x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134674
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508865
უძველესი მაღალგანვითარებული ცივილიზაციების ვარსკვლავური კარიბჭეები დედამიწაზე

მედიუმები უკვე დიდი ხანია რაც ამტკიცებენ, რომ დედამიწაზე, ვარსკვლავური კარიბჭეების სახით, უძველესი მაღალგანვითარებული ცივილიზაციების დანადგარები არის. ამასთან, არსებობს მოსაზრება, რომ ზოგიერთი მათგანი, ტიბეტში, აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ინდოეთში, ჩინეთში და სხვა ქვეყნებში, უკვე აღმოჩენილია. ბუნებრივია, ინფორმაცია ასეთი არტეფაქტების შესახებ, გასაიდუმლოებულია და მასებში გავრცელებული ინფორმაციის წყარო, ამ უჩვეულო მოწყობილობების შესახებ, ჯერ–ჯერობით, მხოლოდ მედიუმები და პირები არიან, რომლებსაც მასთან შეხება ჰქონდათ.


image


ერთდროულად, რამდენიმე ასეთი წყარო იტყობინება, რომ სსრ კავშირის საიდუმლო ლაბორატორიებში, ორ ვარსკვლავურ კარიბჭეს იკვლევდნენ, მაგრამ მათი მუშაობის პრინციპი ვერ დაადგინეს. ასევე უცნობია, დარჩა თუ არა, ეს არტეფაქტები რუსეთში, სსრ კავშირის დაშლის შემდეგ? გარკვეულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, ამჟამად აშშ–ს 3 მსგავსი არტეფაქტი აქვს და ხელისუფლება სახსრებს არ იშურებს, რომ მეცნიერებმა კარიბჭეების საიდუმლო ამოხსნან. მაგრამ, როგორც ჩანს, მათი ძალისხმევას შედეგი არც იქ გამოუღია...

დღეს, ფიზიკოსების ერთი ნაწილი თვლის, რომ დროა უარვყოთ XVIII–XX საუკუნეებში მიღებული ფიზიკის კონცეფციები და ვაღიაროთ, რომ ჩვენი სამყარო უფრო რთულად არის მოწყობილი... და როდესაც კაცობრიობა, მისი რეალური მოწყობის პრინციპების გაგებას შეძლებს, სწორედ მაშინ გაიხსნება მისთვის ახალი პერსპექტივები. მოკლედ რომ ვთქვათ, სამყაროში არსებული, ფიზიკის და ქიმიის ყველა კანონი, ჩვენთვის ცნობილი არ არის!

ახლა კი იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ვარსკვლავური კარიბჭე? ეს უცხოპლანეტელების, ან უძველესი მაღალგანვითარებული ცივილიზაციის მოწყობილობაა, რომლის მეშვეობითაც დროში და სივრცეში მოგზაურობა შეიძლება (ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ მეცნიერები). როგორც, XX ს–ში ერთ–ერთმა მედიუმმა თქვა, დედამიწა, ყოველ 33 წელიწადში ერთხელ, სამყაროს გარკვეულ წერტილს გადის და იმ მომენტში, ჭიშკრის აქტივირება შეიძლება. ეს მოწყობილობა ორი ტიპის შეიძლება იყოს – გარეგანი (მთავარი) და დამხმარე (შინაგანი).

2006 ამერიკელმა გადამდგარმა ოფიცერმა განაცხადა, რომ 1999 წ. მათ ერთი ჭიშკრის აქტივირება მოახერხეს და ამ პორტალით, 12 მოხალისისგან შემდგარმა ჯგუფმა ისარგებლა... პრობლემა კი ის არის, რომ ზუსტად ცნობილი არ არის, თუ სად მდებარეობს სხვა ჭიშკარი? – რომელ კოსმოსურ ობიექტზე? ხომ შესაძლებელია, რომ იქ, სიცოცხლისთვის არანაირი პირობები აღარ არსებობდეს?

ვარსკვლავური კარიბჭეს ავსტრალიელმა მკვლევარმა კი განაცხადა, რომ მოცემული მომენტისთვის, ინფორმაცია 40 მსგავსი მოწყობილობის შესახებ არსებობს და სავარაუდოდ, უახლოესი 100 წლის მანძილზე, ასეთი არტეფაქტების რაოდენობა კიდევ გაიზრდება!

საქმე იმაშია, რომ მაგ., საჰარის უდაბნოს ქვიშა უკან იხევს და ძველ ნაგებობებს აშიშვლებს. ეს უძველესი ქალაქების ნანგრევებია, რომელთა შორის, შესაძლებელია, ვარსკვლავური კარიბჭეებიც იყოს. ამას გარდა, მსგავსი არტეფაქტები, შეიძლება, ანტარქტიდაზეც აღმოჩნდეს, რომლის ყინულებმაც დნობა დაიწყო და უახლოეს ათწლეულებში, შეიძლება, იმდენად გადნეს და მსოფლიომ უძველესი ცივილიზაციის ქალაქები იხილოს...


P. S. ასეთი კარიბჭეების შესახებ ინფორმაცია, ძველთაგანვე არსებობდა და ერთ–ერთი მათგანი, პერუში ნაპოვნი არტეფაქტების შემდეგ გაიხსენეს: იქ დისკისებური გასაღებები აღმოაჩინეს, მაგრამ როგორ და ვის მიერ არის დამზადებული — მკვლევარებისთვის დიდი საიდუმლოა... ბევრს სჯერა, რომ ისინი, არამიწიურ სამყაროში გასასვლელი კარიბჭის გასაღებებია.


image


პირველად ეს კბილანებიანი ლითონის დისკები, თავის წიგნში, პროფესორმა რაფაელ ლარკო ჰოილმა (Rafael Larco Hoyle) აღწერა. რა თქმა უნდა, ოფიციალური არქეოლოგია მას რიტუალურ ნივთებად მოიხსენიებს. მაგრამ, რომელ რიტუალში შეიძლებოდა დისკების გამოყენება, დაკონკრეტებული არ არის...

თუმცა, არის სხვა ვერსიაც, ბევრად უფრო საინტერესო. ეს დისკები, შეიძლება, ღმერთების კარიბჭის გასაღებები იყოს. ღმერთების კარიბჭე — უზარმაზარი ქვის კარიბჭეა მთაში, ტიტიკაკას ტბასთან ახლოს. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* "გრძელი ნახტომი" – სტალინის ლიკვიდაციის ოპერაცია

* რატომ გასკდა მსოფლიოში ყველაზე დიდი აკვარიუმი?

* მსოფლიოში ყველაზე დიდი უდაბნოს საიდუმლო



0
253
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0