ასტროლოგია კოსმოსური ხომალდის მსგავსი 30 კილომეტრიანი კომეტა დედამიწას უახლოვდება 2023, 1 აგვისტო, 19:25 ![]() კომეტა 12P/Pons-Brooks -მ მოულოდნელად უცნაური ფორმა მიიღო. ეს მოხდა 20 ივლისს და კომეტა 100- ჯერ უფრო კაშკაშა გახდა. მან გამოუშვა ორი "რქა" კიდეების გარშემო და იგი გახდა ვარსკვლავური ომების კოსმოსური ხომალდის "ათასწლიანი შევარდენის" მსგავსი. კომეტა ხომალდს შეადარა იმ მრავალმა ასტრონომმა, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან მას. ასტრონომებს სურთ გაიგონ, რა დაემართა ამ 12P/Pons-Brooks-ს. მაგრამ მათ ჯერ არ შეუძლიათ ამის ახსნა. მათ მხოლოდ ეჭვი აქვთ, რომ კომეტა, სავარაუდოდ ყინულოვანია და შიგნით თხევადი ნახშირწყალბადებითა და გაზებით არის სავსე, რომლებიც ახლახან გამოიფრქვა. მისი 30 კილომეტრიანი ბირთვის ზედაპირზე მოხდა ყინულის ვულკანის ამოფრქვევა, რომელიც გამოწვეულია მზის სხივების გახურებით. შედეგად, ნათელი ღრუბელი გაიზარდა, თუმცა, საიდან გაჩნდა ე.წ. "რქები", გაურკვეველია. ![]() კომეტა 12P / Pons-Brooks-ს, რომლის დიამეტრი 30 კილომეტრია, ბევრად მეტი პრობლემა მოჰყვებოდა, წარმოდგენაც კი საშინელია, მაგრამ ეს არ მოხდება. ახლა ის ოდნავ შორს არის მარსის ორბიტიდან. ის ჩვენი მიმართულებით მოაფრინავს, მაგრამ დედამიწას 144 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუვლის. ეს მოხდება 2024 წლის ივნისში. ![]() ცნობისთვის: პირველად კომეტა ასტრონომმა ჟან-ლუი პონსმა დაინახა 1812 წელს, 1883 წელს ის კვლავ აღმოაჩინა ასტრონომმა უილიამ ბრუკსმა. 234 შეფასება არ არის
|