სისხლის სამართალი 10 უსასტიკესი სერიული მკვლელი მსოფლიო ისტორიაში მოყოლებული შუა საუკუნეებიდან 2023, 30 აგვისტო, 12:22 მე-20 საუკუნის სერიულ მკვლელებს საზოგადოების უმეტესობა კარგად იცნობს, ისეთები, ვთქვათ როგორიცაა ჯაფრი დამერი, ანდრეი ჩიკატილო ან ტედ ბანდი.1900-იანი წლებიდან კრიმინალური ექსპერტიზის ტექნოლოგია, ისეთი ვთქვათ როგორიცაა დაქტილოსკოპია, ბალისტიკური ექპერტიზა და სხვა საკმაოდ წინ წაიწია, რაც აადვილებდა დამნაშავის დაკავებას და მის იდენტიფიკაციას. თუმცა შუა საუკუნეებში დამნაშავის დაკავება უფრო გართულებული იყო ტექნოლოგიების უქონლობის თუ ცრურწმენის წყალობითაც კი. ასე რომ მანიაკი-მკვლელები ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან ალბათ მომავალშიც.. ბევრი ისტორიული სერიული მკვლელი დაუსჯელი დარჩა. 10-ჟილ გარნიე-ფრანგი სერიული მკვლელი-კანიბალი.ცხოვრობდა 1500-იან წლებში, მას შემდეგ რაც დაქორწინდა და ცოლი ერჩინა ხოცავდა ბავშვებს ჭამის მიზნით. მან აღიარა, რომ მოკლა 4 ბავშვი და შეჭამა.იგი აშკარად გონებაშეზღუდული იყო, რადგან მკვლელობები მოწმეთა თვალწინ ჩაიდინა.50 კაცი მაინც იყო ამ ფაქტის მოწმე. 1583 წლის 18 იანვარს იგი დააკავეს და კოცონზე დაწვეს. 9-უილიამ ბარკი და უილიამ ჰარი-შოტლანდიელი სერიული მკვლელები, რომელებმაც 10 თვის განმავლობაში ცოლებთან ერთად 16 მკვლელობა ჩაიდინეს გვამების გაყიდვის მიზნით. მყიდველი დოქტორი ნოქსი იყო, რომელიც თავის მხრივ ლექციებზე ხალხმრავალ აუდიტორიის წინაშე იყენებდა.თუმცა დოქტორის რეპუტაცია შეირყა მას შემდეგ, რაც სიმართლე გამოაშკარავდა.უილიამ ჰარიმ თავის თავი რომ გადაერჩინა ჩვენება მისცა უილიამ ბარკის წინააღმდეგ. იგი ჩამოახრჩეს 1928 წლის 28 იანვარს. 8-ძმები ჰარპები-იყვენენ ყაჩაღები, მეკობრეები და მკვლელები ამერიკის დაუმოკიდებლობისათვის ბრძოლის პერიოდში.ცხოვრობდნენ ნოკსვილში.თუმცა გაძევებულები იქნენ ქალაქიდან 1790 წელს მხეცური მკვლელობების გამო.ისინი ამერიკის ისტორიაში ითვლებიან, როგორც პირველი სერიული მკვლელები. 7-ლა ქუინტრალა-სერიულ მკვლელს ჩილედან მეტსახელი ჟღალი თმების გამო უწოდეს.იგი გასამართლებული იქნა 40 მკვლელობის გამო 1600-იან წლებში.ლა ქუინტრალა(ნამდვილი სახელი კატალინა დე ლოს რიოს)გახდა ცნობილი მთელ მსოფლიოში კოლონიური ბატონობის, ექსპლუატაციის და სასტიკი დანაშაულების წყალობით.მანვე მოწამლა ქათმები იმ მიზნით, რომ შემდეგ საკუთარი მამისთვის ეჭმია და მოეწამლა. 6-პიტერ შტუმპი-მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, ცხოვრობდა 1500 იან წლებში რომის იმპერიაში და გარდაიცვალა 1589 წლის 31 ოქტომბერს. ერთ-ერთი პირველი სატანისტი, სასამართლოზე აღიარა, რომ შავი მაგიით ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში დაინტერესდა. მის კისერზე 18 ადამიანის წამებით მკვლელობა იყო. 5-დარია სალტიკოვა-რუსი თავადის ქალი, 26 წლის იყო როცა დაქვრივდა, ეჭვმიტანილი იყო 147 გლეხის წამებით მკვლელობაში ყოველგვარი მიზეზის გარეშე, მათი უმეტესობა ქალები იყო.თუმცა ბრალი მარტო 38 მკვლელობაზე წარედგინა.ქალს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.გარდაიცვალა 1801 წლის 27 დეკემბერს. 4-ჟილ დე რეისი-ფრანგი სერიული მკვლელი.დახოცა 200-მდე ბავშვი ძირითადად 6-იდან 16 წლამდე. 1400-იან წლებში მსახურობდა ფრანგული არმიის კავალერიაში.მისი მკვლელობების სერიები დამთავრდა 1440 წელს, როდესაც ერთ-ერთმა მღვდელმა სერიოზული ეჭვი მიიტანა მასზე.ჟილ დე რეისი მაგიური სატანური ცრურწმენით იყო შეპყრობილი.საბოლოოდ მას ჩამოხრჩობა და კოცონზე დაწვა მიუსაჯეს. 3-პიტერ ნირსი- მე-16 საუკუნის განმავლობაში რომის იმპერიაში მან 544 მკვლელობა ჩაიდინა.ძარცვა, შავი მაგია, კანიბალიზმი და რიტუალური მკვლელობა ამ სადისტი სერიული მკვლელის ცხოვრების კრედო გახლდათ, რომელიც ჯერ კიდევ 15 წლის ასაკიდან დაიწყო.იგი თანამზრახველებს ავალებდა სოფლებიდან მოეტაცათ ფეხმძიმე ქალები, რომ შემდგომ მაგიური რიტუალი ჩაეტარებინა და მათი ნაყოფი შეეჭამა.საბოლოდ იგი სიკვდილით დასაჯეს სამ დღიანი წამების შემდეგ 1581 წლის 16 სექტემბერს. 2-ელიზაბეტ ბატორი-უნგრელი გრაფინია, ბრალი ედებოდა 600-ზე მეტ მკვლელობაში და ადამიანების უღვთოდ წამებაში.იყო მრავალრიცხოვანი მოწმეთა ჩვენებებიც.თუმცა უკვე თანამედროვე ისტორიკოსებს ეჭვი ეპარებათ მის ბრალეულობაში.ხანგრძლივმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ბარტონს ბრალდებას პოლიტიკური სარჩული ედო. გარდაიცვალა ციხეში 1614 წელს. 1-ტაგ ბეჰრამი-ყველა დროის ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელი.(მთავარი ფოტო)ცხოვრობდა ინდოეთში მეთვრამეტე -მეცხრამეტე საუკუნეებში. ბანდიტი, მძარცველი და სერიული მკვლელი.50 წლის განმავლობაში მან მოკლა 931 ადამიანი.იგი ადამიანებს წელზე შემორტყმული სარტყელით გუდავდა. ჩამოახრჩვეს 1840 წელს. ასევე დაგაინტერესებთ1-ქრაიგ პრაისი(Craig Price)-1989 წლის 4 სექტემბერს საკუთარ სახლში მოკლულები იპოვეს 39 წლის ჯოან ჰიტონი და მისი ორი ქალიშვილი-10 და 8 წლის. დედის გვამზე პოლიციამ აღმოაჩინა დანით მიყენებული 60-მდე ჭრილობა, ხოლო გოგონებს 30 ჭრილობა ჰქონდათ მიყენებული .მკვლელი ისე სასტიკად გაუსწორდა მსხვერპლს, რომ დანამაც ვერ გაუძლო, გადატყდა და ისე... მათ არც გმირობები ჩაუდენიათ, არც სამეცნიერო საქმიანობას ეწოდნენ, არც ხელოვნების შედევრები შეუქმნიათ, თუმცა მათი სახელები თითქმის ყველასთვის ცნობილია პოსტსაბჭოთა სივრცეში. Livejournal-მა შეადგინა 10 ყველაზე ცნობილი კანონიერი ქურდის რეიტინგი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან. კრიმინალურ სამყაროსაც აქვს თავისი იერარქია. კანონიერი ქურდის კატ... ანდრეი ჩიკატილოს სახელი რომ უკვე საყოველთაოდ ცნობილია, ეს უკვე სიახლეს არ წარმოადგენს, მეტიც, მისი სახელი, საზოგადოდ მანიაკი-მკვლელის და პედოფილის სინონიმადაც კი იქცა, მიუხედავად იმისა, რომ მის შემდეგ არანაკლებ "პროდუქტიული" მიმდევრები გამოჩდნენ. ქვემოთ შემოგთავაზებთ საბჭოთა კავშირში ყველაზე ცნობილი მანიაკის შესახებ ნაკლებად ცნობილ ფაქტებს ... 10. ვანგ ქიანგი, ჩინეთი ;მსხვერპლი: 45 დადასტურებული, შესაძლოა 60-ზე მეტიც. სად და როდის: ლიაონინგი 1995 წლიდან 2003 წლამდე. ის ჩინეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მკვლელად და მოძალადედ ითვლება. 9. ალექსანდრე პიჩუშკინი, რუსეთი; მსხვერპლი: 48 დადასტურებული, შესაძლოა 60. სად და როდის: მოსკოვი ... 438 3-ს მოსწონს
|