ეკონომიკა გემის "პროპელერთან" დამალულებმა 14 დღე იცურეს ოკეანეში და სჯეროდათ რომ ევროპისკენ მიცურავდნენ 2023, 4 აგვისტო, 11:04 ოთხი ნიგერიელი კაცი გემის საჭის ზედა ნაწილზე იმალებოდა და მათ სჯეროდათ, რომ ევროპისკენ მიცურავდნენ. თუმცა ორი კვირის შემდეგ შოკირებული იყვნენ, როცა ევროპის ნაცვლად ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთით ვიტორიის პორტში აღმოჩნდნენ. ნიგერიიდან სიღარიბეს გაქცეულებმა უკეთესი ცხოვრების საძებნელად 5, 600 კილომეტრი გაცურეს ოკეანეში. მე-10 დღეს წყალი და საკვები ამოეწურათ და ოთხი დღე მხოლოდ ზღვის წყალს სვამდნენ. ამ სასიკვდილო მოგზაურობისგან ისინი ბრაზილიის ფედერალურმა პოლიციამ გადაარჩინა. ბრაზილიის პოლიციელი წყალს აწვდის 4 დღის მწყურვალ ნიგერიელ მიგრანტს”ეს იყო საშინელი გამოცდილება ჩემთვის, ბორტზე ადვილი არ არის. ვკანკალებდი, ისე მეშინოდა. მაგრამ მე აქ ვარ", - თქვა 38 წლის ოპემიპო მეთიუ იეიმ, ოთხი ნიგერიელიდან ერთ-ერთმა, სან პაულოს ეკლესიის თავშესაფარში მიცემულ ინტერვიუში. ნიგერიელი მიგრანტი იეიმიორი მათგანი თავიანთი მოთხვონით ისევ ნიგერიაში დაბრუნდა. ხოლო ორმა მათგანმა იეიმ და რომან ებიმენემ ბრაზილიაში მოითხოვეს თავშესაფარი. ნიგერიელი მიგრანტი რომან ებიმენენიგერიელი მიგრანტები იეიმი და რომან ებიმენე677 შეფასება არ არის
|