x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ფოტოშოპის გარეშე – ეს მხოლოდ ოპტიკური ილუზიაა

ოპტიკური ილუზიები, ანუ ვიზუალური ტყუილის ნიმუშები, ყოველწლიურად, სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. ინტერნეტში უკვე, მსგავსი შინაარსის უამრავი ფოტოა გავრცელებული. ხოლო აშშ–ში, საუკეთესო ოპტიკური ილუზიის ფოტოს გამოსავლენად, კონკურსებიც კი ტარდება. მისი ორგანიზატორი კი, Neural Correlate Society–ია, რომელიც, აღქმის სფეროში, ადამიანის ტვინის ფუნქციონირების შეისწავლის. აქ სწორედ, ამ შინაარსის, რამდენიმე ფოტოს წარმოგიდგენთ:


სელინ დიონი, ოპტიკური ილუზიის, ტალღოვან კაბაში
image


პარიზის მოდის კვირეულზე 2019 წ. სელინ დიონი, კონტრასტული ფერების უჩვეულო, ბუშტუკების კაბით გამოჩნდა... მართალია, საზოგადოების ერთმა ნაწილმა მომღერლის ორიგინალური სამოსი არ "დააფასა" და მის კაბას თოჯინას ბადე უწოდა.


ჯიჯი ჰადიდი ჭიპის გარეშე
image

ცნობილი მოდელის ჯიჯი ჰადიდი, ამ ფოტოზე, მეტად უჩვეულო შეგრძნებას იწვევს. თუ მას მუცლის არეში დააკვირდებით, ნახავთ, რომ გოგონას ჭიპი არა აქვს. სინამდვილეში კი, ყველაფერი ძალიან მარტივადაა: მისი ბოდის ტონი, ზუსტად ემთხვევა მოდელის კანის ფერს.


შენობის ფასადი ელვა შესაკრავითimageimage


2019 წლის Milan Design Week–ზე (მილანის დიზაინის კვირეული) მოქანდაკე ალექს ჩინეკმა (Alex Chinneck) დამსწრე საზოგადოება უზარმაზარი ელვა შესაკრავით გააოცა, რომელიც შენობის ფასადზე იყო. ის, თითქოს, სახლის გარე ფენას «ხსნიდა» და მის შიგნით ჩამონტაჟებულ ეკრანს აშიშვლებდა.


მხატვარმა სახლი არტ–ობიექტად გადააქციაimage


იტალიელი მხატვარი, რომელიც Peeta–ს ფსევდონიმით არის ცნობილი, ძველ შენობებს გასაოცარ ოპტიკურ ილუზიებად გარდაქმნის. მისი ნამუშევრების ნახვა როგორც ევროპაში, ასევე ავსტრალიაში, აზიასა და აშშ-ში შეიძლება. შენობის დათვალიერებისას, ხედვის კუთხის მიხედვით, აბსტრაქტული ფრესკები იშლება და მუდმივად იცვლება... შედეგად, ისეთი შეგრძნება ჩნდება, თითქოს შენობები ცოცხლდებიან და მოძრაობას იწყებენ.


ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლოგო – პარიზი 2024 image


ლოგოში სამი ფარული სიმბოლოა: ოქროს მედალი, ოლიმპიური ცეცხლი და მარიანას (საფრანგეთის რევოლუციის სიმბოლო) სახე. იმედია, სამივე იპოვეთ...



3D გადასასვლელი ფეხით მოსიარულეთათვის
image


ლიტლ როკში (არკანზასის შტატი, აშშ) მეხუთე კლასის მოსწავლეებმა, სკოლის შენობის წინ, ზებრა–გადასასვლელ შეღებეს და ის სამგანზომილებიანად აქციეს.
იდეა კი, მარტივი და გასაგები იყო – უბედური შემთხვევის თავიდან აცილება. ახლა, სკოლის წინ, ყველა მძღოლი ამუხრუჭებს და გზას, სიტუაციაში გარკვევის შემდეგ აგრძელებს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ჰიტლერის უკანასკნელი ინტერვიუ, რომელიც მან ბუნკერში, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მისცა

* სულ სხვა რაკურსით – ჩვენთვის ცნობილი ნივთები შიგნიდან

* დიზაინერების საინტერესო მიგნება, რომლის ნახვა ნამდვილად ღირს (II ნაწილი), განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სახლში, ფართის დეფიციტს განიცდით

* ხე თანამედროვე სამზარეულოს ინტერიერში – 35 კრეატიული იდეა



0
474
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
474
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0