პროფილაქტიკა თითო კატა, ყველა ოჯახში – მეცნიერები კატის ყოლის რეკომენდაციას იძლევიან... 2023, 22 აგვისტო, 8:49 უპირველეს ყოვლისა, შინაური ცხოველები ადამიანს სულიერი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ესაჭიროება და არა ანგარების მიზნით. მაგრამ, არსებობს რამდენიმე სამეცნიერო მიზეზი, რის გამოც, ნამდვილად ღირს კატის აყვანა. აქ მხოლოდ 5 ფაქტს მოგიყვანთ, რომლის გაცნობის შემდეგ, მიხვდებით, თუ რა სარგებლობა მოაქვს ამ ცხოველს ჩვენთვის! მაშ, ასე, თუ ჯერ კიდევ ეჭვები გაქვთ და ვერ გადაგიწყვეტიათ, გინდათ თუ არა, რომ სახლში კატა იყოლიოთ, მაშინ გაეცანით, ამასთან დაკავშირებით, რას ფიქრობენ მეცნიერები: I. კატები სასარგებლონი არიან ჩვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის მინესოტას უნივერსიტეტში (University of Minnesota, აშშ) გაარკვიეს, რომ კატების მფლობელები, სხვებთან შედარებით, ინფარქტით 30% უფრო იშვიათად იღუპებიან. ეს მონაცემები, 30-დან – 75 წლამდე ასაკის 4, 5 ათას ადამიანზე, 10 წლიანი სამეცნიერო დაკვირვების შედეგად მიიღეს. გარდა ამისა, კვლევების შედეგად, ასევე დამტკიცდა, რომ კატები გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა დაავადების რისკებსაც ამცირებენ. ამას კი იმით ხსნიან, რომ ეს ცხოველები სტრესისგან გათავისუფლებაში გვეხმარებიან, რაც თავის მხრივ, უამრავი დაავადების წინაპირობას წარმოადგენს. II. კატები ამაგრებენ ჩვენს ძვლებს დიახ, ნუ გაიკვირვებთ. ჩრდ. კაროლინის ცხოველებთან ურთიერთობის ინსტიტუტის (HABRI, აშშ) მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ხმები (უპირატესად, კრუტუნი), რომელსაც კატები გამოსცემენ, გაბზარული და გატეხილი ძვლის შეხორცების პროცესს აჩქარებს და ტრავმით გამოწვეულ ტკივილს აყუჩებს. III. კატები გვეხმარებიან დეპრესიასთან ბრძოლაში Mental Health Foundation (მენტალური ჯანმრთელობის ფონდი, ბრიტანეთი) კვლევითმა ცენტრმა, კატის მფლობელებს შორის, გამოკითხვა ჩაატარა. რესპონდენტთა 76% განაცხადა, რომ მათ კატები სირთულეების გადალახვაში და მძიმე აზრებისგან ყურადღების გადატანაში ეხმარებიან. იგივე გამოკითხვა ჩაატარა ზემოთ აღნიშნულმა, ცხოველებთან ურთიერთობის ინსტიტუტმაც და 2 ათასი გამოკითხულიდან – 74% განაცხადა, რომ ცხოველებთან ურთიერთობის შედეგად, მათი ფსიქიკური მდგომარეობა უმჯობესდება. IV. კატები ბავშვებს ასთმის განვითარებისგან იცავენ ამერიკის ალერგიის და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის (National Institute of Allergy and Infectious Diseases) მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კატებს ბავშვების დაცვა ასთმის და ალერგიის განვითარებისგან შეუძლიათ, თუ ეს ცხოველები სახლში, ბავშვის დაბადების პირველი დღეებიდან იმყოფებიან. ამას გარდა, თუ ბავშვს კატის ბეწვზე ალერგია არ აქვს, კატა, ყველა სხვა კომპონენტზე ალერგიის გაჩენის ალბათობას თრგუნავს, V. კატა, როგორც უძილობის წამალი გამოკითხვა, ძილის დარღვევის მქონე პაციენტებს შორის, საინტერესო შედეგს იძლევა: თუ შინაური ცხოველი ადამიანის საწოლშია, ან თუნდაც საძინებელში, ძილი უფრო ღრმა და მშვიდი ხდება. ამას გამოკითხულთა 40%-ზე მეტი აღნიშნავს. P. S. თანამედროვე მსოფლიო, პირობითად, ორ ნაწილად იყოფა: არიან ძაღლის მოყვარულები და კატის მოყვარულები. პირადად მე, კატის მოყვარულთა ჯგუფში შევდივარ (მყავს 2 კატა: მოლი და ჟუჟუ), მაგრამ არა იმიტომ, რომ ძაღლები არ მიყვარს. უბრალოდ, კატა უფრო ადვილი მოსავლელია: არ უნდა გარეთ გაყვანა, დამოუკიდებელი ცხოველია და საკუთარ თავს თვითონ უვლის. ზოგიერთ ადამიანს კატა უყვარს, მაგრამ მის აყვანაზე, თავს ბეწვის გამო იკავებს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბეწვი პრობლემა არ არის. მაგ., რბილი ავეჯის გასაწმენდად, სულ რამდენიმე წუთია საჭირო, თუ მას წებოვან ლენტს («სკოჩს») გადაატარებთ. იმავენაირად შეგიძლიათ, კატის ხელში აყვანის შემდეგ, სამოსიც გაიწმინდოთ. არხის სხვა სიახლეები:* მრუშობა სიკვდილით ისჯებოდა, ყაჩაღობა კი, ჯარიმით – დანაშაული და სასჯელი ძველ ეგვიპტეში* როგორ გახდა მუმია "წამალი" და "საოცარი ნივთიერება", რომელსაც ის შეიცავს* რა გავლენას ახდენს ქვეცნობიერი ჩვენს ორგანიზმზე და ჯანმრთელობაზე? – საიდუმლო ამოხსნილია* ყვითელი და წითელი საზამთრო – იცით რა განსხვავებაა მათ შორის?285 1-ს მოსწონს
|