ტენდენციები რატომ იშავებდნენ გეიშები კბილებს და ითეთრებდნენ სახეს? - ამას ვერასდროს გამოიცნობთ! 2023, 31 აგვისტო, 15:16 გეიშა, თანამედროვე გაგებით სულაც არ იყო ლამაზი. მოგეხსენებათ, რომ თითოეულ პერიოდს, ეპოქას საკუთარი სილამაზის სტანდარტები გააჩნია და ამ მხრივ არც გეიშების გარეგნობა იყო გამონაკლისი. იაპონიაში დაახლოებით მე-20 საუკუნემდე გეიშა (და არა მხოლოდ) სახეს ითეთრებდა, კბილებს შავად იღებავდა და წარბებს იპარსავდა! გადახედეთ ფოტოებს, ყველა მათგანზე მათ არაბუნებრივად თეთრი სახეები აქვთ, იაპონურ კულტურაში ასეთი თეთრი სახე სილამაზის, სინაზისა და ქალურობის სიმბოლოდ ითვლებოდა, და ეს გეიშების ერთ-ერთი განმასხვავებელი თვისება იყო. მათი სახე სიბნელეშიც კი ანათებდა, რითიც კლიენტებს იზიდავდნენ.თუმცა სახის გათეთრება არისტოკრატ ქალებსაც შეეძლოთ, რომლებიც მისი მეშვებით ჩუტყვავილას, აკნეს, ასაკობრივ ლაქებს, ცხიმიანი კანის ბზინვარებასა და ასაკსაც კი მალავდნენ, რითიც ისინი სილამაზის იდეალს უახლოვდებოდნენ. თეთრი სახე არისტოკრატობის ნიშანი იყო. იაპონელ ქალებს სურდათ თეთრკანიან ევროპელებს დამსგავსებოდნენ, ამიტომ ამის გამო არაერთ მსხვერპლზე მიდიოდნენ. აღნიშნული ეფექტის მისაღწევად ბუნებრივი საშუალებები გამოიყენებოდა, რომელთაგან ყველაზე გავრცელებული ბრინჯის ფხვნილი იყო. სახე გავარკვიეთ, მაგრამ რაღატომ იღებავდნენ შავად კბილებს? როგორც უკვე თავადაც მიხვდით, ესეც ასევე მათ კულტურულ ტრადიციას უკავშირდებოდა, თუმცა პრაქტიკულ მნიშვნელობას არც ის იყო მოკლებული.ჯერ ერთი, შავი კბილები კონტრასტული იყო თოვლივით თეთრ სახესთან და მეორეც, ამ გზით შესაძლებელი იყო კბილების ნებისმიერი დეფექტის დამალვა - ღრმა კარიესი ან საერთოდ მათი (კბილების) არარსებობა. კბილებს მრავალკომპონენტიანი ნახარშით იღებავდნენ, რომლის შემადგენლობაშიც იყო ძმარმჟავა, რკინა, ჩაის ფოთლები, ხახვის ქერქი და სხვა. როგორც მიხვდით, გარდა იმისა რომ ასეთი ექსპერიმენტები კბილებს არანაირ სარგებელს არ ანიჭებდა, ამ პროცედურის რეგულარულად განმეორება საჭირო იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში კბილები ნელ-ნელა თავის ბუნებრივ ფერს იბრუნებდა. სხვათა შორის, კბილებს არა მხოლოდ გეიშები, არამედ გათხოვილი იაპონელი ქალებიც იშავებდნენ. ეს იყო მათი განმასხვავებელი ნიშანი. შავი კბილები - გათხოვილ ქალს ნიშნავდა, ეს იყო მეუღლის ერთგულების ერთგვარი ნიშანი.გეიშები ასევე დიდ ყურადღებას უთმობდნენ წარბებსაც. როგორც ჩანს, ისინი წარბებს არასრულყოფილად თვლიდნენ, რის გამოც მთლიანად იპარსავდნენ და სახეზე თხელ, შავ წარბებს იხატავდნენ, რომლებიც სახის ფერთან შედარებით საკმაოდ კონტრასტული იყო.189 შეფასება არ არის |