x
image
Yoona
Mediator image
ბრედლი კუპერმა გაამხილა, რატომ ცხოვრობს დედასთან ერთად - გულისამაჩუყებელი ისტორია
ბრედლი კუპერი იმის მიუხედავად, რომ მილიონობით დოლარს შოულობს და უკვე 48 წლისაა, დღემდე დედასთან ერთად ცხოვრობს.


image

მიზეზი ოჯახში მომხდარი ტრაგედია გახდა. მსახიობს გაუმართლა, რადგან საოცარი დედა ჰყავს. მათი ურთიერთობა დღითიდღე ძლიერდება.


დედის წყალობით გასართობი ინდუსტრიით დაინტერესდა.

image


როცა კუპერი ბავშვი იყო, მისი მამა, ჩარლზ კუპერი, საფონდო ბროკერად მუშაობდა, ხოლო დედა, გლორია კომპანო ტელეარხ NBC–ის პენსილვანიის ფილიალში დიქტორად მუშაობდა. ბიჭზე დედის მაგალითმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ახალგაზრდა ბრედლი ჯერ კიდევ უფროს კლასებში სწავლობდა, როცა გაზეთში Philadelphia Daily News მუშაობა დაიწყო.


მამამისს ფილტვების სიმსივნე დაუდგინეს.

image

როცა მამას ფილტვების სიმსივნე დაუდგინეს, მსახიობი მაშინვე მშობლებთან საცხოვრებლად გადავიდა. გადაღებები შეწყვიტა, რომ მამასთან მეტი დრო გაეტარებინა. ბრედლი ყველაფერს აკეთებდა, რომ მშობლის სიცოცხლე გადაერჩინა, მაგრამ არაფერმა უშველა. ამ განსაცდელმა მათი ოჯახში გააერთიანა.


„მამის წყალობით ისევ დავახლოვდით. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ასე მოხდებოდა“ – თქვა მსახიობმა.


დედამ ქმრის დაკარგვა მძიმედ გადაიტანა.

image

ბრედლის მამა 5 თვის შემდეგ გარდაიცვალა. მისი მშობლები ძალიან ახლოს იყვნენ, ამიტომ გლორია საყვარელი ადამიანის დაკარგვას ძლიერ განიცდიდა. ბრედლიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ამ სიტუაციაში სწორად მიიჩნია. დედას მასთან, ლოს–ანჯელესში საცხოვრებლად გადასვლა შესთავაზა.


ბრედლი დედასთან დროის გატარებაზე გიჟდება.

image

მსახიობი დედასთან ურთიერთობაზე გულახდილად საუბრობს და მათი ურთიერთგაგება ნამდვილად შესაშურია.

„ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება. არასწორად არ გამიგოთ. სირთულეები გვაქვს. მე არ ვცხოვრობ დიდ სასახლეში, ის კი სასტუმროში, ის მეზობელ ოთახში ცხოვრობს. აი, რას გეტყვით: მაგარი გოგოა. ერთად ვერთობით. მას სხვადასხვა სიტუაციებზე მორგება შეუძლია. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, ერთად ცხოვრებას ვერ შევძლებდით“ – გვიზიარებს მსახიობი.


კუპერის შეყვარებულმა დედამისთან საერთო ენა გამონახა

image

ამბობენ, რომ ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი დედამისის გამო დაშორდნენ, მაგრამ ასე არაა. შეიკს კუპერის დედასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ერთად დასასვენებლადაც იყვნენ. ამჯერად, ირინა და ბრედლი ისევ ერთად არიან. ვინ იცის, რა სიახლეს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში.


ბრედლი და მისი დედა ძალიან ახლოს არიან

image

კუპერი და დედამისი ერთად ცხოვრებას აგრძელებს იმის მიუხედავად, რომ მამის გარდაცვალებიდან 12 წელი გავიდა. მათ უყვართ და ერთმანეთს მხარს უჭერენ. გლორიამ საყვარელი მეუღლე დაკარგა, მაგრამ მის ცხოვრებაში დარჩა საყვარელი ვაჟი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ დანაკარგს შეეგუოს და სრულფასოვანი ცხოვრება გააგრძელოს.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. საიდუმლო, რომელსაც კლინტ ისტვუდს 30 წელი უმალავდნენ

2. ჯეინ ფონდა ნანობს, რომ სახე დაიჭიმა - ახალგაზრდებს სთხოვს, სიბერის შიში შეწყვიტონ

3. მოხუცებულმა მონიკა ბელუჩმა ფანატები გააოცა

4. განშორება სარგებლით: ადელმა 20 კგ დაიკლო და ახლა მისი ცნობა შეუძლებელია

5. „დიდებული საუკუნის“ ვარსკვლავმა 35 კგ დაიკლო და თამამ კაბაში თავს იწონებს

6. როცა ქრონიკული დაავადება ვარსკვლავობაში ხელს არ გიშლის: ცნობილების ისტორია უჩვეულო დაავადებებით



0
143
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
143