ქალი და მამაკაცი ბრიტანელი ოთხშვილიანი წყვილი ამტკიცებს, ერთმანეთის ღალატი უფრო აბედნიერებს მათ 2023, 16 აგვისტო, 18:53 ![]() ბრიტანელი წყვილი ოთხი შვილით ამტკიცებს რომ მრუშობამ მათი ურთიერთობა გაამყარა და კარგის გარდა არაფერი მოუტანა. მათ ისტორიას გამოცემა Daily Mirror-ი ავრცელებს. 31 წლის ზოი გრეი და მისი 36 წლის პარტნიორი მეთი "ღია" ურთიერთობაზე თითქმის მაშინვე შეთანხმდნენ, როგორც კი დაიწყეს ურთიერთობა. იდეა თავდაპირველად მეთმა შესთავაზა, რომელსაც წარსულში არაერთხელ უღალატეს გოგოებმა. მისი აზრით ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელი იყო, თუ ზოი დაუშვებდა, რომ საყვარლები დაუყოვნებლივ გაიჩინოს. თავდაპირველად, მხოლოდ ზოის ჰქონდა ღალატის უფლება, მაგრამ იმ პირობით, რომ მეთის პირადი ცხოვრების ყველა დეტალს გაუზიარებდა. თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ მან მეთსს შესთავაზა ეცადა სექსი სხვა ქალებთან იმავე პირობებით. ![]() მათი თქმით, ახლა მათ ოჯახში განსაკუთრებული ნდობა და სიახლოვე ჩამოუყალიბდათ, რადგან ერთმანეთს არაფერს უმალავენ. პარტნიორები ერთად დადიან სვინგერების წვეულებებზე, ხვდებიან სხვა წყვილებს და ეძებენ გაცნობის საიტებზე საყვარლებს. წყვილს ახალი ნაცნობებთან რამდენიმე წინაპირობა აქვს: ურთიერთსიმპატია, უსაფრთხოების ზომების დაცვა და სექსის დროს დამაცავი საშუალებების გამოყენება. ![]() „ძალიან ბედნიერები ვართ და ყველა ჩვენი ახალი ნაცნობიც კმაყოფილია საკუთარი არჩევანით და ჩვენი გაცნობით. ამ საზოგადოებაში(შენიშვნა: გულისხმობს სვინგერებს)არავინ არავის განსჯის და ამ გამოცდილებით, ჩვენ შევიძინეთ ნამდვილი მეგობრები მთელი ცხოვრების მანძილზე“. -( ზოი) 490 2-ს მოსწონს
|