საზოგადოება "შვილს სჯერა, რომ დედამისი კანფეტებზეა წასული და მალე მოუტანს" - ცნობილია შოვის ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლი 2023, 13 აგვისტო, 17:31
შოვის სტიქიაში დაღუპულებს შორის არის ახალგაზრდა ქალი, მარტოხელა დედა სოფო ბაკურაძე.
23 წლის სოფო ბაკურაძე სოფელ გლოლადან იყო. ის შოვში, კოტეჯებში დამლაგებლად მუშაობდა. მას 4 წლის შვილი დარჩა. როგორც გარდაცვლილის ნათესავმა თინათინ იჩქიტიძემ განაცხადა, ისინი დნმ-ის პასუხს ელოდებოდნენ. "იყო მარტოხელა დედა და ყოველ ზაფხულს დადიოდა შოვში და დამლაგებლად მუშაობდა. 3 აგვისტოს რომ წავიდა, იმის მერე არ გვინახავს, ვეძებდით ცხედარს. ეს დღეები ველოდებოდით დნმ-ის პასუხს, გუშინ მოვიყვანეთ სახლში და სამშაბათს არის დაკრძალვა. ბავშვი ისევ ონში იმყოფება ახლობლებთან, რომ სტრესი არ მიიღოს, მას ისევ სჯერა, რომ დედამისი კანფეტებზეა წასული და მალე მოუტანს", - განაცხადა გარდაცვლილის ნათესავმა თინათინ იჩქიტიძემ. ორგანიზაცია "რაჭის ახალგაზრდული ასამბლეამ" სოფოს შვილისთვის საქველმოქმედო აქცია დაიწყო. მოქალაქეები სოფოს შვილს, ლუსის უგროვებენ როგორც ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე სამოსსა და სათამაშოებს. “რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა’’ მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს სოფოს ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს აქვე გეტყვით, რომ ჩვენი საქველმოქმედო აქცია #ლუსისთვის გრძელდება, ოჯახის და სოფოს ახლობლების აქტიური ჩართულობით, გეტყვით. რომ ყოველი ჩვენი ნაბიჯი, არის მათთან შეთანხმებული და გამჭირვალე. თქვენ მიერ გაღებული თითოეული თეთრი იქნება მათთან, ამონაწერის სახით. გამოგზავნილი სამოსი, სათამოშოები და სხვა ნივთები კი სიებთან ერთად უახოლეს მომავალში გადაეცემა ოჯახს"-ნათქვამია განცხადებაში.
46 3-ს მოსწონს
|