რისი შურდა სტალინს?



0
428
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
428
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0