სხვა კომფორტულად ძილი სიცხეში... თან, კონდიციონერის გარეშე 2023, 17 აგვისტო, 18:19 ზაფხულის სიცხეში, კომფორტულად ძილისთვის, იდეალური ვარიანტი კონდიციონერი და ჰაერის დამატენიანებელი სპეციალური მოწყობილობაა. მაგრამ, თუ არც ერთი გვაქვს და არც მეორე? ასეთ შემთხვევაში, როგორც მედიკოსები გვირჩევენ, ძილის წინ:
I. სახლში ფანჯრები უნდა გავაღოთ, ხოლო საძინებელში, პირიქით — დავკეტოთ. II. ფანჯრებზე ფარდები ჩამოვაფაროთ და პულვერიზატორით წყალი მივასხუროთ.
III. კარგი იქნება, თუ საწოლთან ახლოს, ცივი წყლით სავსე თასსაც დავდგამთ. მართალია, ის ოთახს არ გააგრილებს, მაგრამ, ტენიანობას გაზრდის და სუნთქვა ბევრად უფრო ადვილი იქნება.
IV. როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს, პლედის გარეშე უნდა გვეძინოს, ან ბუნებრივი ქსოვილის, სელის ან ბამბის პლედები გამოვიყენოთ — ცხელ ამინდში, არ შეიძლება სინთეტიკური ქსოვილის სამოსის ჩაცმა და პლედების გამოყენება, რადგან კანს სუნთქვა გაუჭირდება. *** კომფორტულად ძილის გარდა, აქვე გთავაზობთ ექიმი-ენდოკრინოლოგის ე. იანგის რჩევებს, რომელიც ღრმა ძილის ფაზის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ. როგორც ცნობილია, ღრმა ძილის ფაზას დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის და განსაკუთრებით, იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის. ამრიგად, გაღვიძების დროს, დაღლილობის შეგრძნება რომ არ გვქონდეს და მხოლოდ კი არ დავიძინოთ, გამოვიძინოთ და ორგანიზმმა დაისვენოს კიდეც, შემდეგი რჩევები უნდა გავითვალისწინოთ:
I. ძილის წინ მივიღოთ ცხელი აბაზანა (სურვილის შემთხვევაში, ინგლისური მარილის გამოყენება შეიძლება);
II. უნდა გამოვიყენოთ მართკუთხედის ფორმის კისრის ბალიში, ცენტრში ჩაღრმავებით;
III. ძილზე და მის ხარისხზე გავლენას კვების რაციონიც ახდენს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასში ტრიპტოფანით მდიდარი პროდუქტები შედიოდეს. როგორებიცაა: ყველი, კვერცხი, რძე, თევზი, ინდაურის და ქათმის ხორცი, ლობიო, ოსპი, არაქისი, აკაჟუ;
IV. ძილის წინ, სასარგებლოა მომადუნებელი, სარელაქსაციო მუსიკის ან აუდიოწიგნის მოსმენა — ეს ტვინს ამშვიდებს და ორგანიზმს ძილისთვის განაწყობს...
P. S. ძილი — სიცოცხლის მეორე მხარეა, რომელშიც ადამიანი ისევე აქტიურად ცხოვრობს, როგორც ფხიზლად ყოფნის პერიოდში. ეს ორი ცხოვრება, ერთმანეთისგან განუყოფელია და შესაძლოა, ერთმანეთზე მუდმივად მოქმედებდნენ კიდეც.
ჩვენ დღე-ღამეში, საშუალოდ, 7-8 საათი გვძინავს — ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები... და ძილის ხანგრძლივობა, ასაკზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ, ბავშვებს და ახალგაზრდებს უფრო მეტ ხანს სძინავთ, ვიდრე ხანში შესულებს და მოხუცებს. ძილის ხანგრძლივობაში თავისი კორექტივები, სხვადასხვა დაავადებას და პათოლოგიებს შეაქვს: მაგ., დიდ ხანს სძინავთ ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებს, ხოლო, ნარკოდამოკიდებულები, — თითქმის, მთელ დროს ძილში ატარებენ. ძილში დროჩერდება, რადგან ცნობიერება მის კონტროლს წყვეტს. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* 30 მლნ. წლის არტეფაქტი, რომელიც საიდუმლო ლაბორატორიაში ინახება* 10 საინტერესო ფაქტი ვერცხლის შესახებ* გამოცანები გონებამახვილთათვის (პასუხები აქვს)* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად620 2-ს მოსწონს
|