x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორ აღმოჩნდა მთვრალი ქართლოს კასრაძე ვახტანგ გორგასალი
image27 აგვისტოს დაიბადა საქართველოს სახალხო არტისტი, იუმორისტი, სალაპარაკო ჟანრის მსახიობი და სკეტჩების დიდოსტატი, ქართლოს კასრაძე. ქვემოთ გთავაზობთ ერთ სახალისო ისტორიას, რომელიც მსახიობს გადახდა.


საბჭოთა დროში მეტისმეტად გადამთვრალ პიროვნებებს აკავებდნენ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საბაბით. ზოგი მილიციელი უფროსისათვის თავი რომ მოეწონებინა, აჭარბებდა კიდეც თავის უფლებამოსილებას და ოდნავ ნასვამსაც კი განყოფილებაში მოაბრძანებდა.


ამ მხრივ რეკორდსმენი იყო უმცროსი სერჟანტი ვანო ზანდუკელაშვილი. ვანო თუ მორიგე იყო, ყოველთვის რაღაც კურიოზი ხდებოდა.


სამსახურში მისულს უფროსმა ჰკითხა:



– წუხელ წესრიგის დამრღვევი ბევრი გყავდა?


– აი, უფროსო, ყველანი აქ არიან, – თქვა და მაგიდაზე “პროტოკოლები” დადო, რომელიც მაშინ დაკითხვის ფორმით დგებოდა.


უფროსმა ვანო გაუშვა და კითხვას შეუდგა. ორი მოქალაქის ოქმი წაიკითხა და მესამეზე გადავედა თუ არა სახტად დარჩა – “პროტოკოლში” ეწერა:


გვარი და სახელი – ვახტანგ გორგასალი.
დაკავების ადგილი – ჭრელი აბანოს მიდამოები.
დაკავების მიზეზი – მთვრალ მდგომარეობაში.
მიდიოდა ხოხობზე სანადიროდ”.


ანუ ვანომ ჭრელ აბანოებთან ხოხობზე მონადირე მთვრალი “ვახტანგ გორგასალი” დააკავა.


უფროსმა ვანო კაბინეტში გამოიძახა და უთხრა, – ერთი ეგ ვახტანგ გორგასალი შემოიყვანეო.


ცოტა ხანში ვანომ ახალგამოღვიძებული ვახტანგ გორგასალი მოიყვანა, რომელიც ქართლოს კასრაძე აღმოჩდა.

0
276
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
276
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0