x
image
Fieramente
მარად ახალგაზრდა გოჩა აბაშიძე
image გოჩა აბაშიძემ 24 წლის იყო, როდესაც თვითმკვლელობის მიზნით საწამლავი დალია, 4-5 დღის წვალებისა და აუტანელი ტკივილების შემდეგ საავადმყოფოში დაასრულა სიცოცხლე. დატოვა რვა, დღემე ცოცხალი კინო–გმირი და სკანდალი, რომელიც დღემდე ახსოვთ.

ხალასი ნიჭისა და გარეგნობის წყალობით, სრულიად ახალგაზრდა გახდა კინოვარსკვლავი. მოიპოვა აღიარება და პოპულარობა.დიდი მომავალიც ელოდა წინ და ყველაზე რთულ მწვერვალებსაც კი დაიპყრობდა, რომ არა მისი ტრაგიკული ცხოვრება. ერთი შეხედვით განებივრებული ბიჭისათვის უცხო არ ყოფილა ტკივილი და გაჭირვება.

„ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, „ცისკარა“, „აბეზარა“, „ჩრდილი გზაზე“, „ჩვენი ეზო" „გლახის ნაამბობი“ - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ფილმებისა, რომლებიც გოჩა აბაშიძის სახელის გახსენებისას გვიდგას თვალწინ.

გოჩა აბაშიძე 1963 წელს გარდაიცვალა და ხალხის მეხსიერებაში დარჩა მარადიულ ჭაბუკად. ქანდაკებად იქცა ისე, როგორც „ცისკარაში“ არიან გაქვავებულნი ქვადქცეული ქალაქის ბინადარნი…



imageimageimageimageimageimage



7
301
7-ს მოსწონს
ავტორი:Fieramente
Fieramente
301
  
2012, 9 ოქტომბერი, 22:12
+1111111111111111111111111111111111111+
2012, 7 ოქტომბერი, 22:07
ასე მახსოვს რომ ლეილა უყვარდაო
2012, 7 ოქტომბერი, 18:21
+++++++++
2012, 7 ოქტომბერი, 17:46
კი. =( წარმოიდგინე თავი რომ არ მოეკლა, რა სიმპატიური მოხუცებული იქნებოდა.
2012, 6 ოქტომბერი, 23:38
ძალიან ლამაზი იყო,
0 1 7