x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
რისი გაკეთება უნდოდათ სტალინს და ჰიტლერს, გამარჯვების შემთხვევაში, ერთმანეთისთვის?

იმის უარყოფის გარეშე, რომ მეორე მსოფლიო ომში მონაწილე, თითოეულმა ქვეყანამ, მის მსვლელობაში, საკუთარი წვლილი შეიტანა, უნდა ვაღიაროთ, რომ მისი ძირითადი მოწინააღმდეგეები, მაინც სსრ კავშირი და გერმანია იყო... და შესაბამისად, ამ ქვეყნის ლიდერები – სტალინი და ჰიტლერი.


image


თითოეულ მათგანს, არ შეიძლება იმაზე არ ეფიქრა, თუ რას უზამდა საკუთარ მტერს, მასზე გამარჯვების შემთხვევაში? რა თქმა უნდა, ასეთი აზრები, «მოუკლავი დათვის ტყავის გაყოფას» უფრო ჰგავდა. მაგრამ, პერსპექტივაში, მსგავსი რამ, შესაძლებელი იყო. ამასთან, თანამოაზრეებთან პირად საუბრებში, ორივე ქვეყნის მეთაური, ასე თუ ისე, ამ თემას ეხებოდა.
მაგ. სტალინი, უფრო ხუმრობით, ვიდრე სერიოზულად, ამბობდა, რომ გამარჯვების შემდეგ, ის ჰიტლერის გალიაში ჩასმის ბრძანებას გასცემდა, რომ ყველას შესძლებოდა, ადამიანის იერის მქონე, იმ ურჩხულის ნახვა, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე საშინელი ომი გააჩაღა.

სტალინის ხუმრობამ, რაღაცნაირად, ჰიტლერამდე მიაღწია და ფიურერს ისე შეეშინდა, რომ ტყვედ ჩავარდნის პერსპექტივა, შიშის ზარს სცემდა. ამიტომ, გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ამის გამო დაასრულა მან სიცოცხლე თვითმკვლელობით – რკინის გალიაში ჩაკეტილს, არ უნდოდა დაცინვის ობიექტი გამხდარიყო.

რაც შეეხება ჰიტლერს, ის ამბობდა, რომ თუ სტალინი მასთან ტყვედ ჩავარდებოდა, ის მტრისადმი დიდ პატივისცემას გამოიჩენდა. მას სასახლეს აჩუქებდა, მოსამსახურეებით და არისტოკრატივით ცხოვრების საშუალებას მისცემდა. მაგრამ, ამასთან, მამულის დატოვების უფლებას არ მისცემდა.

თუმცა, სავარაუდოდ, ფიურერის ეს სიტყვები, სრულიად ყალბი და თვალთმაქცური იყო. ისევე როგორც, მისი თითქმის ყველა განცხადება. ამასთან, მან არაერთხელ სცადა სტალინზე თავდასხმის მოწყობა და მისი ლიკვიდაცია, რაც ნამდვილად არ შეესატყვისება მის სიტყვებს, საბჭოთა ბელადისთვის, მამულის ჩუქებასთან დაკავშირებით.
ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, თუ რას უპირებდნენ სიტყვიერად სტალინი და ჰიტლერი ერთმანეთს, ამ უკანასკნელის ბედი, მოკავშირეებმა იალტის კონფერენციაზე გადაწყვიტეს. მისი მსვლელობისას, ისინი შეთანხმდნენ, რომ თუ ფიურერი ტყვედ ჩავარდებოდა, მას როგორც მთავარ სამხედრო დამნაშავეს, ისე გაასამართლებდნენ და სიკვდილით დასჯიდნენ.

რაც შეეხება გალიას, რომელშიც თითქოს, სტალინი ჰიტლერის ჩასმას აპირებდა... გასული საუკუნის 40–იან წლებში, ის შუა საუკუნეების გადმონაშთად ითვლებოდა და ამიტომ, მოკავშირე ქვეყნის არცერთი მეთაური, ამ საკითხის სერიოზულად განხილვასაც კი არ დაიწყებდა.

P.S. და კიდევ ერთი ისტორია, რომელიც ამ თემას უკავშირდება: სტალინი და ჩერჩილი, ომის მსვლელობის დროს, როგორც სამუშაო, ისე არაფორმალურ გარემოში, ერთმანეთს არაერთხელ შეხვედრილან და ამ ურთიერთობის შესახებ, ლეგენდებიც კი დადიოდა... მაგ., მათი მორიგი შეხვედრის შემდეგ, ჭორი გავრცელდა, რომ თითქოს, ჩერჩილმა სტალინს ჰკითხა:

– რას უზამდით ჰიტლერს, ტყვედ რომ ჩავარდნილიყო?

სტალინმა, არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა:

– ცეცხლის საჩხრეკს გაწითლებამდე გავახურებდი და ცივი ბოლოდან უკან შევთხრიდი.

ჩერჩილი მისმა პასუხმა გააოგნა:

– რატომ – ცივით?

სტალინმა დამამცირებელი მზერით შეხედა ბრიტანეთი პრემიერს და უპასუხა:

– ეს იმიტომ, რომ თქვენ, ბატონო ჩერჩილო, ჰიტლერს მის გამოღებაში არ დაეხმაროთ.

რთული სათქმელია, ეს ისტორია, რამდენად შეესაბამება სიმართლეს... შეიძლება, უბრალოდ, იმ წლების პოლიტიკური ანეკდოტიც იყოს. თუმცა, როგორც ამბობენ, "კვამლი უცეცხლოდ არ არსებობსო"...


image

არხის სხვა სიახლეები:


* ჰიტლერის უკანასკნელი ინტერვიუ, რომელიც მან ბუნკერში, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მისცა

* სულ სხვა რაკურსით – ჩვენთვის ცნობილი ნივთები შიგნიდან

* დიზაინერების საინტერესო მიგნება, რომლის ნახვა ნამდვილად ღირს (II ნაწილი), განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სახლში, ფართის დეფიციტს განიცდით

* ხე თანამედროვე სამზარეულოს ინტერიერში – 35 კრეატიული იდეა



0
611
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
611
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0