x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"რავა ყველა ატეხილს მე უნდა გადავეყარო" - გურამ შეროზია სახალისო ისტორიას ავრცელებს

image

გურამ შეროზია — ქართველი ბლოგერი, ლექტორი და მოგზაური სახალისო ისტორიას ავრცელებს სოციალურ ქსელში, რომელიც თურქეთში გადახდა.


"ამოვლასლასდი სახლში, გამოვაღე ფანჯარა და წამოვწექი, შუაღამეა… სტამბოლში ვარ, კი იცით. უცებ მესმის ფანჯრიდან განწირული კივილი, თუ კვნესა. მივვარდი ფანჯარას, არაფერი ჩანს, მიმართულებას ვხვდები. მეთქი დავიკიდებ კაი, მაგრამ არ წყდება, თითქოს იმენნა რაღაცას უშვებიან, ან აძალებენ. ვაჰ, თან გოგოს ხმაა - გადამეკეტა. სახლში ყველაზე მძიმე - რკინის ჩაიდანი ვიპოვე, დავავლე ხელი, ნუ გასაღებსაც მოვუსინჯე წვერი, რორამე და თავს დამესხან - შიგ თვალში დავუტრიალო მომენტში ვერ ვიგებ, კივის თუ კვნესის, იქნებ მოსწონს რაც ხდება? მაგრამ არაა, უნდა დავეხმარო. თან მეშინია, შუაგულ სტამბოლში, ფათიჰის ჩაბნელებულ ქუჩაზე კაი რაინდივით მივაბიჯებ საშველად, ხელში ჩაიდნით და გასაღებით. ხმები ახლოვდება, უკვე ვნერვიულობ, ვიღებ ტელეფონს და ვანათებ ყვირილის ადგილას.
ხმა კიდევ უფრო შემზარავია, გოგო კი არა ბავშვია მგონი - ვუჩქარებ ნაბიჯს და უკვე ცოტა მეც აგონიაში ვარ, ვანათებ და….
…ორი ატეხილი კატა!!
მორჩა კინო, დავიშალეთ.
რავა ყველა ატეხილს მე უნდა გადავეყარო, კატასაც კი.."-წერს სოციალურ ქსელში გურამ შეროზია.



0
314
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
314
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0