x
მეტი
  • 03.03.2024
  • სტატია:133635
  • ვიდეო:354899
  • სურათი:507995
ბელადის ემოცია – ვისი და რისი შურდა სტალინს?

იმის მტკიცება, რომ ომი და იუმორი შეუთავსებელია – ნამდვილად არასწორია. უფრო პირიქით, იუმორი არის ფსიქიკის დაცვა, რომელიც ადამიანს საშინელი სტრესის დაძლევაში ეხმარება. განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია, რომ იუმორის გრძნობის დემონსტრირებას ის ადამიანები ახდენდნენ, რომლებზეც ქვეყნის ბედია დამოკიდებული, რადგან ეს რიგით მოქალაქეებს იმედის და რწმენას აძლევს: «თუ «მაღლა» იცინიან – ყველაფერი კარგად იქნებაო».

ხოლო, სტალინი, როგორც ყველასთვის ცნობილია, იუმორის დიდი გრძნობით იყო დაჯილდოებული და აქ სწორედ, რამდენიმე რეალურ ფაქტს გავიხსენებთ მისი ცხოვრებიდან:


image


ლევ მეხლისი, დიდ სამამულო ომის დაწყების პირველ ხანში, საბჭოთა შეიარაღებული ძალების სტრატეგიული ხელმძღვანელობის ორგანოს წევრი იყო. ხოლო შემდეგ, ის დააქვეითეს და რამდენიმე ფრონტის საბჭოს წევრი იყო, მონაცვლეობით.

უცნობია, როდის «გაირბინა შავმა კატამ», მასა და კონსტანტინე როკოვსოვსკის (არმიის სარდალი, ომის დროს) შორის, მაგრამ მას შემდეგ, მეხლისმა გულში წყენა ჩაიდო და ერთხელ, ერთხელ, როდესაც შესაძლებლობა მიეცა, მან ბელადს მოახსენა, რომ როდესაც როკოსოვსკის მოსკოვში იყო, ღამეს ვალენტინა სეროვასთან ატარებდა (სავარაუდოდ ეს, უსაფუძვლო ჭორი იყო), რომელიც იმ დროს, ულამაზესი მსახიობების ათეულში შედიოდა. ხოლო, როდესაც თავისთან, ფრონტზე იყო, მედ–დებთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობები. ბოლოს კი ჰკითხა:

— ახლა, რა უნდა ვქნათ? მას ქვეშევრდომები უყურებენ... რა მაგალითს აძლევს მათ?

სტალინმა ჩიბუხი გამოიღო პირიდან, ცოტა დაფიქრდა და უპასუხა:

— რა უნდა ვქნათ, რა უნდა ვქნათ… მისი უნდა გვშურდეს! აი რა უნდა ვქნათ – უპასუხა სტალინმა.


image


***


სტალინი, სპექტაკლზე დასასწრებად, მოსკოვის სამხატვრო თეატრში მივიდა. მას თეატრის დამფუძნებელი და რეჟისორი კ. სტანისლავსკი დახვდა, ხელი გაუწოდა და უთხრა: «ალექსეევი» – ეს მისი ნამდვილი გვარი იყო. «ჯუღაშვილი», – ხელის ჩამორთმევისას უპასუხა სტალინმა და თავისი სავარძლისკენ წავიდა.


***


ომის დროს, ჯარები, რომელსაც ბაგრამიანი მეთაურობდა, პირველები გავიდნენ ბალტიის ზღვაზე. ეს მოვლენა რომ უფრო პათოსურად წარმოეჩინა, სომეხმა გენერალმა ბოთლში ზღვის წყალი ჩაასხა და ადიუტანტს მოსკოვში გადაფრენა და სტალინისთვის მისი გადაცემა დაავალა. მაგრამ, ვიდრე ის მიფრინავდა, გერმანელებმა კონტრშეტევა განახორციელეს და ძველი პოზიციები დაიბრუნეს. ბაგრამიანმა კი, თავისი არმიით, უკან დაიხია.

თვითმფრინავში რადიო არ იყო და ადიუტანტმა, მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა. ის კრემლში მივიდა და როგორც ნაბრძანები ჰქონდა, სტალინს ბოთლი გადასცა. სტალინმა ფრონტის ამბების შესახებ, რა თქმა უნდა, უკვე იცოდა. ბოთლი რამდენიმე წამი ხეში ეჭირა, შემდეგ ადიუტანტს დაუბრუნა და უთხრა:

— ბაგრამიანს დაუბრუნე და უთხარი, რომ ეს წყალი იქ დააბრუნოს, საიდანაც აიღო.


***


მოლაპარაკება, ომის შემდგომ, საზღვრებს ეხებოდა და ჩერჩილმა აღნიშნა: «მაგრამ, ლვოვი არასდროს ყოფილა რუსული ქალაქი!», «ვარშავა კი იყო», – შეეწინააღმდეგა სტალინ (მას მხედველობაში პერიოდი (1815–1917 წწ) ჰქონდა, როდესაც პოლონეთის სამეფო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა).


image


***


ერთხელ ბელადს, კონსტანტინე სიმონოვის ახლად გამოცემული ლექსების კრებული მიიტანეს. სტალინი, როცა თავისუფალი დრო ჰქონდა, ფრონტზე მყოფი პოეტის შემოქმედებას ეცნობოდა და ნახა, რომ ყველა ლექსი სიყვარულზე იყო და ქალს ეძღვნებოდა. ამასთან, მხოლოდ ერთს, — პოეტის მეუღლეს.

— ამ წიგნს რა ტირაჟი აქვს? — დარეკა და იკითხა სტალინმა გამომცემლობაში.

— 200 000, ამხანაგო სტალინო, — უპასუხეს მას.

— ბევრია… მხოლოდ ორი ეგზემპლარი უნდა დაგებეჭდათ. ერთი სიმონოვისთვის და მეორე მისი ცოლისთვის. ჰოდა, ეკითხათ და ეხალისათ...


***


ლეგენდარული «პობედა» (გამარჯვება), თავდაპირველად, 2 კარიან ავტომობილად იყო დაპროექტებული და რამდენიმე საცდელი ავტომობილიც კი შექმნეს.

მისი სერიაში ჩაშვების წინ, ქარხანაში სტალინი მიიწვიეს, რადგან კონსტრუქტორს მისი აზრის მოსმენა ძალიან უნდოდა...

სტალინი მივიდა. მას ავტომობილის კარი გაუღეს და მანქანაში ჩაჯდომა შესთავაზეს. ბელადი ჩაჯდა, თავი აქეთ–იქით მიაბრუნ-მოაბრუნა და რამდენიმე წუთის შემდეგ გადმოვიდა.

— ჰო, ჰო... არც ისე დიდი ყოფილა ჩვენი გამარჯვება – მხოლოდ ეს თქვა და წავიდა.

ამის შემდეგ, ავტომობილი, როგორც ცნობილია, ოთხი კარით და საკმაოდ თავსებადი ფართით გამოვიდა.


***


ავტომობილით მგზავრობისას, სტალინს ხშირად, დაცვის ერთ–ერთი წევრი ტუკოვი ახლდა. ის მძღოლის გვერდით იჯდა და ჩვევად ძილი ჰქონდა. ეს პოლიტბიუროს წევრმა შენიშნა, რომელიც სტალინთან ერთად უკან იჯდა:

— ამხანაგო სტალინო, არ მესმის, ვინ, ვის იცავს? – იკითხა მან.

— ეგ რა არის, მან თავისი პისტოლეტიც კი მომაჩეჩა – ყოველი შემთხვევისთვის, გქონდეთო! – უპასუხა სტალინმა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* "გრძელი ნახტომი" – სტალინის ლიკვიდაციის ოპერაცია

* უძველესი მაღალგანვითარებული ცივილიზაციების ვარსკვლავური კარიბჭეები დედამიწაზე

* თმის ნაცვლად მცენარეები – მხატვარი, რომელიც ქალაქს ალამაზებს



0
634
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
634
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0