x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უძველესი ცივილიზაციის იდუმალი ქვის ფიგურები

ჩვენს პლანეტაზე, დროთა განმავლობაში, ბევრი ტერიტორია წყალმა შთანთქა, ან მიწით დაიფარა. ამიტომ, უამრავი ნაგებობა გაქრა... თუმცა, ზოგი რამ მაინც გადარჩა და ჩვენ შეგვიძლია, უძველესი შედევრების, განუმეორებელი სილამაზის ნიმუშების ნახვა.


image


სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება, ინდოეთში, მდ. შალმალას კალაპოტში მდებარე, უძველესი ნაგებობის ნაშთები, რომელსაც ადგილობრივები «ათასობით ქვის ჩუქურთმას» ეძახიან.


imageimage


ამ უძველესი შედევრის ნახვა კი, მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც მდინარეში წყლის დონე ეცემა. მაგრამ, ძირითადად, ჩუქურთმიანი ქვები მდინარის წყლის ნაკადებით არის დაფარული.


image


არავინ იცის, როდის და ვის მიერ შეიქმნა ეს საოცარი არტეფაქტი. ინდუსებს სჯერათ, რომ ქვის კომპლექსი ღმერთებმა შექმნეს და ამიტომ, ეს ადგილი წმინდად ითვლება. ამ უძველესი შედევრის სანახავად, მომლოცველები მთელი მსოფლიოდან ჩადიან...


image


და როგორც ჩანს, ტყუილად არ ეძახიან ამ ადგილს ჯადოსნურს – ის მნახველებს, უძველესი ოსტატების უნიკალურ ნამუშევრებს აოცებს... და არც ის არის გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი, ჩვენთვის უცნობი ტექნოლოგიების გამოყენებით იყოს შექმნილი.



imageimage


მეცნიერებმა, ამ ადგილების შესწავლის შემდეგ, ვერაფრით დაადგინეს, ქვების დამუშავების მეთოდები. მხოლოდ ის არის ზუსტად ცნობილი, რომ არტეფაქტები, – იდეალურად ზუსტი გეომეტრიული ფორმებით, რთული გასაკეთებელი იქნებოდა, ჩვენთვის ცნობილი, უძველესი მოწყობილობებისა და ხელსაწყოების დახმარებით.


imageimage


image

არხის სხვა სიახლეები:


* ფაქტები სტალინის ცხოვრებიდან, რომლის აფიშირება მას არასოდეს მოუხდენია

* 10 გამოგონება, რომელიც წარსულში პროგრესად ითვლებოდა, დღეს კი მეტად უცნაურად გამოიყურება

* ეს ის არ არის, რაც გაიფიქრეთ – უცნაური ფოტოები, რომელსაც კარგად უნდა დააკვირდეთ

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



0
288
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0