x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
96 შვილის მამამ სამსახური მიატოვა და შვილების საძებნად გაეშურა
image
გამოცემა Lad Bible-ის ინფორმაციით ამერიკელმა სპერმის დონორმა, 96 შვილის მამამ გადაწყვიტა შვილების პოვნა.


ამერიკელმა, შტატი ჯორჯიიდან, რომელიც სპერმის დონორად მუშაობდა, სამსახური მიატოვა და თავისი მრავალი შვილის საძებნელად წავიდა. ამის შესახებ LAD Bible იუწყება.

32 წლის პროგრამისტს დილან სტოუნ-მილერს 96 შთამომავალი ჰყავს. ისინი ყველა ხელოვნურად იყო ჩასახული და ბოლო დრომდე არასოდეს შეხვედრიან თავიანთ ბიოლოგიურ მამას.

2020 წელს სტოუნ-მილერის ერთ-ერთი ბიოლოგიური ქალიშვილის დედამ მისი პოვნა სოციალური მედიის საშუალებით შეძლო. იმ დროისთვის მისი ქალიშვილი, რომელსაც ჰარპერი ჰქვია, სამი წლის იყო. გოგონასთან შეხვედრის შემდეგ, მამაკაცმა გადაწყვიტა, რომ უნდა ეცადოს სხვა ბავშვებთან ურთიერთობის დაწყება.



ამისათვის სტოუნ-მილერმა მიატოვა სამსახური და გაემგზავრა ხანგრძლივ მოგზაურობაში, რომელიც მანვე საკუთარი დანაზოგით დააფინანსა. 14, 4 ათასი კილომეტრის გავლის შემდეგ მან იპოვა თავის 25 ბიოლოგიური შვილი.


"მინდა ვნახო ბავშვები როგორ იზრდებიან ” - თქვა მან.

ერთ-ერთ ქალიშვილზე საუბრისას მან დასძინა:
„ძნელი იყო ჩემს ბიოლოგიურ ქალიშვილისთვის თვალებში ჩამეხედა და მეთქვა, რომ მე მისი მამა არ ვარ“.

image

იმისთვის, რომ მრავალრიცხოვანი ბავშვები ერთმანეთში არ აერიოს, მამაკაცმა სპეციალური ცხრილი შეადგინა. მასში ის იწერს მათ სახელებს, ასაკს და დაბადების თარიღს; ასევე აღნიშნავს, როდის ესაუბრა მათ უკანასკნელად.



ორიოდე თვის წინ დასავლურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია ჰოლანდიელი მამაკაცის შესახებ, რომელსაც მეტსახელად „სპერმინატორი“ შეარქვეს იმის გამო, რომ 600-ზე მეტი ბავშვის მამა გახდა, სასამართლოს აკრძალვის მიუხედავად, იგი აგრძელებს სპერმის დონორობას. მამაკაცი ამტკიცებს, რომ მხოლოდ იმ დედებს ეხმარება, რომლებმაც მისგან ერთი შვილი უკვე გააჩინეს.

0
279
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0