x
image
Yoona
Mediator image
ტოპ 10 უმდიდრესი სუპერმოდელი, რომელთა შემოსავალიც გაიძულებთ თქვათ: „ვაუ“
სამოდელო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ინდუსტრიაა. გასაკვირი არაა, რომ ბევრი გოგონა ოცნებობს, მსოფლიო პოდიუმზე მოხვდეს და გახდეს ცნობილი ვარსკვლავი, რომელზეც პოპულარული მსხვილი ბრენდები და კომპანიები ინადირებენ. სასიამოვნოა, როდესაც ყველა მხრიდან მომგებიანი შეთავაზებები მოდის და თითოეული წარმოუდგენლად მაცდურად ჟღერს.

თუმცა მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ სამოდელო საქმეში წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ გარეგნობაზე, არამედ უნარზე მართოთ თქვენი კარიერა, შექმნათ საკუთარი სახელი, მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა ბიზნეს პროექტებში, ასევე მართოთ სოციალური ქსელები.


image

გთავაზობთ უმდიდრესი ქალი მოდელების ათეულს, რომლებმაც თავიანთი სილამაზის და ნიჭის წყალობით იმდენი იშოვეს, რამდენიც სხვებს მხოლოდ ესიზმრებათ. საინტერესო სია ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Sun გამოაქვეყნა.


მე–10 ადგილი. კენდალ ჯენერი – 57 მილიონი დოლარი


image

ამერიკელი მოდელი კენდალ ჯენერი ამ სიაში ყველაზე ახალგაზრდა მდიდარი მოდელია. სავსებით შესაძლებელია, რომ გოგონამ ასეთი წარმატების მიღწევა შეძლო იმის გამო, რომ კარიერა 11 წლის ასაკში დაიწყო.


მე-9 ადგილი. კეიტ მოსი - 70 მილიონი დოლარი

image

ბრიტანელი მოდელი კეიტ მოსი 40 წლის შემდეგაც ძალიან აქტიური ქალია. დიახ, მოდის ჩვენებებში არ მონაწილეობს, როგორც ადრე, თუმცა ეს ხელს არ უშლის, რომ წამყვანი პრიალა ჟურნალების გარეკანზე გამოჩნდეს, ბრენდული ტანსაცმელი და აქსესუარი გაყიდოს.


მე-8 ადგილი. ნაომი კემპბელი - 80 მილიონი დოლარი

image

ნაომი კემპბელი ინგლისელი მოდელი და მსახიობია, რომელმაც მოახერხა 1980-იან და 1990-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე ცნობად და მოთხოვნად მოდელად ჩამოყალიბება.


მე-7 ადგილი. ტაირა ბენქსი - 89 მილიონი დოლარი

image

ამერიკელმა მოდელმა ტაირა ბენქსმა თავისი არც ისე პატარა ქონება მოდური ბრენდების რეკლამებში მონაწილეობით და ტელევიზიაში მუშაობით გამოიმუშავა.


მე-6 ადგილი. ელ მაკფერსონი – 95 მილიონი დოლარი

image

ავსტრალიელი მოდელი ცნობილია თავისი რეკორდული, ზედიზედ ხუთი გამოჩენით ჟურნალის Sports Illustrated Swimsuit Issue-ს გარეკანზე.


მე-5 ადგილი. ჰაიდი კლუმი – 160 მილიონი დოლარი

image

გერმანელი მოდელი ჰაიდი კლუმი Victoria's Secret-ის პირველი ანგელოზი გახდა. 2000-იან წლებში ყოველწლიურ ჩვენებებს მართავდა. მოგვიანებით ჰეიდი სამოდელო ბიზნესიდან ტელევიზიაში გადავიდა, სადაც თავისი ქონების უმეტესი ნაწილი გამოიმუშავა.


მე-4 ადგილი. იმანი - 199 მილიონი დოლარი

image

სომალელ-ამერიკელი ტოპ მოდელი იყო და რჩება მრავალი ცნობილი დიზაინერული ბრენდის ფავორიტი, მათ შორის Versace, Calvin Klein და Saint Laurent.


მე-3 ადგილი. ჟიზელ ბუნდჰენი - 251 მილიონი დოლარი

image

ბრაზილიელი მოდელი ჟიზელ ბუნდჰენი Victoria's Secret-ის ქვედა საცვლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელია.


მე-2 ადგილი. სინდი კროუფორდი - 251 მილიონი დოლარი

image

ერთ-ერთი ამერიკელი მოდელი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული იყო 80-90-იან წლებში. სინდიმ ასევე მოახერხა მსახიობისა და მეწარმის კარიერის აშენება.


1–ელი ადგილი. კეტი აირლენდი - 540 მილიონი დოლარი

image

ამერიკელმა მოდელმა დაამშვენა მრავალი მოდის ჟურნალის გარეკანი, შემდეგ კი ბიზნესში გადავიდა, რაც ამჟამინდელი სიმდიდრის მოპოვებაში დაეხმარა. კეტი აირლენდი თავისი სახელით ყიდის სამკაულებს, სპორტულ ტანსაცმელს, საცურაო კოსტიუმებს და ბევრ სხვას.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ცნობილი ქალები, რომლებიც ბიჟუტერიას ატარებენ და მაინც მდიდრულად გამოიყურებიან

2. ასე გამოიყურებოდნენ სილამაზის კონკურსის გამარჯვებულები ფილტრების და ფოტოშოპის გამოგონებამდე

3. 10 თანამედროვე ტენდენცია, რომლებიც პოპულარული სინამდვილეში 100 წლის წინ იყო

4. როგორ იშოვა ფული ელვის პრესლის მენეჯერმა "ჰეითერებზე"

5. წარმატების ისტორია: კანიეს უესტის გზა 53 მლნ დოლარის ვალიდან 200 მლნ დოლარის სუფთა აქტივამდე

6. აი, როგორ ძლიერად შეიცვალა ქალის სხეული 1957 წლიდან, მიზეზი კი გახდა

7. 90-იანი წლების ველური მოდა: რას იცვამდნენ მოდელები ჩვენებების დროს

8. 15 ეროვნება, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველად ითვლება

9. ცნობილი ქალების საყვარელი სუნამოები

10. რა ღირს ემილია კლარკი? „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავის წმინდა შემოსავალი 2018 წელს


უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
512
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
512