საქართველო "თურმე მან შემოიკრიბა და გზა გაუხსნა ინტელექტუალურ საზოგადოებას და ზოგადად, განათლება შემოიტანა ერში...ბიძამისთან მისი საუბრის ჩანაწერი გაიხსენეთ"-გია ვოლსკი 2023, 3 სექტემბერი, 17:20 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტელევიზიასთან მიცემულ ფრაგმენტს სოციალურ ქსელში აზიარებს და ასეთ მინაწერს უკეთებს: პოსტები “დამილაიქეთო”… იქნებ ეს პოსტიც დავულაიქოთ, სადაც ამბობს რომ მის გამოჩენამდე კარიკატურული იყო საქართველო, ხოლო მისი ხალხი გამორჩეული არა უძველესი კულტურით და დახვეწილობით, არამედ ღიპებით, ულვაშებით, დიდი კეპებით, მხოლოდ ცეკვისა და სადღეგრძელოს თქმის უნარებით. აქ უკრაინელ ხალხთანაც გვაპირისპირებს, დიდად კანონმორჩილნი არიან ხეპრე ქართველეთებთან შედარებითო, თურმე მან შემოიკრიბა და გზა გაუხსნა ინტელექტუალურ საზოგადოებას და ზოგადად, განათლება შემოიტანა ერში.
ან ბიძამისთან მისი საუბრის ჩანაწერი გაიხსენეთ."-წერს გია ვოლსკი.
გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის და ბიძამისის, თემურ ალასანიას სავარაუდოდ 2018 წლის ჩანაწერი გასულ ორიოდე თვის წინ გააზიარა, მაშინ ასეთი ტექსტი დაურთო ვიდეოს.
"არ ვაპირებდი დადებას. მძიმე მოსასმენია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს ვიდეოჩანაწერი ხშირად უნდა შევახსენოთ საზოგადოებას. გახსოვთ ვინმე მისი გუნდიდან ან მხარდამჭერებიდან, რომელიც გაემიჯნა ქართველი ერის ასეთ შეფასებას? არა, იმიტომ, რომ ესაა მათი შიგთავსი. ასე იცხოვრეს, ასე აპირებენ ცხოვრებას. ყველაზე მეტად რაც შეიძლება გაღელვებდეს, ესაა ამ სიბილწეში ახალგაზრდების ჩართვის გააფთრებული მცდელობები."
445 2-ს მოსწონს
|