სხვა ხამანწკები, კოჭა და კიდევ 6 პროდუქტი, რომელიც ტესტოსტერონის დონეს ზრდის 2023, 4 სექტემბერი, 20:20 ტესტოსტერონი ხშირად ითვლება კუნთების გასაზრდელ ჰორმონად, თუმცა უფრო მეტს აკეთებს. ამ სასქესო ჰორმონის ჯანსაღ დონეს შეუძლია გავლენა მოახდინოს ლიბიდოზე, ძვლების მასაზე, ცხიმების განაწილებაზე, ერითროციტების და სპერმატოზოიდების წარმოებაზე. რა თქმა უნდა, ამ ჰორმონის ჯანსაღი დონე კუნთების მასაზე და ძალაზეც გავლენას ახდენს.
გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ტესტოსტერონი მხოლოდ მამაკაცის ჰორმონი არაა. ქალებსაც ტესტოსტერონის ბუნებრივი დონე აქვთ. თუ მაჩვენებელი ძალიან დაბალია, ქალმა მთელი ორგანიზმისთვის ნეგატიური შედეგები შეიძლება იგრძნოს. მაგალითად, ლიბიდოს შემცირება და არარეგულარული მენსტრუაციული ციკლი. ბევრი ფაქტორია, რომელიც ტესტოსტერონის დონეზე გავლენას ახდენს, მათ შორისაა სიმსუქნე, გარკვეული მედიკამენტები და ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია. გარდა ამისა, გარკვეული დიეტის დაცვა და პროდუქტების მიღება ტესტოსტერონის დონეზე გავლენას ახდენს. კვება, რომელიც მცირე რაოდენობით ცხიმს, ბევრ ცილას და შემწვარ საკვებს შეიცავს, ამ ჰორმონის მაჩვენებელზე ნეგატიურად მოქმედებს. ანთების საწინააღმდეგო პროდუქტებით მდიდარი დიეტის დაცვა მისი ჯანსაღი დონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. დეტალურად გიამბობთ, რომელი პროდუქტები ზრდის ტესტოსტერონის დონეს.
გოგრის თესლი გოგრის თესლი თუთიის ბუნებრივი წყაროა. თუთია საკვები ნივთიერებაა, რომელიც ტესტოსტერონის დონეზე გავლენას ახდენს. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ შუახნის კაცებში, რომელთაც თუთიის მცირე დეფიციტი ჰქონდათ, თუთიის დანამატების ერთთვიანი კურსის შემდეგ ტესტოსტერონის დონე გაორმაგდა.კოჭა ბევრმა არ იცის, რომ კოჭა საჭმელს და სასმელს სასიამოვნო გემოს ანიჭებს. ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ კოჭას ტესტოსტერონის დონეზე გავლენის მოხდენაც შეუძლია. კოჭის მიღებას შეუძლია საკვერცხეებში ოქსიდაციური სტრესი შეამციროს, ანტიოქსიდანტური ფერმენტების აქტივობა გაზარდოს, სისხლში გლუკოზის დონე დაარეგულიროს, აზოტის ოქსიდის წარმოება და სისხლის მიმოქცევა გაზარდოს. ყველა ეს ფაქტორი ტესტოსტერონზე დადებითად მოქმედებს.ხამანწკა ხამანწკები ცნობილი აფროდიზიაკია, ნაწილობრივ, მასში შემავალი თუთიის გამო. როგორც ზემოთ ითქვა, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ თუთია ტესტოსტერონის დონეს ზრდის, განსაკუთრებით ქალებში პოსტმენოპაუზის დროს. ქალების ჯანმრთელობაც ტესტოსტერონის დონეზე დამოკიდებულია.ბრაზილიური კაკალი სელენი ძლიერი მიკროელემენტია. თქვენს ორგანიზმს მისი მცირე რაოდენობა სჭირდება. სელენი ბევრ მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც უჯრედულ, ასევე ქსოვილოვან დონეზე. არის მონაცემები, რომ სელენი ტესტოსტერონის შექმნაში მონაწილეობს. ვინაიდან ბრაზილიური კაკალი ამ მკვებავი ნივთიერების ერთ–ერთი საუკეთესო წყაროა, მისი მიღება ჰორმონის დონეზე დადებითად მოქმედებს.ბროწეულის წვენი ბროწეულის წვენი შეიცავს ნატურალურ მცენარეულ ნაერთებს, პოლიფენოლებს, რომლებსაც შეუძლია ტესტოსტერონის დონის გაზრდაში დაგეხმაროთ. ამ სასმლის მიღება ჰორმონის დონეს ზრდის.რძე რძე ძირითადი საკვები ნივთიერებების წყაროა, ერთ–ერთი პოპულარულია ბორი. არსებული მონაცემები ამბობს, რომ ბორის მიღების შემდეგ ტესტოსტერონის დონე მნიშვნელოვნად იზრდება. თუ რძის ცხიმს გაურბიხართ, ბორი შეგიძლიათ იპოვოთ შავქლიავში, ხმელ და მოხარშულ პარკოსანში, კარტოფილში.ორაგული ორაგულს ბევრი უპირატესობა აქვს, მათ შორის ის, რომ შეიცავს ტესტოსტერონის გამაძლიერებელ საკვებ ნივთიერებებს, როგორიცაა D ვიტამინი, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა და სელენი. ერთი კვევა აჩვენებს, რომ კაცებში, რომლებიც 90 დღე ორაგულის ცხიმს იღებდნენ, ტესტოსტერონის დონე გაიზარდა.წითელი ღვინო თუ ჭიქა წითელ ღვინოს დალევთ, თავისუფალ ტესტოსტერონის დონეზე მოულოდნელად იმოქმედებთ. წითელი ღვინო არა მხოლოდ ანტიოქსიდანტურ, ლიპიდების მარეგულირებელ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს ფლობს. თავად სასმელს ორგანიზმში თავისუფალი ტესტოსტერონის კონცენტრაციის გაზრდა შეუძლია.ასევე დაგაინტერესებთ: 1. ძველი გერმანული რეცეპტი, რომელიც წმენდს სისხლძარღვებს, ამცირებს ქოლესტერინს და აძლიერებს იმუნიტეტს 2. როგორ აღვადგინოთ ღვიძლი და მოვიშოროთ ზედმეტი წონა 30 დღეში 3. ამ რეცეპტს მთელ მსოფლიოში იყენებენ. კურნავს მუხლებს და აღადგენს ძვლებსა და სახსრებს უმოკლეს დროში 4. ისპანახი, ვაშლი და ბანანი. ვამზადებთ ვიტამინებით მდიდარ სმუზს 5. ქოქოსის წყალი და კიდევ 6 ბრაზილიური სილამაზის საიდუმლო, რომელიც დროს დააბრუნებს 6. მეცნიერებმა დაასახელეს 20 ნივთი, რომელთაც სიმსივნის გამოწვევა შეუძლიათ (ნაწილი პირველი) 7. ადამიანების 4 ჯგუფი, რომლებისთვისაც კოჭის მიღება კატეგორიულად აკრძალულია 8. მხოლოდ ერთი კოვზი დილით და საღამოს 2 კგ გაქრება. ეს ლიპოქსაციაზე უკეთესია 9. 14 ყველაზე სულელური შეკითხვა, რომელსაც პაციენტები ექიმებს უსვამენ 10. 10 წონიანი მიზეზი, რატომ უნდა დალიოთ ლუდი ყოველდღე უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 332 შეფასება არ არის |