x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134522
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508639
როგორ მოვამზადოთ კვერცხიანი ღვეზელი: რეცეპტი მოხარშული კრემით
ფილიპინების ღვეზელი ერთ-ერთი საუკეთესო ღვეზელია, რომელიც ოდესმე გამისინჯავს. თუ მოხარშული კრემი გიყვართ, თქვენთვის იდეალური რეცეპტია. ღვეზელს ლამაზი, სქელი შიგთავსი და გემრიელი ქერქი აქვს.


image

პროდუქტების ნაკრები


ღვეზელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:


  • 1, 5 ჭიქა უნივერსალური ფქვილი
  • ½ ჩ/კ მარილი
  • 2 ს/კ შაქარი
  • ½ ჭიქა უმარილო კარაქი (კუბებად დაჭერით)
  • 1 კვერცხის გული
  • ½ ჩ/კ ვანილი
  • 3 ს/კ წყაროს წყალი


პროდუქტები კრემისთვის:


  • 1 ქილა დაკონსერვებული რძე უშაქრო;
  • 5 კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 2 ჩ/კ ვანილი
  • 1 კვერცხის ცილა

image

ვამზადებთ ცომს:

1. დიდ თასში ფქვილი, მარილი და შაქარი კარგად აურიეთ.


image

2. კარაქი კუბებად დაჭერით და ფქვილს დაუმატეთ, აურიეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.


image

3. ფქვილის ნარევს კვერცხის გული, ვანილი და 3 ს/კ წყაროს წყალი დაუმატეთ. კვერცხის ცილა შეინახეთ.


4. კომპონენტები აურიეთ და ცომი მოზილეთ, ცელოფანი გადააფარეთ და 1 საათი გააჩერეთ.


image

5. მაგიდას ფქვილი მოაყარეთ და ცომი 3-4 მმ სისქეზე გააბრტყელეთ, 22-25 სმ დიამეტრის ფორმაში მოათავსეთ.


6. ზედმეტი ცომი მოაჭერით და ლამაზი გვერდები გაუკეთეთ.


image

7. მზა ბისკვიტი მაცივარში შეინახეთ და კრემის მომზადებას შეუდექით.


image

ვამზადებთ კრემს:


1. ქვაბში კონცენტრირებული რძე ჩაასხით და შეათბეთ.


image

2. დიდ თასში 5 კვერცხი ათქვიფეთ და კარგად აურიეთ. ნელ-ნელა შაქარი და ვანილი დაუმატეთ.


3. ამის შემდეგ შემთბარი რძე თანდათანობით დაუმატეთ და ათქვიფეთ.


4. ცალკე თასში კვერცხის ცილა მიქსერით ათქვიფეთ და კრემის ნარევს დაუმატეთ.


ბოლო ეტაპი:


1. მაცივრიდან ბისკვიტი გამოიღეთ და შიგთავსი ჩაასხით.


image

2. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ, შემდეგ ტემპერატურა 165 გრადუსამდე დასწიეთ და 50-60 წუთით აცხვეთ.


image

3. ბოლომდე გაგრილება აცადეთ, სანამ დაჭრით.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ვაშლის ღვეზელს კაკლის შიგთავსით 15 წუთში ვამზადებ

2. როგორ მოვამზადოთ თევზის ღვეზელი

3. ცხელი ლავაშის რულეტი კარტოფილით და სოკოთი: წასახემსებელი, რომელსაც ყველაზე მეტად აქებენ

4. ბლინებს ინგლისურ სტილში ვამზადებ: მასზე უკეთესი არაფერი მიჭამია

5. ჩვენი ოჯახის საყვარელი ნამცხვარი ხაჭო-ვაშლის შიგთავსით

6. ნაზი ყველიანი კექსი მთელ ოჯახს ძალიან უყვარს: თითოეულში ფერადი სიურპრიზია

7. ლიმონი-ყაყაჩოს კექსი: მსუბუქი და გემრიელი

8. ღვეზელი ზეთისხილით და ბოსტნეულით - გემრიელი კერძი ბერძნული სამზარეულოდან

9. დახურული პიცის მომზადების ყველაზე სწრაფი რეცეპტი

10. კარგი იდეა დასვენების დღეებისთვის: ფენოვანი ცომი ლორით


უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი


0
21
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
21