x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ნაცების" ტელევიზია აღარ ვართ" - გიორგი გაბუნია
image


"მთავარი არხის"დირექტორმა გიორგი გაბუნიამ მისივე არხის "შუადღის ეთერში" ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარსულში ტელევიზია და მთავარი არხის ჟურნალისტები ნაციონალური მოძრაობის დავალებებს ასრულებდნენ. "ნაცების ტელევიზია აღარ ვართ ნამდვილად, ეს პირველად რომ გამოვაცხადე გენახათ ნიუსრუმში იყო ტაში და ჟრიამული"-აღნიშნა მან.


"არა მარტო კოსმეტიკურად, არამედ ძირეულად [შეიცვალა რაღაცები], იმიტომ რომ ამ ადამიანებს ბევრი წლის განმავლობაში გარკვეულ სიტუაციაში და გარკვეულ მოცემულობაში უწევდათ მუშაობა და რთული იყო საკუთარ თავში გადაკეთება, იმიტომ რომ რეფლექსებად გაქვს ეს ყველაფერი ქცეული, რომ რაღაცნაირად შენს საქმეს კი არ აკეთებ, რატომღაც სულ დაკისრებული ჰქონდა ამ გუნდს ის, რომ ვიღაცის საქმეს აკეთებდა, რაც რამდენი არ უნდა გვეთქვა ჩვენ რომ ასე არ არის, ყველა ხედავდა


ასევე, ჩვენ გასაგები იყო, რომ სამწუხაროდ, ნაცების ტელევიზიის იარლიყი ტყუილად არ გვქონდა აკრული და ახლა რაც შემიძლია ძალიან დიდი სიამაყით და ბედნიერებით ვთქვა, რუსთავი 2-დან მოყოლებული ეს არ მომხდარა, ნაცების ტელევიზია აღარ ვართ ნამდვილად, ამას კიდევ წლები დასჭირდება რომ ხალხმა დაიჯეროს და დააფიქსიროს, უნდა უყურო ეთერს სისტემატურად, რომ ნაცების ტელევიზია არ ვართ. დაკვირვებული თვალი [მიხვდება], მაგრამ ვინც არ უყურებს და ახსოვს, რომ მთავარი არხი ეს ნაცების ტელევიზიაა.



ნაცების ტელევიზია არ ვართ და ამას პირდაპირ ვამბობ, დიდი სიამაყით ვაცხადებ და ეს თავისუფლების გამო ამ ადამიანებმა, რომლებმაც გაიგეს, რომლებიც უბედნიერესები [იყვნენ], პირდაპირ ვამბობ ესეც ხომ არ იცის მაყურებელმა, პირველად რომ გამოვაცხადე, რომ მორჩა, აღარ ვართ და არ ხართ ვალდებულები ვინმეს მითითება გაითვალისწინოთ და თქვენ ჟურნალისტები და წამყვანები როგორც ჩათვლით რა არის საჭირო და რა არის სასარგებლო საზოგადოებისთვის იმას გააშუქებთ, რომ გენახათ ნიუსრუმში იყო ტაში და ჟრიამული, იმიტომ რომ ყველაზე კარგად იმ სიმძიმეს, როდესაც პოლიტიკური გავლენის ქვეშ ხარ, გრძნობენ ეს ადამიანები. ხომ ყველა ნაცებს ეძახდა ამათ, მათ შორის რუსთავი 2-ში, ამ დროს ყველზე კარგად შენ იცი როდესაც მუშაობ მთელი სიმახინჯე ამ სისტემის, ისევე როგორც ახლა, რა თქმა უნდა, ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ იმედზე ხომ ვეძახით რომ ქოცები არიან და ემსახურებიან რუსულ მიმართულებას, ამ დროს მათ ყველაზე კარგად იციან, უამრავი იქაც იქნება აუცილებლად გულწრფელი ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა რომ ამ წნეხისგან გათავისუფლდეს". - განაცხადა გიორგი გაბუნია.



1
150
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
150
  
2023, 4 სექტემბერი, 19:12
წადი შენი დედაც, ვის ატყუებ, ყოფილი ნაცი არ არსებობს,
0 1 1