შოუბიზნესი "მამაჩემი და უოლტ დისნეი საფლავებში იტრიალებდნენ" - 1937 წელს "ფიფქიას" შემქმნელის ვაჟმა ანიმაციის "რიმეიქი" გააკრიტიკა 2023, 21 აგვისტო, 15:37 დევიდ ჰეილ ჰენდმა, ანიმატორის დევიდ დოდ ჰენდის ვაჟმა, რომელიც 1937 წლის მულტფილმის “ფიფქია და შვიდი ჯუჯის" რეჟისრი იყო, The Telegraph-თან ინტერვიუში თქვა, რომ მამამისი და უოლტ დისნეი „საფლავებში იტრიალებდნენ “, რომ გაეგოთ რიმეიქების შესახებ, რომლებსაც დისნეის ამჟამინდელი უფროსები ქმნიან. მამაკაცის თქმით, სტუდია უბრალოდ ანადგურებს მამის მემკვიდრეობას, ცვლის კლასიკური ფიფქიის სიუჟეტში თანამედროვე დღის წესრიგს. და ბევრი ასეთი ცვლილება იქნება: მაგალითად, ჯუჯების ნაცვლად, ფიფქია ტყეში სხვა "ჯადოსნურ არსებებს" შეხვდება და არ დაელოდება, სანამ სიმპათიური პრინცი გადაარჩენს და შეიყვარებს. რეიჩელ ზეგლერმა, ფიფქიის ფილმის ადაპტაციის მთავარმა მსახიობმა, გააზიარა ეს დეტალები და ორიგინალურ მულტფილმს უწოდა "უკიდურესად მოძველებული". ჰენდმა ურჩია სტუდიას, შეეწყვიტათ „კლასიკის აღება და მათი გადაწერა, როგორც მოსწონთ“, სანაცვლოდ ახალი პერსონაჟებისა და ახალი ისტორიების შექმნაზე ფოკუსირებისკენ მოუწოდა. „შექმენით ახალი გმირები, თუ მართლა გსურს, მაგრამ არ გაანადგუროთ ის, რაც უკვე არსებობს, რაც კლასიკური და ლამაზი ნამუშევარია“, - აღნიშნა მან. 239 1-ს მოსწონს
|