x
image
Yoona
Mediator image
ჯურღმულიდან პოდიუმამდე – „ველური ორქიდეის“ კერი ოტისის რთული ბედი
როგორც წესი, ცნობილი ადამიანების ბედი ვითარდება ორი სცენარის მიხედვით. ზოგი აღწევს წარმატებას და არ ტოვებს ვარსკვლავურ ოლიმპს ათწლეულების განმავლობაში, ზოგი კი, კაშკაშად ანათებს და მალევე ქრება. მოდელი და მსახიობი კერი ოტისი მეორე კატეგორიაშია. მის ცხოვრებაში იყო თავბრუდამხვევი აღმასვლა და გამანადგურებელი დაღმასვლა. საბოლოოდ, ცნობილმა ყველაფერი დაკარგა და 40 წლის შემდეგ ცხოვრება ნულიდან დაიწყო.



ჯურღმულიდან პოდიუმამდე

image



კერი ოტისი დაიბადა 1968 წლის 28 სექტემბერს სან–ფრანცისკოში, კალიფორნიაში. მისი მშობლები ალკოჰოლიკები იყვნენ და თითქმის არ ზრუნავდნენ შვილებზე, რომლებიც ოჯახში სამი იყო. გასაკვირი არაა, რომ 14 წლის კერის რთული მოზარდის რეპუტაცია ჰქონდა, ხოლო 16 წლისას სახლიდან გაიქცა. ოტისი დარწმუნებული იყო, რომ მამის სახლიდან წასვლისთანავე მისი ცხოვრება დალაგდებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა. გოგო შეხვდა სან–ფრანცისკოელ ცუდ ბიჭს, რომელიც სვამდა და პერიოდულად სცემდა.



image




უცნობია, როგორი იქნებოდა კერის ბედი, რომ არ შეხვედროდა სამოდელო სააგენტოს Look Model Agency სკაუტს. მალე შესთავაზეს პირველი კონტრაქტი Elite Model Management-თან. უიმედო ცხოვრება უკან დარჩა, გოგონას ელოდა პარიზის, მილანისა და ნიუ-იორკის პოდიუმები.



image


კერი ოტისის კარიერა სწრაფად განვითარდა. რამდენიმე წლის შემდეგ გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი. 1986 წელს გამოჩნდა Elle-ს გარეკანზე, 1988 წელს კი ლინდა ევანგელისტასთან ერთად პოზირებდა Vogue-სთვის. მოდელს მრავალი კონტრაქტი აქვს გაფორმებული მოდის სახლებთან და ცნობილ ბრენდებთან. მათ შორისაა Guess, Calvin Klein, Max Mara, Dolce & Gabbana და Gucci.



ბედის დარტყმები

image



წარმატებას უარყოფითი მხარეც ჰქონდა. 17 წლის ასაკში სააგენტოს Elite ხელმძღვანელის ჯერალდ მარის მხრიდან შევიწროება განიცადა. ის კარგი ბიჭი იყო - პარალელურად ზრუნავდა ლინდა ევანგელისტაზე, რომელიც მოგვიანებით მისი ცოლი გახდა. ამბავი წლების შემდეგ, #metoo-ის ეპოქაში გახდა ცნობილი.



image



მუდმივი სტრესის გამო 18 წლის ასაკში გოგონა ძლიერ დამოკიდებული იყო ნარკოტიკებზე. ჯერალდ მარის შესახებ ამბობდა:



„მარი ძალაუფლებას ფლობდა ჩემი ცხოვრების ყველა ასპექტში: უზრუნველმყოფდა სახლით, მყიდულობდა ტანსაცმელს, იხდიდა ჩემს სამგზავრო ბილეთს მეტროში. ჩემი ფული არ მქონდა, სააგენტოში იყო ჩემი პასპორტი. მთლიანად აგრესორის წყალობაზე ვიყავი“.



image



1989 წელს კეტი ოტისის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. პირველად მიიწვიეს კინოში გადასაღებად. ეს იყო არა მხოლოდ ფილმი, არამედ ეროტიკული მელოდრამა „ველური ორქიდეა“. კადრში მოდელის პარტნიორი გახდა მეგაპოპულარული მსახიობი მიკი რურკი. ოტისსა და რურკს შორის რომანი სწრაფად განვითარდა, რამაც მათ ერთობლივ კინონამუშევარს პოპულარობა შემატა. ჭორებიც გავრცელდა, რომ ფილმში საწოლის სცენები დადგმული არ იყო.



image



1992 წელს მიკი და კერი დაქორწინდნენ. რურკიდან ქმარი სრულიად უსარგებლო აღმოჩნდა – სვამდა, ნარკოტიკებს იღებდა, არაფხიზელ მდგომარეობაში ცოლს სცემდა. ერთხელ მსახიობი დააკავეს კიდეც და ცოლის ჩვენებებზე დასწრება აუკრძალეს. მსახიობთან ურთიერთობა კერის კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ერთ დღეს მიკიმ მის ჩანთაში დატენილი იარაღი ჩადო. კერიმ ამის შესახებ არ იცოდა და იატაკზე დააგდო. იარაღმა გაისროლა და ტყვია ქალს მოხვდა. კერის გაუმართლა, რადგან გულს რამდენიმე სანტიმეტრით ასცდა და მეორე მხრიდან გამოვიდა.



image



რურკთან ქორწინება დაიშალა, რის შემდეგაც ოტისი დეპრესიაში ჩავარდა. ბევრი პრობლემა ჰქონდა, კონტრაქტების არარსებობა, ნარკოტიკების პრობლემები და ანორექსია. მოდელმა გადაიტანა რამდენიმე ინფარქტი და თავის მოკვლაც სცადა.



image



ახალი სიყვარული, რომელმაც სიცოცხლე აჩუქა



2005 წელს ოტისმა გაიცნო მისი ნამდვილი სიყვარული. მეცნიერი, ეკოლოგი მეთიუ სატონი, რომელიც მისი მეორე მეუღლე გახდა. წყვილს შეეძინა ორი ქალიშვილი: ჯეიდი და კაია. თანდათან ცხოვრება ლაგდებოდა და კერიმ კარიერის აღდგენაზე ფიქრი დაიწყო. მაგრამ მან პოდიუმი დატოვა 20 წლის წინ და უკან დასაბრუნებელი გზა აღარ იყო.



image



გარდა ამისა, ანორექსია ჭარბმა წონამ შეცვალა, რასაც ყოფილი მოდელი ინტენსიურად და არც თუ ისე წარმატებით ებრძოდა. კერიმ მოახერხა კონტრაქტის გაფორმება ბრენდთან Marina Rinaldi-ს, რომელიც გვთავაზობს Plus Size ტანსაცმელს. 2011 წელს ქალმა დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელშიც გულწრფელად ისაუბრა სამოდელო ბიზნესში მის საქმიანობაზე.



image



2023 წელს 54 წლის მოდელმა ახალი კონტრაქტი გააფორმა. მიიწვიეს ცნობილი კოსმეტიკური კომპანიის რეკლამაში. ნათელია, რომ კერი ვეღარ იოცნებებს ყოფილ პოპულარობაზე, მაგრამ ძალიან არც ნაღვლობს. კერი თვლის, რომ ცოლის და დედის როლი უფრო მიმზიდველია. ყოფილმა მოდელმა საკუთარი თავი იპოვა საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. დააარსა ორგანიზაცია Bare Mama Project, რომელიც იცავს ახალგაზრდა მოდელებს დამსაქმებლების თვითნებობისგან.

0
372
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
372