ეკონომიკა გემის "პროპელერთან" დამალულებმა 14 დღე იცურეს ოკეანეში და სჯეროდათ რომ ევროპისკენ მიცურავდნენ 2023, 4 აგვისტო, 11:04 ![]() ოთხი ნიგერიელი კაცი გემის საჭის ზედა ნაწილზე იმალებოდა და მათ სჯეროდათ, რომ ევროპისკენ მიცურავდნენ. თუმცა ორი კვირის შემდეგ შოკირებული იყვნენ, როცა ევროპის ნაცვლად ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთით ვიტორიის პორტში აღმოჩნდნენ. ნიგერიიდან სიღარიბეს გაქცეულებმა უკეთესი ცხოვრების საძებნელად 5, 600 კილომეტრი გაცურეს ოკეანეში. მე-10 დღეს წყალი და საკვები ამოეწურათ და ოთხი დღე მხოლოდ ზღვის წყალს სვამდნენ. ამ სასიკვდილო მოგზაურობისგან ისინი ბრაზილიის ფედერალურმა პოლიციამ გადაარჩინა. ბრაზილიის პოლიციელი წყალს აწვდის 4 დღის მწყურვალ ნიგერიელ მიგრანტს”ეს იყო საშინელი გამოცდილება ჩემთვის, ბორტზე ადვილი არ არის. ვკანკალებდი, ისე მეშინოდა. მაგრამ მე აქ ვარ", - თქვა 38 წლის ოპემიპო მეთიუ იეიმ, ოთხი ნიგერიელიდან ერთ-ერთმა, სან პაულოს ეკლესიის თავშესაფარში მიცემულ ინტერვიუში. ნიგერიელი მიგრანტი იეიმიორი მათგანი თავიანთი მოთხვონით ისევ ნიგერიაში დაბრუნდა. ხოლო ორმა მათგანმა იეიმ და რომან ებიმენემ ბრაზილიაში მოითხოვეს თავშესაფარი. ![]() ნიგერიელი მიგრანტი რომან ებიმენე![]() ნიგერიელი მიგრანტები იეიმი და რომან ებიმენე677 შეფასება არ არის
|