საქართველო "ასეთი ტერმინალის მშენებლობა შეაჩერეს ბათუმში 2012-ში" - მიხეილ სააკაშვილი 2023, 29 ივლისი, 6:30 ორი დღეა მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქ-გვერდზე წერს იმის შესახებ, რომ ქართულმა ოცნებამ ბათუმში შეაჩერა საკრუიზო პორტის მშენებლობა. "2012 წელს ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი მსოფლიოს უდიდეს საკრუიზო კომპანიასთან და ბათუმში ვაშენებდით შავი ზღვის Royal Caribbean-ის ისეთივე ცენტრს, როგორიც არის მაიამიში.
ეს ნიშნავდა ბათუმში დამატებით მინიმუმ ნახევარი მილიონი მდიდარი ამერიკელი და ევროპელი ტურისტის შემოყვანას ყოველწლიურად.
ივანიშვილმა ეს პროექტი "არააქტუალურად" გამოაცხადა.
ამის მაგიერ ბანძუსტანიდან საბჭოთა სუნიანი მოქალაქეები მივიღეთ, რომლებსაც დამტვრეული რუსულით, დამამცირებლად კაპიკებს ვემათხოვრებით."
"აი, ასეთი ტერმინალის მშენებლობა შეაჩერეს ბათუმში 2012-ში. Royal Caribbean-ს ხმელთაშუა ზღვიდან ძირითადად ამერიკელი ტურისტები უნდა შემოეყვანა. ისინი დახარჯავდნენ ძალიან ბევრ ფულს და საქართველოს მთელს მსოფლიოში გაუთქვამდნენ სახელს.
ამის ნაცვლად მივიღეთ ეს სიმახინჯე, რაც გუშინ ვიხილეთ.
ეს უბედურება სასწრაფოდ უნდა დავასრულოთ!" - წერს სააკაშვილი.
123 1-ს არ მოსწონს
|