x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
სასამართლომ tkt.ge-ს კინოთეატრების ბილეთების ექსკლუზიურად გაყიდვა აუკრძალა
image

.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე დაწყებული მოკვლევის ფარგლებში, წარდგენილი შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა. ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს მიერ მოკვლევის დასრულებამდე, სასამართლოს ბრძანებით შეჩერდა – შპს "სადისტრიბუციო კომპანიასა" და შპს "ონლაინ თიქეთსს" (სამართალმემკვიდრე შპს "თინეთი") შორის 2022 წლის 31 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოქმედი ექსკლუზივის პირობა.


ზემოხსენებული პირობის ფარგლებში, "სადისტრიბუციო კომპანია" შპს "თინეთს", 2 წლის ვადით, ექსკლუზიურად გადასცემდა ქვეყანაში მოქმედი 6 ძირითადი კინოთეატრის ბილეთებს ონლაინ რეალიზაციის მიზნით და იღებდა ვალდებულებას, არ გადაეცა კინოთეატრის ბილეთები სხვა კომპანიებისათვის, რაც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შეფასებით, ამავე საქმიანობით დაკავებული სხვა სუბიექტების ბაზრიდან განდევნას იწვევდა.

კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ამ დროისთვის, მოკვლევის 6 საქმეს სწავლობს. 2023 წელს, უწყებამ 2 მოკვლევა დაასრულა და ორივე შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა. ამავე პერიოდში, 6 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

0
36
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0