x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
გია სურამელაშვილი სახლში „ალტ–ინფოს“ უყურებს
image

.

ეპატაჟური და ყველაზე სკანდალური ქართველი მომღერალი გია სურამელაშვილი, როგორც ირკვევა, საკუთარ სახლში მოსვენების დროს კონსერვატიული მოძრაობის პოლიტიკური და საზოგადოებრივი შეხედულებებით ინტერესდება და შინ ყოფნისას მათ მიერ დაფუძნებულ ტელეკომპანია „ალტ–ინფოს“ უსმენს. ამ უცნაური დეტალის შესახებ მის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს.

.


ეს კადრი ჩანს თავად გია სურამელაშვილის მიერ გადაღებულ ვიდეოში, სადაც კედელზე ჩართული ტელევიზორია, რომელიც ტელეკომპანია „ალტ–ინფოს“ აჩვენებს

.

მომღერალს ამ ფაქტთან დაკავშირებით რაიმე მინიშნება, ან განმარტება არ გაუკეთებია, თუმცა ერთ–ერთ კადრში წამიერად ჩანს ხსენებული ტელეკომპანიის ლოგო, რითაც უტყუარად დასტურდება, რომ ტელევიზორი სწორედ ტელეკომპანია „ალტ–ინფოზეა“ გადართული. ამ ფაქტმა საზოგადოების გაკვირვება გამოიწვია. სოციალურ ქსელში ამას არაერთგვაროვანი კომენტარები მოჰყვა, ბევრი სვამს კითხვას, ამ ჟესტით სურამელაშვილის პოლიტიკური გემოვნება და ინტერესები ხომ არ გამჟღავნდა...

.

თავად მომღერალი გია სურამელაშვილი სხვადასხვა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავს, რომ ვერ ერკვევა პოლიტიკაში, არ უსმენს ახალ ამბებს და ვერ ცნობს სახეზე პოლიტიკოსების და თანამდებობის პირების უმრავლესობას. მისი თქმით, მოუცლელობის და დროის უქონლობის გამო მას ამისთვის დრო არასოდეს აქვს.

0
259
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0