სასარგებლო პროდუქტები ნიგოზი მხოლოდ გემრიელი კი არა, სასარგებლოც რომ იყოს... 2023, 7 სექტემბერი, 14:47 კაკალი – ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტია. მაგრამ, უმრავლესობამ მისი სწორედ მოხმარების წესი არ იცის და საბოლოო ჯამში, სასარგებლო თხილეულის ან კერძის ნაცვლად, მხოლოდ გემრიელობით მიღებული სიამოვნება გვრჩება, რადგან ნიგვზის პირდაპირ მოხმარების შემთხვევაში, ჩვენი ორგანიზმი მასში შემავალი, სასარგებლო მინერალების და ვიტამინების მხოლოდ მცირე ნაწილს ითვისებს. თუმცა, მოხმარების წინ, უმარტივესი პროცედურის ჩატარების შემთხვევაში, ნიგოზი მხოლოდ გემრიელი კი არა, სასარგებლოც იქნება. პირდაპირ მოხმარების დროს, რატომ არ ხდება, მისი სასარგებლო ელემენტების სრულად ათვისება საქმე იმაშია, რომ კაკლის სასარგებლო თვისებების შესახებ ყველამ იცის. მაგრამ, მისი სარგებლობის ფაქტს, ცოტა თუ უღრმავდება... მის შემადგენლობაში სპილენძის, ფოსფორის, ვიტამინი B6, მელატონინის და კატექინების გარდა, ფიტინის მჟავაც არის, რომელიც ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, მას ამ სასარგებლო ნივთიერების უდიდესი ნაწილის ათვისების უფლებას არ აძლევს – ხელს უშლის სისხლს, რკინის, კალციუმის, თუთიის და მაგნიუმის შეწოვაში, რომლითაც ნიგოზი მდიდარია. გამოდის, რომ ნიგოზს, მოხმარებამდე, ფიტინის მჟავა უნდა მოვაცილოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მხოლოდ უსარგებლო კი არ აღმოჩნდება, მისი სისტემატურად მოხმარების შემთხვევაში, ორგანიზმში სასიცოცხლო მიკროელემენტების დეფიციტი შეიქმნის, რითაც ზიანს მიაყენებს ჩვენს ჯანმრთელობას. კაკალი ნამდვილად სასარგებლო რომ იყოს... იმისთვის რომ ნიგოზი სასარგებლოც იყოს და ზიანიც არ მოგვაყენოს, მოხმარების წინ, მისი დალბობა არის საჭირო. ნიგოზი მოათავსეთ ემალირებულ თასში, იმდენი წყალი დაასხით, რომ სრულად დაფაროს და გააჩერეთ 5-8 სთ. ეს დრო სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ფიტინის მჟავა სრულად დაიშალოს. ხოლო, დალბობის შემდეგ, ნიგოზი გამდინარე წყლით უნდა გაირეცხოს. ამის შემდეგ, გასაშრობად, სამზარეულოს ტილოზე დააწყვეთ. ამ უმარტივესი პროცედურის შემდეგ, მხოლოდ აქტივირებული ნიგოზი კი არ მიიღება, – მისი საგემოვნო თვისებებიც გაუმჯობესდება. გარდა ამისა, ის არანაირ პრობლემას არ შეუქმნის საჭმლის მომნელებელ სისტემას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი პროცედურის ჩატარება, ნებისმიერი თხილეულის და პარკოსნების მიმართ შეიძლება. დალბობის შემდეგ, ასეთი პროდუქტი ბევრად უფრო სასარგებლო ხდება, რადგან როგორც კაკლის შემთხვევაში, მათ შემადგენლობაში ფიტინის მჟავა აღარ იქნება. არხის სხვა სიახლეები:* ბელადის ემოცია – ვისი და რისი შურდა სტალინს?* "გრძელი ნახტომი" – სტალინის ლიკვიდაციის ოპერაცია* უძველესი მაღალგანვითარებული ცივილიზაციების ვარსკვლავური კარიბჭეები დედამიწაზე490 3-ს მოსწონს
|