x
image
Yoona
ადამ სენდლერი ყოველ დედის დღეზე ჯენიფერ ენისტონს ყვავილებს ჩუქნის - მიზეზი გულისამაჩუყებელია
ჯენიფერ ენისტონი და ადამ სენდლერი უკვე 30 წელზე მეტია მეგობრობენ, უცნობი ბავშვებიდან ცნობილ ვარსკვლავებამდე გზა ერთად გაიარეს და დღემდე მხარს უჭერენ ერთმანეთს ისე, რომ მათი შემხედვარე გული თბება. ადამი და მისი ცოლი ჯენიფერს ყოველ დედის დღეზე ყვავილებს ჩუქნიან, თუმცა მსახიობს შვილები არ ჰყავს. ამას ძალიან გულისამაჩუყებელი მიზეზი აქვს.


image

ეს დღეს მსახიობებს მილიონობით ადამიანი იცნობს, მაშინ, პირველი შეხვედრისას, არა თუ პოპულარობის, არამედ სამსახურის ნიშანი არ იყო. ამასთან ადამი აღიარებს, რომ უკვე მაშინ იცოდა, რომ ჯენიფერთან იმეგობრებდა და ნამდვილი ახლობლები გახდებოდნენ. დღესაც დაუღალავად იმეორებს, რომ ჯენიფერზე გიჟდება.


„მიყვარს. კლდესავით მტკიცეა, მხიარული და ძალიან მაგარი“ – ადამ სენდლერი.


image


ადამი ჯენიფერთან ხშირად ისე იქცევა, როგორც მზრუნველი უფროსი ძმა. მაგალითად, მისი კომენტარები ჯენიფერის ყველა პაემანზე უცვლელია: „რას აკეთებ? სერიოზული არაა, ასეა?“ თავად ჯენიფერი ადამს ჯანსაღი სმუზებით ხშირად უმასპინძლდება.


image

2022 წლის ნოემბერში ენისტონმა მისი ცხოვრების ერთ–ერთ უდიდეს გამოწვევაზე გულწრფელად ისაუბრა. დაორსულების მის მცდელობებზე.


„ნამდვილი სიგიჟე გამოვიარე. ხელოვნური განაყოფიერება გავიკეთე, ჩინურ ჩაებს ვსვამდი, ყველაფერს ვეჭიდებოდი. მაგრამ რას ვიზამთ, გემმა ჩაიარა“ – ჯენიფერ ენისტონი.


ასეთ დროს მეგობრების მხარდაჭერა ყველაზე მეტად გვჭირდება.


image

ადამი 20 წელია დაქორწინებულია და მთელი ეს წლები ცოლთან ერთად ჯენიფერს ყველაზე რთულ წუთებში მხარში ედგა. სენდლერები ხედავდნენ, როგორ რთულ გზას გადიოდა მსახიობი და ახლა ყოველ დედის დღეზე ჯენიფერ ენისტონს ყვავილებს უგზავნიან. ასე მსახიობი ნამდვილ მზრუნველობას გრძნობს.


image

სხვათა შორის, ადამსა და ჯენიფერს შორის არსებულ სითბოს ამჩნევენ მაყურებლებიც, რომლებმაც ისინი სხვადასხვა სატელევიზიო შოუში იხილეს. ასევე მაყურებლები აღნიშნავენ, რომ მსახიობებს შორის ურთიერთობა უდავო მტკიცებულებაა, რომ მამაკაცსა და ქალს შორის მეგობრობა ნამდვილად შესაძლებელია.


image


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ბრედლი კუპერმა გაამხილა, რატომ ცხოვრობს დედასთან ერთად - გულისამაჩუყებელი ისტორია

2. საიდუმლო, რომელსაც კლინტ ისტვუდს 30 წელი უმალავდნენ

3. ჯეინ ფონდა ნანობს, რომ სახე დაიჭიმა - ახალგაზრდებს სთხოვს, სიბერის შიში შეწყვიტონ

4. სანდრამ ბულოკმა აღიარა, რომ ბავშვის კანს სახის ახალგაზრდობისთვის იყენებს

5. ისე, როგორც უბრალო მოკვდავები: საინტერესო ფაქტები ცნობილების შესახებ, რაც შეიძლება არ იცოდეთ

6. როცა ქრონიკული დაავადება ვარსკვლავობაში ხელს არ გიშლის: ცნობილების ისტორია უჩვეულო დაავადებებით

7. მოხუცებულმა მონიკა ბელუჩმა ფანატები გააოცა

8. მერილ სტრიპი: "არ მყოფნის მოთმინება მათზე, ვინც არ იმსახურებს ჩემს მოთმინებას"

9. განშორება სარგებლით: ადელმა 20 კგ დაიკლო და ახლა მისი ცნობა შეუძლებელია

10. „დიდებული საუკუნის“ ვარსკვლავმა 35 კგ დაიკლო და თამამ კაბაში თავს იწონებს

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი


0
75
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
75