x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
10 ყველაზე ცნობილი კანონიერი ქურდი საბჭოთა კავშირიდან
image

მათ არც გმირობები ჩაუდენიათ, არც სამეცნიერო საქმიანობას ეწოდნენ, არც ხელოვნების შედევრები შეუქმნიათ, თუმცა მათი სახელები თითქმის ყველასთვის ცნობილია პოსტსაბჭოთა სივრცეში. Livejournal-მა შეადგინა 10 ყველაზე ცნობილი კანონიერი ქურდის რეიტინგი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან.




კრიმინალურ სამყაროსაც აქვს თავისი იერარქია. „კანონიერი ქურდის“ კატეგორია გაჩნდა XX საუკუნის 30-იან წლებში. იგი ითვლებოდა ელიტად, ეს მოიცავდა კრიმინალების გარკვეულ ტიპებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ძარცვავდნენ ბინებს და მაღაზიებს, ტეხდნენ სეიფებს.


თანამედროვე სამყაროში კანონიერ ქურდებად ითვლებიან ისინი, ვინც პატიმრობა მოიხადა. მას გარკვეული ავტორიტეტი უნდა გააჩნდეს. „ქურდად კურთხევის" პროცედურის გარეშე, არც ერთ კრიმინალს არ შეუძლია თავს კანონიერი ქურდი უწოდოს.



განსაკუთრებით მათი "აყავების ხანა" გასული საუკუნის 90-იანი წლებში დადგა, როდესაც მათი მოღაწეობა რეკეტსა და ბიზნესწილებში ჩაჯდომას მოიცავდა, დღეისთვის "კანონიერი ქურდების" რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია მთლიან პოსტსაბჭოთა სივრცეში.


ტოპ 10 კანონიერი ქურდის რეიტინგი კი ასე გამოიყურება


10) ალექსანდრე ზახაროვი, მეტსახელად "ბალაშიხას ვარსკვლავი", 90-იან წლებში მან შექმნა საკუთარი დაჯგუფება, რომელსაც სურდა მოსკოვი კავკასიელებისგან (კრიმინალური ჯგუფების წარმომადგენლებისაგან) „გაეწმინდა“. ზახაროვს სძულდა ისინი და სურდა რუსეთი მხოლოდ რუსებს ეკუთვნოდეს.



ახლა კანონიერი ქურდი ბალაშიხაში ცხოვრობს, ის დიდი ხნის წინ პენსიაზე გავიდა. ამბობენ, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. არსებობს მოსაზრება, რომ ალექსანდრე უბრალოდ ვერ მოერგებო თანამედროვე ცხოვრებას.



9) სერგეი კლიმენტევი, მეტსახელად "კლიმი"მისი ცხოვრება შესაძლოა სრულიად განსხვავებული ყოფილიყო. იგი დაიბადა შეძლებულ ოჯახში, დაკავებული იყო სპორტით. ჯარის შემდეგ ბიჭმა ქურდობა ჩაიდინა, 1 წელი მისცეს. ციხეში უცებ შეძლო ავტორიტეტული კრიმინალის სახლის მოხვეჭა.მეორედ ციხეში 10 წლით ჩაჯდა, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.



90-იან წლებში კლიმმა შეკრიბა ბანდა, რომელიც „კრიშავდა“ ბიზნესმენებს. სერგეი პატივსაცემი ადამიანი იყო ბანდიტებსა და კრიმინალებში.


გარდაიცვალა 2015 წელს გულის შეტევით.



8) პაშა ცირული- მთავარი ნარკობარონი. 1990-იან წლებში მას ქურდების საერთო ფონდი ჰქონდა. ოირველად 19 წლის ასაკში ჯიბის ქურდობის გამო გაასამართლეს.


მალევე გვირგვინი დაიდგა და ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კანონიერი ქურდი გახდა. ქურდობისთვის კიდევ ერთი ვადის მოხდის შემდეგ ცირულმა საკუთარი ბანდა შექმნა. თაღლითობა, იარაღი და ნარკოტიკები – ეს იყო მათი პროფილი.


1990-იან წლებში ის გახდა ნარკობარონი. არალეგალური ნივთიერებებით ვაჭრობამ გიგანტურ მასშტაბებაბს მიაღწია . ცირული "ქურდული კოდექსს" არღვევდა და "თანამდებობას" ბოროტად იყენებდა. 1995 წელს ნარკოტიკების ვაჭრობისთვის დააკავეს.


1997 წელს გარდაიცვალა ლეფორტოვოს საკანში.




7) ტარიელ ონიანი (ტარო) მსხვილი დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი. ქურდობა და ყაჩაღობა 17 წლიდან დაიწყო, მაგ დროსვე პირველი სასჯელი მოიხადა .გვირგვინი 80-იან წლებში დაიდგა, შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ კანონიერ ქურდად იქცა.


90-იან წლებში წავიდა საფრანგეთში, შემდეგ კი ესპანეთში. ტარო სამშენებლო ბიზნესში ჩაერთო. საწარმოს "ესპანური სამრეცხაო" ერქვა, სადაც ქურდული ფული თეთრდებოდა. მალე ტარიელმა ომი გამოუცხადა სხვა კრიმინალურ ლიდერებს. იაპონჩიკი და დედ ჰასანი მისი მტრები გახდნენ. ტარომ ვერ გაიმარჯვა, ბიზნესმენის გატაცებისთვის მას 10 წელი მიუსაჯეს.


6) სერგეი მიხაილოვი (მიხასი), ბიზნესმენი, კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი. ის ჩვეულებრივი სანიმუშო მოქალაქე, სანამ 25 წლის ასაკში „თაღლითობის“ მუხლით არ დააპატიმრეს.


პირობითი სასჯელით აცილების შემდეგ, მიხაილოვმა თავისი მოწოდება გამოძალვაში ჰპოვა. მან შეკრიბა კუნთმაგარი ბიჭების ჯგუფი, 80-იანი წლების ბოლოს იგი ხელმძღვანელობდა "სოლნცევოს დაჯგუფებას."


მიხაილოვმა მოახერხა ბიოგრაფიის გასუფთავება, კრიმინალური ჯგუფების შესახებ ინფორმაციის მოძიებისას მისი სახელი აღარ ფიგურირებს.



5) სერგეი ტიმოფეევი (სილვესტერი) ერთ-ერთი ყევლაზე სასტიკი და დაუნდობელი კრიმინალი, დაიბადა ნოვგოროდის რეგიონში, ის იყო სამაგალითო ბიჭი: კარგად სწავლობდა, მუშაობდა კოლმეურნეობაში. ჯარის შემდეგ წავიდა მოსკოვში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა სპორტულ ინსტრუქტორად.


მალე იგი გახდა ორეხოვოს ჯგუფის ლიდერი. ყოფილმა სპორტსმენებმა დაიწყეს რეკეტირება. ტიმოფეევი გამოძალვის გამო სამი წლით დააპატიმრეს. ციხიდან დაბრუნების შემდეგ მან შექმნა ერთიანი კრიმინალური სტრუქტურა, მოახერხა ორეხოვო-ზუევსკის ოლქის ყველა მცირე ბანდისა და ჯგუფის გაერთიანება.


ბანკები, კაფეები, რესტორნები, პოპულარული ვარსკვლავებიც კი უხდიდნენ სილვესტერის ბანდას. ტიმოფეევი იყო კავკასიური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მწვავე მოწინააღმდეგე.


39 წლის ასაკში, 1994 წელს მტრებმა საკუთარ მანქანაში ააფეთქეს.





4) გენადი რომანოვი (რომაშკა) - დიდი გავლენა იქონია კემეროვოს რეგიონში. პირველი "სროკი" 17 წლის ასაკში აირტყა ხულიგნობისთვის. იყო კიდევ რამდენიმე ნასამართლობა, უფრო მძიმე მუხლებისთვის: ყაჩაღობა, ნარკოტიკები, იარაღის შენახვა.


ციხეში გაიცნო კანონიერი ქურდი ტრისტან სიჭინავა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ გენადი ქურდად უნდ აეკურთხა. 1994 წელს რომანოვი კანონიერი ქურდი გახდა.


არაფერია ცნობილი მისი კრიმინალური საქმიანობის შესახებ 1994 წლიდან 2004 წლამდე. 2004 წელს მან შექმნა კრიმინალური ჯგუფი, რომელიც ეწეოდა გამოძალვასა და ყაჩაღობას. 2008 წელს ის დააპატიმრეს.ის გამოუსწორებელი ნარკომანი იყო, რამაც შეიწირა კიდეც 2011 წელს.


3) ენადი კარკოვი (მონღოლი) -"ძველი პლეადის" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქურდი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იგი ჩამოვიდა დედაქალაქში და დაიწყო ქურდობა. მალე ის ციხეში მოხვდა. იქ მან გამოაჩინა მთელი თავისი კრიმინალური შესაძლებლობები, რა დროსაც მას მიენიჭა მას მიენიჭა " კოზირი ფრაერის" წოდება.


განთავისუფლების შემდეგ, გენადი კვლავ მოსკოვში წავიდა. იქ მან შეკრიბა თავისი გუნდი, რომელიც დაკავებული იყო ძარცვითა.მისი დაჯგუფება ერთ-ერთი პირველი იყო სსრკ-ში, ვინც "მიწისქვეშა მილიონერებს" ფულს სძალავდა, ანუ რასაც მოგვიანებით "რეკეტი" ეწოდა. ის იყო აქამდე მიღებული "ქურდული კოდექსის" ერთ-ერთი პირველი დამრღვევი.


1990-იანი წლების დასაწყისში იყო მოსკოვის ზოგიერთ რაიონის „მაყურებელი“, საფრანგეთში იყიდა სახლი. თუმცა მალევე მძიმედ დაავადდა კიბოთი და გარდაიცვალა პოდოლსკის ონკოლოგიურ კლინიკაში 1994 წელს.

image

2) ასლან უსოიანი (დედ ჰასანი) - თბილისში, ლოტკინზე დაიბადა, 50-60 იან წლებში რამდენჯერმე იჯდა ციხეში ქურდობისთვის, 1970-იანი წლების ბოლოს, „ოქროს უბანში" ლეგენდებს ყვებოდნენ „ანზორა უსოიანზე", (ასე გადააკეთეს ქართველმა კრიმინალებმა "ასლანა" "ანზორად") რომელიც თბილისელ ქურდებს შორის ყველაზე ავტორიტეტულად ითვლებოდა.. შემდეგ კი ბევრად უფრო მეტი - „ვსესაიუზნი განაბის" წოდებაც მოიპოვა.80-იანი წლების ბოლოს რუსეთში გადაბარგდა და იქ აკონტროლებდა დანაშაულებრივ დაჯგუფებებს.კლანის ძირითადი შემოსავალი იყო სათამაშო ბიზნესი, იარაღი, ნარკოტიკები და ბუნებრივი რესურსები.1992-93 წლებში ეხმარებოდა აფხაზ მებრძოლებს, მეგობრობდა აფხაზ კრიმინალურ ავტორიტეტთან ბესლან ჯონუასთან(მოკლლეს 2007 წელს).2009 წლიდან ხელმძღვანელობდა კავკასიურ კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელიც სისასტიკით და დაუნდობლობით გამოირჩეოდა მისი კლანის წევრები იყვნენ ლაშა რუსთავსკი, იური პიჩუგა და ვალოდია ტიურიკი.


კრიმინალური სამყაროს "მეფე" 2013 წელს კილერის ხელით მოკვდა.

image

1) ვიაჩესლავ ივანკოვი (იაპონჩიკი) შეიძლება ყოფილიყო ცირკის ცნობილი მსახიობი. მან მიიღო შესაბამისი განათლება და გარკვეული პერიოდი ცირკშიც მუშაობდა, მაგრამ დაშავდა და იძულებული გახდა თავი დაენებებინა. 25 წლის ასაკში პირველად გაასამართლეს ქურდობის გამო, მაგრამ მოათავსეს ფსიქიატრიულ კლინიკაში. ვიაჩესლავს შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს.


გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა ზემოთ ნახსნები კარკოვის ჯგუფში, მაგრამ, მისი სხვა წევრებისგან განსხვავებით, მან მოახერხა სასჯელისგან თავის დაღწევა. მალე მან შექმნა საკუთარი ბანდა. ჯგუფის მსხვერპლები ჩრდილოვანი ეკონომიკის ბიზნესმენები იყვნენ, ასვე მისი ბანდა ბინების ძარცვით იყო დაკავებული.


მისი ბანდა მოქმედება მთელ სსრკ-ში. ივანკოვი შენიშნეს მოსკოვში, თბილისში, კიევში, ტაშკენტში, რიგაში, ყაზანში, სვერდლოვსკში (სადაც ცნობილი "ცეხავიკის, " ტარლანოვის ქალიშვილმა ივანკოვს სახლში დამალული მთელი საიველირო ნაწარმი ჩაუთვალა) . ყველა რეგიონში მისი ბანდა დაუნდობალად ხოცავდა ხალხს. მაგალითად, ყაზანში მოკლეს რეკეტირი, სახელად ჩარლიკი, ხოლო რიგაში მოკლეს სპეკულანტი, სახელად იაშა, სხვა ადგილებში ისინი ეწეოდნენ გამოძალვას და ძარცვას.

1992 წელს ის ამერიკაში გაემგზავრა, 3 წლის შემდეგ იაპონჩიკი გამოძალვისთვის დააკავეს. 10 წლის შემდეგ ის რუსეთში დაბრუნდა, მაგრამ აქ დიდხანს აღარ უცოცხლია .მტერი ბევრი ჰყავდა, მოკლეს 2009 რესტორნიდან გამოსვლის დროს.

image

9
1639
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1639
  
2023, 14 ივნისი, 0:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 2 ივნისი, 23:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 1 ივნისი, 23:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 27 მაისი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 25 მაისი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 25 მაისი, 0:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 მაისი, 23:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 22 მაისი, 23:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 22 მაისი, 14:31
"სილვესტრი" რასდროს ყოფილა სტატუსით, "ბეზპრედელი" იყო და ამიტომაც ააფეთქეს.
აქ ჩამოთვლილი ქურდებიდან მხოლოდ "ღორო" ტრისტან სიჭინავა ცხოვრობდა ძველი თაობის ქურდის ცხოვრებით, დანარჩენები ბიზნესმენები უფრო იყვნენ და არიან ვიდრე "კანონიერი ქურდები".
თან ამათგან ვერცერთი მივა ახლოს გივი ბერაძესთან, გოგი ჩიქოვანთან (კანონიერი ქურდის სტატუსის გარდა მას ჰქონდა სტატუსი, ყველა ერის და დროის ყველაზე ღირსეული, ტრადიციების დამცველი ქურდის სტატუსი).
თან უიშვიათესი გამონაკლისია, ვინც საკუთარი სიკვდილით ასაკოვანი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
დანარჩენები უბრალოდ ტიპიური ბანდიტები იყვნენ და არიან.
0 1 9