x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
"ხუთი წელი მოძალადე ქმრის გვერდით ვიცხოვრე და მამის ტოლა ქმარმა ბედნიერ ქალად მაქცია"

image


სკოლა რომ დავამთავრე, ინსტიტუტში თბილისში ჩავაბარე. მშობლებმა ბინა მიქირავეს, დამაბინავეს და სოფელში დაბრუნდნენ. იქიდან მიგზავნიდნენ ყველაფერს. მეუბნებოდნენ, ოღონდ შენ ისწავლე, კარგად დაამთავრე უმაღლესი სასწავლებელი, მშვიდობით დაგვიბრუნდი და ჩვენ არაფერს მოგაკლებთ, რაც შეგვიძლია, დაგეხმარებით, მთავარია, ჭკუით იყავიო.


რასაკვირველია, მხოლოდ ის მიზანი მქონდა მეც, კარგად მესწავლა და ჩემს მშობლიურ სოფელში, დიპლომით ხელში დავბრუნებულიყავი, კარგი სამსახური მეშოვა და ჩემი მშობლები ჩემი წარმატებული კარიერით გამეხარებინა. თუმცა, ისე არ ხდება, როგორც ადამიანი ფიქრობს. მოკლედ, იმ ქუჩაზე, სადაც ბინა მქონდა ნაქირავები, ერთი ბიჭი ცხოვრობდა. თვალი დამადგა და ერთ დღესაც ჩემს ნაქირავებ ბინაში მოვიდა. კარი რომ გავაღე, ჩემსიგრძე ვარდებით იდგა, მომაწოდა და მითხრა: უბრალოდ, ეს ჩემგან. თვეებია, გაკვირდები და ძალიან მომწონხარ. იცოდე, ყოველთვის გქონდეს ჩემი იმედი. მე გიო მქვია და თუ ვინმე შეგაწუხებს, მე მითხარიო. გამოვართვი ვარდები, მიბრუნდა და წავიდა. გაოცებული დავრჩი. ის ღამე თეთრად გავათენე. ვარდებს ვუყურებდი და ვფიქრობდი: ნუთუ ეს სოფლელი გოგო ასეთ სიმპათიურ და თბილისელ ბიჭს მოვეწონე-მეთქი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, რამდენიმე კვირაში ისე დავუახლოვდი, ერთმანეთის გარეშე დღეს არ ვატარებდით. ყველგან ერთად დავდიოდით და საბოლოოდ, ისე გავყევი ცოლად, არც მისმა მშობლებმა და არც ჩემებმა არაფერი იცოდნენ. იმდენად შემაყვარა თავი, არავის გავუწიე ანგარიში და სწორედ აქ მოვტყუვდი. თუმცა, შეყვარებულობის პერიოდში მისგან პატარა წყენაც კი არ მახსოვს, ხელის აწევასა და ყვირილზე საუბარიც ზედმეტია. მასთან ცხოვრების დაწყების პირველივე დღე კი სწორედ ყვირილით დაიწყო და რამდენიმე დღეში სახეში სილის გაწნით გაგრძელდა. პირველად იმაზე მიყვიროდა, რომ მშობლებისთვის ჩემი გათხოვება არ უნდა გამეგებინებინა, მეორე კვირაში კი სახეში იმის გამო გამაწნა სილა, რომ ვუთხარი ლექციას ვერ გავაცდენ-მეთქი. სხვათა შორის, ჩემებმა რომ გაიგეს და გიჟებივით ჩამოვიდნენ, მითხრეს: რახან ეს გზა აირჩიე და გათხოვდი, რასაკვირველია, გვერდით დაგიდგებით, მაგრამ თუ ქმართან რამე პრობლემა გექნება, ამაზე ჩვენთან არ ილაპარაკო, ასე რამდენიმე თვეში გაცნობილ ბიჭს რომ გაჰყევი ცოლად, ჯერ კარგად გაგეცნო, დაგემთავრებინა სასწავლებელი, მოგვეწყო ნიშნობა და ქორწილით გამოყოლოდიო. რაღას ვეტყოდი, ვიმეორებდი: შემიყვარდა, კარგი ბიჭია, ხომ იცით, გათხოვება გეგმაში არ მქონია, მაგრამ ასე მოხდა-მეთქი. ჰოდა, ამ სიტყვების შემდეგ, როგორ ვეტყოდი ჩემებს, მიყვირის და მცემს-მეთქი. თავიდან სილით დაიწყო და მერე, მუშტებზე გადავიდა. თუ შევეწინააღმდეგებოდი რამეზე, ეგრევე მზად იყო დასარტყმელად, ბავშვი რომ გამიჩნდა, უფრო აგრესიული გახდა, არადა, მეგონა, მაშინ მაინც მოვიდოდა გონს. დედამისი თვალებს ხუჭავდა, ვითომ ვერ ხედავდა მის ჩემდამი დამოკიდებულებას. ერთხელ შევჩივლე, იქნებ თქვენს შვილს დაელაპარაკოთ-მეთქი და ჩაიბურტყუნა: თბილისში რომ გინდოდა გათხოვება და გაინაღდე, ახლა მე ნუ მიყენებ პრეტენზიებსო. მოკლედ, ხუთი წელი ჯოჯოხეთში ვიცხოვრე და ბოლოს ისევ ჩემებს გავუმხილე. ეგრევე მომკიდეს ხელი და ბავშვიანად სოფელში წამიყვანეს. თუმცა, იქაც გაგრძელდა ჩემი ტანჯვა – ჩამოვიდოდა ჩემი ქმარი, იყო ლანძღვა-გინება, გაწევ-გამოწევა, ჩემი ბიძაშვილები სცემდნენ, წავიდოდა და რამდენიმე დღეში, ისევ უკან ბრუნდებოდა და ასე გაგრძელდა რამდენიმე თვე, სანამ პოლიციაში შემაკავებელი ორდერი არ დააწერინეს. ამაზე სულ გადაირია და დაიგინა: ვინც შენ მოგაკითხოს და შერიგება გთხოვოს, იმისი ასე და ისეო. მერე, კი გავიგე, ვიღაც გოგო გაუჩენია საყვარლად და ჩემკენ და ბავშვისკენ აღარც გამოუხედავს. მე რაიონის გამგეობაში დავიწყე მუშაობა და ჩემი მეორე ქმარი იქ გავიცანი, ლამის მამის ტოლი კაცი, რომელიც ერთ-ერთი განყოფილების უფროსი იყო. ვერ მივხვდი, როგორ გამიჩნდა მის მიმართ გრძნობა(გააგრძელე კითხვა)

0
646
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
646
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0