ჰიუ მარსტონ ჰეფნერი ( 9 აპრილი, 1926, ჩიკაგო - გ. 27 სექტემბერი, 2017, ლოს ანჯელესი) იყო ამერიკელი გამომცემელი, ჟურნალის Playboy-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი და Playboy Enterprises-ის დამფუძნებელი. მის ცხოვრების სტილს ბევრი მამაკაცი თეთრი შურით უყურებდა, მის ირგვლივ ხომ ყოველთვის იყვნენ ლამაზი ქალები, თავის დიდ სასახლეშიც კი, ჰიუ 7 ყველაზე გამორჩეულ “ბაჭიასთან " ერთად ცხოვრობდა. აი რამდენიმე მათგანიც:
1. კენდრა უილკინსონი
კენდრა ჰეფნერის სასახლეში ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მეწარმემ გოგონა საკუთარ დაბადების დღეზე შენიშნა: ლამაზმანი პოდიუმზე გამოდიოდა, და მხოლოდ საღებავის ფენით იყო დაფარული.
2. ჰოლი მედისონი
ჰოლი მედისონი ცნობილი მექალთანის დიდი სიყვარული გახდა. გოგონა 2001 წელს გადავიდა საცხოვრებლად ჰიუს სასახლეში და ბედნიერად გაატარა იქ ექვსი წელი. გარდა ამისა, ჰოლი არის პროფესიონალი ჟურნალისტი, რომლის პუბლიკაციები ქვეყნდება ამერიკის ბევრ პატივცემულ ჟურნალში და მისი ცხოველთა უფლებების დაცვის საქმიანობები განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია.
3. კრისტალ ჰარისი
მოდელმა, მომღერალმა და უბრალოდ ჭკვიანმა გოგონამ, კრისტალ ჰარისმა მიაღწია იმას, რაც ჰეფნერის არცერთ წინა შეყვარებულს არ შეეძლო - ქორწილი. უფრო მეტიც, ამ ლამაზმანმა მოახერხა პლანეტის მთავარ ფლეიბოისთან ჩხუბი ცერემონიის წინა დღეს, საკურთხეველთან მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ დაბრუნდა.
4. კრისტინა და კარისა შენონები
ამერიკელი ტყუპი მოდელები და პორნო მსახიობები, რომლებიც ყველაზე ცნობილი ჟურნალ Playboy-ში გადაღებებით გახდნენ.
5. იდა იუნკვისტი
აფრიკული წარმოშობის პირველი მოდელი, რომელმაც მიიღო წლის “ფლეიმეითის" წოდება. სათანადო ჯილდოს მიღების შემდეგ, იდამ ის ქველმოქმედებას შესწირა და თავად გადავიდა ცნობილ „გარყვნილების სასახლეში“, როგორც ამერიკელი პურიტანელები ჰეფნერის თავშესაფარს უწოდებდნენ.
6. დაშა ასტაფაევა
ჰიუ ჰეფნერის ერთ-ერთი ფავორიტი ასევე იყო უკრაინელი მოდელი.
7. ბრიჯიტ მარკვარდტი
ბრიჯიტის გარეგნობა, როგორც ჩანს, კოპირებულია ჩვეულებრივი ამერიკელის ტიპიური ოცნებებიდან იდეალური გოგოს შესახებ. გრძელი ფეხები, ძლიერი სხეული და თმის ფერი, რაც მიანიშნებს დიასახლისის არც თუ ისე მაღალ ინტელექტზე. ეს ყველაფერი თავად ბრიჯიტის მიერ განადგურებული სტერეოტიპებია: ლამაზმანი არა მხოლოდ მედიამაგნატის ჰეფნერის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გოგონა გახდა, არამედ სრულიად პროფესიონალი რეჟისორიც.