x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
შსს ავრცელებს ინფორმაციას ამბროლაურის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის მირიან ჭელიძის გარდაცვალების შესახებ

შსს-ს ინფორმაციით 48 წლის მირიან ჭელიძე სამსახურებრივი მოვალეობის დროს შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა. ის ეს დღეები სტიქიური უბედურების ზონაში მუშაობდა და იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს.



image



შსს-ს განცხადება სრულად:

"შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამბროლაურის რაიონული საამართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელის, 1975 წელს დაბადებული მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო.
პოლიციის მაიორი, ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს".
0
15
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0