x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134522
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508639
2 ნამცხვრის რეცეპტი "ზარმაცებისთვის" (ფენებს გაბრტყელება არ უნდა)

ეს არის ორფენიანი ნამცხვარი, რომელსაც ადრე "ზ***–ის ღიმილს" ეძახდნენ. მაგრამ, დღეს ამ სიტყვის ხმამაღლა თქმა და მითუმეტეს, დაწერა არ შეიძლება. მართალია, ამ საკონდიტრო გემრიელობას, სახელი შეეცვალა, მაგრამ გემო იგივე დარჩა...


image


ინგრედიენტები:


კვერცხი — 5 ცალი

შაქარი — 1 ჭიქა

რძე — 1 ჭიქა

მარგარინი — 150 გრ.

კაკაო — 2 ს. კ.

ვანილინი — 1 პაკეტი

მარილი — 1 მწიკვი

ფქვილი — 3 ჭიქა

სოდა — 1 ჩ. კ.

ძმარი — 1 ს. კ.


მოხარშული შესქელებული რძე — 1 ქილა

კარაქი — 100 გრ.

კაკაო — 2 ს. კ.

ნალექიანი ყავა — 1 ჩ. კ.

ლიქიორი — 2 ს. კ.


მომზადება:


I. გაადნეთ მარგარინი და დატოვეთ გასაგრილებლად > ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი და კაკაო > მარგარინი რომ გაგრილდება, ცალკე თასში, ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და მარილი > დაამატეთ მარგარინი და ვანილინი > მონაცვლეობით, თანდათანობით, შეათქვიფეთ ფქვილი და რძე (ცომი უნდა იყოს არაჟნისებრი) > მოათავსეთ თასი პოლიეთილენის პარკში და 20 წუთით, მაცივარში შედგით > მაცივრიდან რომ გამოიღებთ, დაუმატეთ ძმარში გახსნილი სოდა და კარგად ათქვიფეთ > გაყავით ცომი 2 ნაწილად > გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და გამოაცხვეთ ფენები, ცხიმწასმულ პერგამენტის ქაღალდზე.

II. კრემის მოსამზადებლად, ერთად ათქვიფეთ კარაქი და შესქელებული რძე > დაუმატეთ კაკაო და ყავა და ისევ ათქვიფეთ > დაუმატეთ ლიქიორი.

III. ნამცხვრის გაციებულ ფენებს ჩამოაჭერით კიდეები და დაფხვენით > ააწყეთ ნამცხვარი და ზემოდან ნაფხვენი მოაყარეთ.


"მედოკი" არის ნამცხვარი, რომელიც ყველას უყვარს. გამოდგება ნებისმიერი ზეიმისთვის, ან უბრალოდ, მყუდრო ოჯახური საღამოსთვის. ერთი შეხედვით, თითქოს რთულია, მაგრამ ცდად ნამდვილად ღირს – სულ რაღაც 12 წუთი და ცომი მზად არის...


image


ინგრედიენტები:


თაფლი — 100 გრ.
სოდა — 1 ჩ. კ.
კარაქი — 100 გრ.
კვერცხი — 4 ცალი
შაქარი — 1 ჭიქა
მარილი — 1 მწიკვი
ფქვილი — 1, 5 ჭიქა (შეიძლება მეტიც – ცომი სქელი არაჟნისებრი უნდა აიყოს და აქეთ–იქით არ იღვრებოდეს)



ნაღები (30%) — 300 მლ.
შესქელებული რძე — 100 მლ.


ან კრემის ნებისმიერი რეცეპტი, რომლის ინგრედიენტებშიც შესქელებული რძე არის.


მომზადება:


I. თასში მოათავსეთ თაფლი და როდესაც გადნება, დაამატეთ სოდა > ხარშეთ საშუალო ცეცხლზე მანამდე, ვიდრე ფერს არ შეიცვლის და არ გამუქდება. თან, სულ ურიეთ.

II. მიღებულ მასას დაამატეთ კარაქი > ისევ ურიეთ და როდესაც კარაქი გადნება, ცეცხლიდან გადმოდგით > გააგრილეთ, ოთახის ტემპერატურამდე.

III. მეორე თასში ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და მარილი > დაამატეთ გაციებული თაფლიანი ნაზავი > თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე > დაამატეთ ფქვილი და ისევ ათქვიფეთ.

IV. გაყავით ცომი 2 ნაწილად > საცხობ ფირფიტაზე დაფინეთ პერგამენტი > მოათავსეთ მასზე ცომის ერთი ნაწილი და დასაკრემით გაანაწილეთ > გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში, 5-6 წთ. > იგივე წესით გამოაცხვეთ მეორე ფენაც.

V. კრემის მოსამზადებლად, შეგიძლიათ ნებისმიერი რეცეპტი გამოიყენოთ. აქ კი, კრემის ასეთ რეცეპტს გთავაზობთ: ათქვიფეთ ნაღები და შესქელებული რძე. უნდა მიიღოთ სქელი, არაჟნისებრი მასა.

VI. ჩამოაჭერით ფენებს გვერდები და გაყავით შუაზე > თითოეულ ფენას წაუსვით კრემი და ერთმანეთზე დააწყვეთ > დაფხვენით გვერდებიდან ჩამოჭრილი ფირფიტის ნაწილები და ზემოდან მოაყარეთ.

ნამცხვარი შეგიძლიათ II დღეს მიირთვათ, როდესაც ფენებს კრემი გაუჯდება და დარბილდება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ჰიტლერი მხოლოდ მარიონეტი იყო... და ვინ იდგა რეალურად ფიურერის უკან?

* ბელადის ემოცია – ვისი და რისი შურდა სტალინს?

* ნიგოზი მხოლოდ გემრიელი კი არა, სასარგებლოც რომ იყოს...



1
44
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
44
  
2023, 9 სექტემბერი, 22:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1