x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ლევან ბერძენიშვილის მტკიცებით,ხალხის ორი უსაყვარლესი მეფე-თამარი და ერეკლე,ყველაზე უვარგისები იყვნენი(ვიდეო)
image

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფილოლოგის და პოლიტიკოსის, ლევან ბერძენიშვილის მორიგი ლექციის ვიდეო ფრაგმენტი, სადაც იგი აღნიშნავს, რომ თამარ მეფე კატასტროფა იყო ჩვენს ისტორიაში, იმდენად არასწორი იყო ქრისტიანული თვალსაზრისით და დასძენს:"ქართველ ხალხის ყველაზე საყვარელი მეფეები არიან თამარი და ერეკლე-ორი ყველაზე წარუმატებელი მეფე"


„თქვენ შეიძლება თქვათ, ვინ არის გიორგი ბრწყინვალე, რომლის დროსაც დავკარგეთ ნახევარი საქართველო. თამარ მეფე, მაგაზე ლაპარაკიც არ მინდა, ეს იყო კატასტროფა ჩვენს ისტორიაში, თამარის მეფობა, ის იმდენად არასწორი იყო ქრისტიანული თვალსაზრისით, რომ შეეჯახა ერთმანეთს მეფობა და რელიგია და საქართველო დაიბნა.
ვეფხისტყაოსანში ხომ წერია, რომ ქალი არ უნდა იყოს მეფედ, ხომ წერია, რომ ტარიელი გამეფდა, ავთანდილი გამეფდა, თინათინი და ნესტანი ხომ არ გამეფებულა? ანუ, ვეფხისტყაოსანმა პირდაპირ დაწერა, სწორი რა არის და სწორი რა არ არის. დის მკვლელობა, ქაჯეთში გაგზავნა და ა.შ. სწორი რომ არ არის, ეს საქართველოს ისტორიაა ყველაფერი. საქართველოში ხალხის საყვარელი მეფეები არიან თამარი და ერეკლე - ორი ყველაზე წარუმატებელი ჩვენი მეფე“ - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.


ლევან ბერძენიშვილს ბოლო ხანებში საზოგადოების გარკვეული ნაწილი აუმხედრდა, მეფე ერეკლე მეორეს მოღალატედ მოხსენიების გამო და აგრეთვე კიდევ ერთი სკანდალი აგორდა მის წინააღმდეგ, როდესაც ვაჟა -ფშაველას შემოქმედების განხილვის დროს (ალუდა ქეთელაური)ხევსურეთში გავრცელებულ კაციჭამიობაზე საუბრობდა.

5
758
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
758
  
2023, 30 ივლისი, 14:41
წარმოგიდგენიათ, რა დონეზე სძულს ამ არაკაცს საქართველო და ქართველები, ასეთ სისაძაგლეს დაუფარავად რომ ამბობს?
გაულაწუნებს ვინმე ამის გამო და ატყდება ალიაქოთი, ლევან ბერძენიშვილსაც შეეხნენო.
2023, 29 ივლისი, 23:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 29 ივლისი, 7:44
ახალს და გრანდიოზულს არაფერს ვიტყვი,ამ ლევანას ვიღაც ნაადრევად გაისტუმრებს ჯოჯოხეთში,სამოთხეში ასეთებს არ იღებენ ან არ უნდა იღებდნენ. სამოთხეში რო ხვდები და ლევანა გეჩითება ე.ი. სამოთხე ოკუპირებულია ჯოჯოხეთის მიერ. ისე,ამის დანახვაზე მახსენდება გამოთქმა,ადამიანი ბერდებოდა და ყ...ბოდაო
2023, 29 ივლისი, 7:41
ჯერ ერთი,ყველა ქართველის საყვარელი მეფე რანაირად არის ერეკლე და თამარი? მაგალითისთვის,გიორგი პირველი,დავით ულუ,სვიმონ I და გიორგი VII,ალექსანდრე უფრო ძლიერი ნებისყოფის მეფეებად მიმაჩნია,ვიდრე სხვა. ერეკლეც ასეთი იყო,თუმცა მამის დახმარებით ბევრი რამე შეძლო და ეს ცოტა უკან სწევს. თუმცა იმის თქმა რო ერთი ან მეორე იყო ცუდი,მოღალატე და ა.შ. არის ისტორიის დამახინჯება. საქართველო თავისი ძლირების ზენიტში იყო თამარის დროს,სალადინის მოთხოვნათა წიგნს უგზავნიდა და როგორც იტყვიან მაგიდაზე ხელს უბრახუნებდა. გასაგებია,მაშინდელი საქართველოს მენტალიტეტი სხვა იყო,სულ სხვა დამოკიდებულება ქონდათ,რასაც დავითმა ჩაუყარა საფუძველი. ეს იგივეა,ხე რო დარგა კარგი,ხოლო ნაყოფი შენმა შვილიშვილმა მიიღოს,ვის შეაქებ ბაბუას თუ შვილიშვილს. თუ იმაზე მიდის საუბარი,ვინ არის მეფე,ვისაც პირველ ადგილას ვაყენებ,ეს არის უპირობოდ გიორგი პირველი თავისი შეცდომებით და სისტეებით,თუმცა პრინციპული პოლიტიკით. იუსტინიანეს მერე ბიზანტიის ძლიერების ზენიტში,ებრძოდა და იმარჯვებდა მათზე,არ მიიღო კურაპალატის წოდება,რაც ბიზანტიის კეისრის ქვეშევრდომობას უდრიდა. დავით III მოყოლე ბაგრატ IV დამთავრებული ყველას ქონდა კურაპალატის წოდება,გარდა გიორგი I. ამას გამბედაობა სჭირდება. დიდი ალბათობით,გიორგი მეორესაც ექნებოდა,მარა სელჩუკებმა მოუსწრეს და მალიქმა.
2023, 28 ივლისი, 23:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5