საქართველო "მილიონჯერ წავშალე და ახლიდან დავწერე პოსტი...."-ნათია ბერიძე 2023, 8 აგვისტო, 18:24
"მილიონჯერ წავშალე და ახლიდან დავწერე პოსტი....
არ ვიცი რანაირად უნდა გერქვას ადამიანი, სხვისი შვილის გადარჩენა არ გიხაროდეს. როგორ უნდა გეძინოს მშვიდად და შენ შვილს ეფერებოდა როცა მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცის პოლიტიკური გემოვნება არ მოგწონს 4 ანგელოზს აყვედრიდე სიცოცხლეს.
ყველას ძალიან გვტკივა და ალბათ ამ ტკივილის მოშუშება რთული იქნება, წარმოდგენა არ შემიძლია იმ ადამიანების ტკივილის ვინც იქ შვილები, ცოლები, დედები, ახლობლები დაკარგა, იპოვნა ან ჯერ ისევ ეძებს და იმედით გაჰყურებს ყოველ წამს
გზას, რომ რომელიღაც მაინც განოჩნდება ცოცხალი, ტყეში თავშეფარებული.... არ მეგულებოდა აქამდე ადამიანი ვისაც ბავშვების სიცოცხლე ასე გააღიზიანებდა სანამ თქვენ არ წაგაწყდით... ცივსისხლიან მანიაკებს... ამ კაცმა ყველაზე კარგად იცის რას ნიშნავს ოჯახის წევრის დაკარგვა... ლოდინი, იმედი რომ ცოცხალს იპოვნიან... ამ კაცმა ყველაზე კარგად იცის ბავშვების სიცოცხლის ფასი, დღემდე მისი ხელფასი სრულად ირიცხება ფონდში და ლეიკემიით დაავადებული უამრავი ბავშვი ამ ფონდიდან დაფინანსდა და გამოჯანმრთელდა, გარდა ამისა საკუთარი ჯიბიდან ათასობით ლარს გასცემს მუდმივად ბავშვების და არა მარტო ბავშვების დასახმარებლად და გადასარჩენად. მე კახას არ ვიცნობ, თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ ადანიანია და თუ მის ყურამდე რამე მიდის არასოდეს, არასოდეს ხუჭავს თვალს და ყველას ეხმარება პოლიტიკური ნიშნის მიუხედავად. ამ თვალებში რაც ახლა ფოტოზე ჩანს იმაზე დიდი ტკივილია ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. სულ ოდნავ მაინც თუ შეგიძლია ადამიანის ამოცნობა, საკმარისია მხოლოდ ეს ერთი ფოტო ხედავდე რა ხდება მის გულში. ამას ვერ ითამაშებ... თქვენი შვილები რომ ასე გადარჩენილიყვნენ ჭიქას ვერ გაგაგდებინებდით ხელიდან და ჩემოდნებს ვერ ჩამოგაღებინებდით თვითმფრინავიდან ისე აღნიშნავდით, კაცი შვილებთან არ მისულა მგონი ჯერ... იცით რა განსხვავებაა ამ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და თქვენს შორის?! ადამიანობა... ასეთი თვალები არასოდეს, არავის და არაფრის გამო არ გექნებათ არცერთს... არ არა ვერ, იმიტომ რომ თქვენში არც ადამიანობაა, არც ემოცია, არც თანაგრძნობა არ არსებობს... კახის უამრავი მადლიერი მშობლის ლოცვა დაყვება თან, ვისთვისაც კახის სიკეთე უკეთებია, აი თქვენ რა გეშველებათ მხოლოდ წყევლა, ბოროტება, ზიზღი და შური რომ გაქვთ ნაფრქვევი და გაცემული, რას ელით უკან განგებისგან ...."-წერს სოციალურ ქსელში ნათია ბერიძე. 345 2-ს მოსწონს
|