საზოგადოება ვინ იყო ორსული გოგონა, რომელსაც გლდანში, სავარაუდოდ, მთვრალი მძღოლი დაეჯახა - 25 წლის გოგო ადგილზე დაიღუპა 2023, 29 ივლისი, 17:28 გლდანში ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ორსული გოგონა ნათია ამარიანია. მას იმ დროს დაეჯახა ავტომობილი, როდესაც მაღაზიიდან გამოდიოდა, გოგონა იქვე ახლში ცხოვრობდა, როგორც ცნობილია ახალგაზრდა ქალს ერთი შვილი დარჩა.
შემთხვევა გლდანში ხიზანიშვილის ქუჩაზე მოხდა. "მსუბუქი ავტომობილი ჯერ ტრაილერს დაეჯახა, გოგო მაღაზიიდან გამოდიოდა და მერე იმას შეაფრინდა, რამდენჯერმე დაარტყა, მერე გაზის მილებს დაეტაკა, ახალგაზრდა, ორსული გოგო იყო, 25 წლის. უკანა კორპუსში ცხოვრობს. ძალიან ჩქარა მოდიოდა, ფხიზლები არ იყვნენ, ვინც საჭესთან იჯდა, მართვის მოწმობაც არ ჰქონია", - ამბობს თვითმხილველი. სავარაუდო დამნაშავეები პოლიციამ უკვე დააკავა. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბუნებრივი გაზის მილი დაზიანდა, რის გამოც აფეთქების საშიშროება იყო. უწყების თქმით, ამჟამად უსაფრთხოება სრულად დაცულია. "გლდანის 5 მ/რ, ვეკუას 119-თან, ავტოავარიის გამო დაზიანდა ბუნებრივი გაზის მილი, ჟონავდა გაზი და აფეთქების საშიშროება შეიქმნა. ოპერატიულად გადავკეტეთ ბუნებრივი გაზი. უსაფრთხოება სრულად დაცულა", - ნათქვამია თბილისი ენერჯის განცხადებაში. 194 2-ს მოსწონს
|