x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
"სტალინი მოულოდნელად გონს მოვიდა და ხრიალი დაიწყო... ხრუშჩოვი კი დაიხარა და დახრჩობა დაუწყო"

სტალინის გარდაცვალების შესახებ, ბევრი ჭორი დადის. მოვლენათა არცერთ მონაწილეს არ სურდა იმაზე საუბარი, რაც სსრ კავშირის ბელადის სიკვდილის დღეს, მის აგარაკზე მოხდა. მკვლევართა ერთი ნაწილი თვლის, რომ სტალინის სიკვდილში, მისი მემკვიდრე, ნიკიტა ხრუშჩოვი იყო დამნაშავე.


image


ბელადის სიკვდილი


სტალინის გარდაცვალებიდან მრავალი წლის შემდეგ, მისი სიკვდილის დღეს, სსრ კავშირის ლიდერის აგარაკზე მყოფებმა, იმ მოვლენებზე დაიწყეს საუბარი, რაც იქ მაშინ მოხდა. მათ შორის, სტალინის პირადი დაცვის წევრი ივ. ხრუსტალევიც ალაპარაკდა.

image«53 წლის ზამთრის ბოლო დღეს, სტალინის რეზიდენციაში ბერია, ხრუშჩოვი და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი იყო. გვიან ღამით, ისინი წავიდნენ, მე კი სტალინის ოთახში შევედი და მიხვდა, რომ მას რაღაც სჭირდა. დასახმარებლად მაშინვე სხვებს დავუძახე და ის საწოლზე გადავაწვინეთ. ამის შემდეგ კი, მოსკოვში დავიწყეთ რეკვა», – გაიხსენა მან.

აგარაკზე მაშინვე, პოლიტბიუროს ყველა წევრი და ექიმები მივიდნენ. მათ სსრ კავშირის მეთაურის დასახმარებლად, გარკვეული გადაწყვეტილებები მიღება დაიწყეს:

«ბერიამ თქვა, რომ სტალინმა, უბრალოდ, ცოტა მეტი დალია და ამიტომ გახდა შეუძლოდ... და სწორედ ამ მიზეზით, საკმაო ხნის მანძილზე, მასთან ექიმებს არ უშვებდნენ. ამის შემდეგ, თვალთახედვის არიდან, ხრუშჩოვი გაქრა და იმ დროს გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, ქვეყნის ლიდერი სწორედ მან მოწამლა», – ამბობენ ისტორიკოსები.
პარტიაში ეჭვობდნენ, რომ სტალინის სიკვდილში დამნაშავენი ბერია და მისი თანამზრახველები იყვნენ. მაგრამ, მოგვიანებით, ბევრმა გამოთქვა ვარაუდი, იმის შესახებ, რომ სტალინის სიკვდილში, ნ. ხრუშჩოვი იყო გარეული.


ედვარდ რაძინსკი


ხრუშჩოვის სტალინის სიკვდილში მონაწილეობის თეორიას იზიარებს ე. რადზინსკიც (საბჭოთა და რუსი მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი და ტელეწამყვანი. რუსეთის ისტორიის შესახებ, არაერთი პოპულარული წიგნის ავტორია, რომელიც დასავლეთში გამოიცა და მსოფლიო ბესტსელერი გახდა). მან უამრავი დოკუმენტი შეისწავლა და დარწმუნდა, რომ ბელადთან ექიმებს, მართლაც დიდი ხნის მანძილზე არ უშვებდნენ... და უფრო მეტიც, საბჭოთა კავშირში ჭორი დადიოდა, რომ თითქოს, სტალინი სწორედ ნ. ხრუშჩოვმა მოკლა.

«სტალინი მოულოდნელად გონს მოვიდა და ხრიალი დაიწყო... ოთახში, იმ დროს, ხრუშჩოვის გარდა, ბერიაც იყო. ხრუშჩოვი დაიხარა და ბელადს დახრჩობა დაუწყო. ამავდროულად, ის ლავრენტი ბერიას უყვიროდა, რომ ის სტალინთან გამკლავებაში დახმარებოდა», – განაცხადა რადზინსკიმ.
როგორც ამბობენ, როდესაც ქვეყნის ხელმძღვანელმა სუნთქვა შეწყვიტა, პირადი დაცვის ყველა წევრი, რომელიც ხმაურზე, მის დასახმარებლად მივიდა, ჯერ დააპატიმრეს, ხოლო შემდეგ სიკვდილით დასაჯეს... გარკვეული მიზეზების გამო, ამ თეორიის დოკუმენტური მტკიცებულება, რა თქმა უნდა, არ არსებობს!


ფაქტობრივი აღიარება


ხრუშჩოვმა, პარტიულ ნომენკლატურაში მომხრეები, სწრაფად იპოვა. მან ხელისუფლებას ბერია ჩამოაშორა და ქვეყნის მართვის სადავეები ხელში ჩაიგდო. ხოლო, ერთხელ, ირიბად დაადასტურა კიდეც, რომ სტალინის სიკვდილში, სწორედ ის იყო დამნაშავე.

image«მსოფლიოში ბევრი ბოროტი ტირანი იყო, რომელიც საკუთარ ხალხსაც კი არ ინდობდა. მაგრამ, როგორც ხშირად ხდება, ასეთი ადამიანები თავად კვდებიან, საკუთარი სისასტიკის გამო. რადგან ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ ნაჯახით შეუძლებელია», – მიანიშნა ხრუშჩოვმა, ერთ-ერთი თავისი გამოსვლის დროს.

იმაზე, რომ სტალინი ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ მომკვდარა, ის ფაქტიც მეტყველებს, რომ რამდენიმე დღის შემდეგ, ქვეყნის მეთაური პოლიტბიუროში "წმენდას" გეგმავდა. ხოლო, მისი გარდაცვალების გამო, ბევრი ჩინოვნიკი თავის ადგილზე დარჩა. ბელადი ასევე, ხრუშჩოვის საქმიანობის გამოძიებასაც აპირებდა. კერძოდ, მას აინტერესებდა, მონაწილეობდა თუ არა ის, მოსკოვის ოლქის სოფლის მეურნეობის არაეფექტურ მართვაში. გარდა ამისა, თებერვლის ბოლოს, გამართულ ბოლო შეხვედრებზე, ხრუშჩოვი არც კი მიიწვიეს, რაც მეტად უცნაური იყო.

ომის შემდეგ, სტალინი ბევრ ჩინოვნიკს უშლიდა ხელს. ხოლო პოლიტბიუროში, მისი თავიდან მოშორება უნდოდათ. შესაძლოა სწორედ ამიტომ, ხრუშჩოვმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და სტალინის ლიკვიდაცია გადაწყვიტა... და შეასრულა კიდეც.

აშკარაა, რომ იმას, რაც იმ დღეს, სამთავრობო აგარაკზე მოხდა, უკვე ვერასდროს გავიგებთ. მაგრამ, ფაქტი, ფაქტად რჩება, ხრუშჩოვს აწყობდა სტალინის სიკვდილი. მან ლიდერის გარდაცვალების შემდეგ, თავისი კონკურენტები გაანადგურა და ქვეყნის სათავეში ჩაუდგა.



image

არხის სხვა სიახლეები:


* რისი გაკეთება უნდოდათ სტალინს და ჰიტლერს, გამარჯვების შემთხვევაში, ერთმანეთისთვის?

* ფოტოშოპის გარეშე – ეს მხოლოდ ოპტიკური ილუზიაა

* ძველი ბერძნები ინდოეთამდე რომ ჩასულიყვნენ, ეს ნაგებობა მსოფლიოს საოცრებათა სიაში იქნებოდა

* ხე თანამედროვე სამზარეულოს ინტერიერში – 35 კრეატიული იდეა



0
1121
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0