კინო ევროპული ფილმები სიყვარულზე, რომელიც შეიძლება გამოგრჩენოდათ და ბევრი დაკარგეთ 2023, 28 აგვისტო, 11:46 გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, მსოფლიოში პირველი ფილმი გადაიღეს არა 1895 წელს ძმებმა ლუმიერებმა, არამედ 1888 წელს. სწორედ მაშინ ფრანგმა მხატვარმა და თანამედროვე კინოკამერების პროტოტიპის გამომგონებელმა ლუი ლე პრინსმა გადაიღო სცენა რაუნდჰეის ბაღში, სადაც მსახიობების როლში მისი ვაჟი და სიდედრ–სიმამრი არიან.
მას შემდეგ მთელ მსოფლიოში მილიონობით ფილმი გადაიღეს, მათ შორის სიყვარულზე, და, რა თქმა უნდა, ყველას ყურება შეუძლებელია. თუმცა რომანტიკულ ფილმებს შორის არის რამდენიმე, რომლებიც არა მხოლოდ ევროპული, არამედ მსოფლიო კინოს ნამდვილი საგანძურია. „სწორად, შეშლილად, ღრმად“ (Truly Madly Deeply) – დიდი ბრიტანეთი, 1990 ნინა თარჯიმნად მუშაობს და შეყვარებულის ჯეიმის უდროო სიკვდილს განიცდის. როდესაც მისი მწუხარება კულმინაციას აღწევს ჯეიმი, უფრო სწორად, მისი მოჩვენება, მოულოდნელად მის გვერდით ჩნდება. ცდილობს შეახსენოს, რომ მათი ურთიერთობა არ იყო ისეთი სრულყოფილი, როგორც ნინა ფიქრობს. მოჩვენება იწყებს მის წყობიდან გამოყვანას, ხან გათბობას ბოლომდე რთავს, ხან მეგობრებს სხვა სამყაროდან ნინას სახლში კინოსეანსზე ეპატიჟება. ნინა ფსიქოლოგთან მიდის, რომ ჯეიმის დაკარგვას და მოულოდნელად შეძენას გაუმკლავდეს. ფსიქოლოგთან ნაცნობობა ნინას ცხოვრებას ცვლის. „სიყვარული“ (Amour) – საფრანგეთი, 2012 ამ კამერული ფილმის თხრობის ცენტრშია, რომლის მოქმედება, შესავალი სცენის გამოკლებით, ერთი ბინის კედლებში ვითარდება, მოხუცი წყვილი ანა და ჟორჟი. მოულოდნელი დამბლის შემდეგ ცოლი ნახევრად უმოძრაო ხდება და ჟორჟი მასზე ზრუნვას საკუთარ თავზე იღებს. თანდათან ანას მდგომარეობა უარესდება და მოხუც კაცს გადაწყვეტილების მიღება უწევს. ამ გადაწყვეტილების სიმძიმე უზომოდ დიდია.„ჯულიეტა“ (Julieta ) – ესპანეთი, 2016 55 წლის ჯულიეტას უკვე 12 წელია არაფერი სმენია ქალიშვილის, ანთიის შესახებ: გოგონამ დედა მიატოვა, როგორც კი სრულწლოვანი გახდა, და არ დატოვა არანაირი მინიშნება, სად ეძებნათ. ჯულიეტა ბოიფრენდთან ერთად სხვა ქვეყანაში გადასვლას აპირებს, მაგრამ შემთხვევით ქუჩაში ანთიის დაქალს ხვდება. ის უყვება, სად არის ახლა ანთია. ქალიშვილთან შეხვედრის დაკარგული იმედი ისევ ჩნდება. ჯულიეტა გეგმას ცვლის და გადადის სახლში, სადაც ერთ დროს შვილთან ერთად ცხოვრობდა. იწყებს დღიურის წერას, სადაც ყვება თავის ცხოვრებაზე და საიდუმლოებებზე, რომელთაც ქალიშვილსაც უმალავდა.„ანონიმური რომანტიკოსები“ (Les émotifs anonymes) – საფრანგეთი, 2010 ანჟელიკა და ჟან–რენე ერთმანეთს ხვდებიან შეხვედრებზე, სადაც იკრიბებიან მშფოთვარე ადამიანები, რომელთაც ნებისმიერი სოციალური კონტაქტი უჭირთ. ანჟელიკა შოკოლადის მაღაზიაში მუშაობს და თავად ამზადებს კანფეტებს, თუმცა ეშინია აღიაროს, რომ ის არის ამ გემრიელი შედევრების შემქმნელი. მაღაზიის მფლობელი, რომელმაც ანჟელიკას სიმორცხვის შესახებ, იგონებს ლეგენდას განდეგილზე, რომელიც შოკოლადის ტკბილეულს ქმნის. ამ დროს ჟან–რენეს ქარხანა, სადაც ასევე შოკოლადს ამზადებენ, გაკოტრების პირასაა. კაცი ქირაობს გოგონას სავაჭრო წარმომადგენლის ადგილზე და გოგონაც, რომელსაც ახალი დამსაქმებლის დახმარება სურს, აცხადებს, რომ განდეგილ შოკოლადის მწარმოებელთან კონტაქტი აქვს. ამ ფონზე ანჟელიკას და ჟან–რენეს ერთმანეთი უყვარდებათ, მაგრამ ორივეს მორცხვობა ნამდვილი დაბრკოლება ხდება.„რენუარი“ (Renoir) – საფრანგეთი, 2012 1915 წელი. უკვე ასაკოვანი, ართრიტით დაავადებული პიერ ოგიუსტ რენუარი გატაცებულია თავისი ახალი მენატურე ანდრეთი, რომელიც არა მხოლოდ გენიოსისთვის პოზირებს, არამედ მასზე ზრუნავს. გოგონა მისი ბოლო მუზა ხდება. ყველაფერი იცვლება, როცა მხატვრის ვაჟი, ჟანი, მამის სახლში ბრუნდება. კაცი ახალგაზრდა ანდრეთი აღფრთოვანებულია და ისიც საპასუხო გრძნობით პასუხობს. უმცროსი რენუარი საკუთარი თავის ძიებაშია, ხოლო მისი მომავალი ჯერ ბუნდოვანია. მალე ახალგაზრდა კაცი თავის მოწოდებას რეჟისურაში იპოვის და ანდრე მისი პირველი მსახიობი გახდება. სხვათა შორის, ამ ფილმის სიუჟეტი ჟან რენუარის, გასული საუკუნის ერთ–ერთი უდიდესი რეჟისორის ცხოვრების რეალურ მოვლენებს ეფუძნება.„დღის ბოლოს“ (The Remains of the Day) – დიდი ბრიტანეთი, 1993 1930-იანი წლები, დიდი ბრიტანეთი. დარლინგტონ ჰოლის მსახურთუფროსი სტივენსონი მარჯვედ მართავს მომსახურეთა უზარმაზარ პერსონალს. ყოველთვის მზადაა, სასახლის სტუმრებს დაეხმაროს. დარწმუნებულია, რომ მისი ცხოვრების მთავარი და ერთადერთი მიზანია ბატონის მსახურობა. ერთხელ შტატში მოდის ახალი მოახლე, მისის კენტონი. შუახნის მსახურთუფროსი მის მიმართ რომანტიკულ გრძნობებს განიცდის, რომელიც, თითქოს ორმხრივია. თუმცა სტივენსონი თავის აზრებს და ლტოლვას არ ამხელს. მაშინაც კი, როცა შეყვარებული ეუბნება, რომ ყოფილ კოლეგას თომას ბენს ცოლად მიჰყვება, და სტივენსონს აღიარების შანსს აძლევს, გარეგნულად გულცივი რჩება. წლების შემდეგ სასახლე ახალ მფლობელზე იყიდება და სტივენსონი აცნობიერებს, რომ ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი გამოტოვა, ამიტომ მისის ბენთან შეხვედრას გადაწყვეტს.„შუამავალი“ (The Go-Between) – დიდი ბრიტანეთი, 2015) მოხუცი ლეო ხვდება იმ ადგილას, სადაც ახალგაზრდობაში, 13 წლის ასაკში ზაფხული გაატარა. იმ წელს მის მეგობარს მარკუსს სტუმრობდა და შეუყვარდა მისი უფროსი და მერიონი, რომელსაც ღარიბ მეზობელთან რომანი ჰქონდა. მშობლებს მერიონისთვის შეძლებული ახალგაზრდა კაცს ჰყავდათ შერჩეული. ლტოლვას არ მოიწონებდნენ და მოწყენილმა ლეომ შეყვარებულებს შორის შუამავლის როლი იკისრა. იმ დროს არ იცოდა, რომ მისი ჩარევა გამოიწვევდა რიგ მოვლენებს, რომლის ჭეშმარიტ მნიშვნელობას მხოლოდ ათწლეულების შემდეგ გაიგებდა.„საბედისწერო ლამაზმანი“ (Hors de prix) – საფრანგეთი, 2006 ბედი სრულიად შემთხვევით ერთმანეთს ახვედრებს ოფიციანტ ჟანს და მდიდარ კაცებზე მონადირე ირენს. გოგონა სასტუმროს ჰოლში მძინარე მამაკაცს ერთ–ერთ თავის ჩვეულ მსხვერპლად იღებს. მათ შორის ხანმოკლე რომანი ჩაღდება, მალე ირენი დამშვიდობების გარეშე მიდის. 1 წლის შემდეგ ერთმანეთს ისევ ხდებიან, მაგრამ ირენს უკვე ჰყავს ახალი შეძლებული კავალერი, ჟაკი, რომელმაც ცოლობა სთხოვა. ოდრი ტოტუს გმირი ჟანს ისევ მდიდრად ითვლის და მის მკლავებში აღმოჩნდება, რასაც ჟაკი ხედავს. გოგონას კიდევ ერთი დარტყმა ელის: შემთხვევით იგებს, რომ ჟანი მილიონერი არაა, არამედ ოფიციანტი, და ისევ ტოვებს. მაგრამ ახალგაზრდა მამაკაცი ხვდება, რომ შეყვარებულია და მის მოსაძებნად მიდის.„ნოტინგ ჰილი“ (Notting Hill) – დიდი ბრიტანეთი, 1999 უილიამი ლონდონში, ნოტინგ ჰილში წიგნების პატარა მაღაზიის მფლობელია. ანა მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი მსახიობია. ერთხელ ანა მის მაღაზიაში ხვდება. მოგვიანებით უილიამი ცნობილ მსახიობს ქუჩაში დაეჯახა და წვენი შემთხვევით გადაასხა. გაუგებრობის გამოსასწორებლად ანას სახლში ეპატიჟება. წასვლისას გოგონა იმპულსურად კოცნის. ეს ურთიერთობის დასაწყისი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ უილიამი იგებს, რომ ანას ჰყავს ახალგაზრდა მამაკაცი და გადაწყვეტს, არ ჩაერიოს. დრო გადის და ცნობილი მსახიობი ისევ წიგნების მაღაზიის ზღრუბლზე ჩნდება.„ბატონი და ქალბატონი ადელმანები“ (Mr & Mme Adelman) – საფრანგეთი, ბელგია, 2017 მათი რომანი 1971 წელს ღამის კლუბში შემთხვევით დაიწყო. ვიქტორი დამწყები მწერალი იყო, ხოლო სარას კლასიკურ ლიტერატურაში მაგისტრის ხარისხი უკვე ჰქონდა. სარას კორექტურის წყალობით ვიქტორის რომანს ბეჭდავენ და ის ნამდვილი ბესტსელერი ხდება. ამას მოჰყვება ქორწილი და ორი შვილის დაბადება. უფროსი ძალიან ავად არის. სარა და ვიქტორი ბევრ სირთულეს გადალახავენ, მაგრამ სიმდიდრის გამოცდას ვერ უძლებენ და შორდებიან. დროის შემდეგ წყვილი ისევ ერთადაა. სიბერეში ვიქტორს ალცჰაიმერის დაავადება უვითარდება. ქმართან 45 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ სარა ქვრივდება. ერთხელ მასთან მიდის ჟურნალისტი, რომ გენიოსის ცხოვრებაზე გაიგოს. ჟურნალისტი ყურადღებით უსმენს და იგებს, რომ ამ ისტორიაში ყველაფერი ასე მარტივად არაა.„ერთხელ“ (Once) – ირლანდია, 2007 ამ ფილმის ერთ–ერთი უჩვეულო თავისებურებაა ის, რომ მთავარ გმირებს სახელები არ აქვთ. ტიტრებში მითითებულია, როგორც „ბიჭი“ და „გოგო“. ბიჭი ქუჩის მუსიკოსია, რომელიც ღამით უკრავს, დღისით მამის მაღაზიაში მუშაობს და მტვერსასრუტებს არემონტებს. გოგონა ყვავილებს ყიდის და სახლებს ალაგებს. ერთ–ერთი გამოსვლისას გოგონა უახლოვდება და მუსიკაზე ეკითხება. მალე ახალგაზრდებს შორის სიმპათია იბადება. გოგონა აღიარებს, რომ მუსიკით გატაცებულია და ფორტეპიანოზე უკრავს. ბიჭი ერთ–ერთ თავის ახალ სიმღერას ასწავლის. მოკლედ, ეს ფილმი არ იქნებოდა უჩვეულო, სცენარი რომ განვითარებულიყო ისე, როგორც სხვა რომანტიკულ ფილმებში.ასევე დაგაინტერესებთ: 1. 10 საუკეთესო რომანტიკული ფილმი კინოს ისტორიაში 2. 10 ძლიერი ფილმი, რომელიც მეტყველების უნარს დაგაკარგვინებთ 3. 10 ფსიქოლოგიური ფილმი, სადაც ჩაკეტილ სივრცეში ნამდვილი საშინელება ხდება 4. ტოპ 6 კორეული რომანტიული ფილმი 5. 14 ფილმი, რომელთა შექმნისთვის ფული დაზოგეს, მაგრამ მათ ნამდვილი ფურორი მოახდინეს 6. სტივენ კინგმა დაასახელა თავისი საყვარელი სერიალი და ის ჰორორის ჟანრში არაა 7. ყველაზე საინტერესო თურქული სერიალები, რომელთა ყურებისას დრო შეუმჩნევლად გაფრინდება 8. ჟურნალმა Time 2020 წლის 10 საუკეთესო სერიალი შეარჩია 9. 10+ კინოშედევრი საღამოს საყურებლად, რომლის არჩევანშიც არ შეცდებით 10. ექსპერტებმა ჩვენი დროის ყველაზე საშინელი ფილმები აარჩიეს. სიბნელეში არ უყუროთ უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 144 2-ს მოსწონს |