საქართველო "აგე, გივია თარგამაძემ შენზე დიდად გააღო, თითქმის ხუთ თითზე, ანუ ერთ მტკაველზე"-ვის მიმართავს გელა ზედელაშვილი? 2023, 2 აგვისტო, 19:47
"ამხანაგი ჭიჭიკო ვაშა-ურაძე “გამარჯვების პლატფორმის'' სახელით გვპირდება, რომ “ქართული ოცნება'', ანუ ბნელი რუსული ძალა 2024-ში არჩევნებს ვეღარ გააყალბებს!
????
ეს ოხერი ამოცანა გვეკითხება:
1. როცა ჭიჭიკო ვაშა-ურაძე სცენაზე იყო, ამნაირად იჭაჭებოდა და პირს ამტიტოლაზე აღებდა, “ქართულ ოცნებას'' არჩევნების გაყალბება რაში სჭირდებოდა?! 2. როცა ჭიჭიკო ვაშა-ურაძე ისევ სცენაზეა, ისევ ამნაირად იჭაჭება, პირს ისევ ამტიტოლაზე ჩაჩავს, მის ყბებში ბუზები დასეირნობენ და “პიპკიდანაც'' კაი გვარიანად აპარებს, “ქართულ ოცნებას'' არჩევნების გაყალბება რაში სჭირდება?! ???? ჭიჭიკო ვაშა-ურაძემ აიწყვიტა, მე და კურკუმალი გპირდებით, “ქართულ ოცნებას'' ბეჭებზე დავდებთ, პოლიტიკიდან საერთოდ გავაქრობთო, ეგ ბნელი რუსული ძალააო. ოეეეეეეე! ამტიტოლაზე პირის გაღებით რომ “ქართული ოცნების'' დამარცხება შეიძლებოდეს, აგე, გივია თარგამაძემ შენზე დიდად გააღო, თითქმის ხუთ თითზე, ანუ ერთ მტკაველზე! მიდი, ბიჭო, კურკუმალი ნახე, კოჭი გააგორეთ, ერთმანეთი დააბოლეთ (პენსიონერებს შეეშვით), ბორშჩი ტლაკეთ, ერთმანეთს გადააფსით და დაიძინეთ!"-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და ინტერნეტგამოცემა "ლიდერის" აღმასრულებელი დირექტორი გელა ზედელაშვილი. 327 3-ს მოსწონს
|