დიეტოლოგია თხევადი ბომბა, რომელიც თქვენს ცხიმებს ერთ კვირაში დაწვავს 2023, 13 სექტემბერი, 9:59 ჭარბი წონა – ეს ის თემაა, რომელიც ყოველთვის იყო, არის და ალბათ იქნება აქტუალური, ჩვენდა საუბედუროდ. კარგი გენების გავლენით ეს ბევრისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა განსაზღვრული ნაწილი იტანჯება გარკვეული საკვებისა თუ სასუსნავის აკრძალვებით, ხოლო ვისაც გააჩნია სახსრები, ის თავს იტვირთავს სპორტდარბაზებში ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. ნურც იმას იფიქრებთ, რომ მხოლოდ ჩვენს დროში ექცევა ფიგურას ყურადღება, ე.წ ტრენაჟორები ვიქტორიანულ ეპოქაში გამოიგონეს და მაშინაც აწუხებდა ხალხს ეს პრობლემა.
უმეტეს შემთხვევაში ჭარბ წონას ადგილი არასწორი კვებისა და უმოძრაობის - ფიზიკური დაუტვირთაობის გამო ექმნება. ყურებს ნუ ჩამოყრით და ნუ იფიქრებთ, რომ შორს ხართ პრიალა იდეალებისგან, ვინაიდან დღევანდელ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ უნივერსალური სასმელი, რომელიც თქვენს ცხიმებს სწრაფად და მარტივდ დაწვავს. თხევადი ბომბა, რომელიც თქვენს ცხიმებს ერთ კვირაში დაწვავსკონკრეტული დიეტის დაცვისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რას ჭამთ, არამედ ისიც, თუ რას სვამთ. სასმელების არჩევანი, რომელიც ხელს უწყობს წონის დაკლებას, საბედნიეროდ, საკმარისად დიდია, ასე რომ თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი. რა დავლიოთ გასახდომად? ჯანჯაფილის (იმბირი) სასმელს წონის დასაკლებად ძველად იყენებდნენ აღმოსავლეთის ლამაზმანები. აქტიური ინგრედიენტი, რომელებიც ქმნიან ამ სურნელოვან კოქტეილს, ასტიმულირებენ ორგანიზმში მეტაბოლურ პროცესებს, აჩქარებენ სისხლის მიმოქცევას და ამავდროულად ზრდიან ინფექციებისადმი წინააღმდეგობას და ხელს უწყობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების ნორმალიზებას. რა ინგრედიენტებია კოქტეილის მოსამზადებლად საჭირო? ❀ 4-5 სმ სიგრძის ჯანჯაფილის ფესვი. ❀ ახალი და ნორჩი პიტნის 2-3 ღერო ფოთლებიანად. ❀ 1 ცალი გრეიფრუტი. ❀ 1 სუფრის კოვზი თაფლი. ❀ 500 მლ წყალი. ❀ დარიჩინის ჩხირი. ❀ კარდამონი იგივე ილი (მწიკვი რაოდენობით). მომზადების ტექნოლოგია: წინასწარ გარეცხილი იმბირის ფესვი და პიტნის ღეროები ფოთლებიანად დავაბლენდეროთ. დავამატოთ დარიჩინი და ილი, დავასხათ მდუღარე წყალი და ნახევარი საათით გავაჩეროთ. როდესაც გაცივდება, დავუმატოთ თაფლი და გრეიფრუტისგან გამოწურული წვენი. ერთი კვირის მანძილზე, ყოველი საუზმისა და სადილის წინ მიიღეთ 200 მლ ნაყენი. შემდეგ შეისვენეთ ერთი კვირა და ისევ გაიმეორეთ. მარტივად შეამჩნევთ, როგორ საგრძნობლად დაიწყებენ ცხიმები წვას. 277 3-ს მოსწონს
|