სხვა ვეშაპი მყვინთავის გადაყლაპვას ცდილობდა, თუმცა რაც შემდეგ მოხდა ამას ვერავინ წარმოიდგენდა 2023, 28 ივლისი, 14:17 ინციდენტი პორტ - ელიზაბეთის სამხრეთით (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) ღია ზღვაში მოხდა. მყვინთავი და წყალქვეშა ფოტოგრაფი რაინერ შიმპფი ზვიგენის გადასაღებად ემზადებოდა, როდესაც მის გვერდით უცებ დიდი ვეშაპი გამოჩნდა.აი, რაც შემდეგ მოხდა ამას ვერავინ წარმოიდგენდა, მოულოდნელად ვეშაპმა შიმპფს პირი სტაცა და მასთან ერთად ჩაყვინთა. ფოტოგრაფმა ინსტიქტურად სუნთქვა შეიკავა. მართალია, ეს მას უბედურებისგან ვერ იხსნიდა, თუმცა მისდა საბედნიეროდ, ვეშაპმა კაციჭამიად გახდომა გადაიფიქრა და "ნანადირევი" უკან გადმოაგდო, რადგან შიმპფის თანამგზავრები იმ მომენტში ვიდეო გადაღებას აწარმოებდნენ, ინციდენტი კადრშიც მოხვდა და მისი ნახვა მსურველებს ახლა უკვე ინტერნეტქსელშიც შეუძლიათ.ცხოველის ასეთი ქცევის მიზეზი გაუგებარია. შესაძლოა, ვეშაპმა შიმპფი წვრილ თევზად ჩათვალა ან საერთოდ ვერც კი შეამჩნია. მოგეხსენებათ, რომ ამ გიგანტების მხედველობა ძალიან სუსტია და თვალები ისე აქვთ განლაგებული, რომ წინ ყურება საკმაოდ უჭირთ.უკბილო ვეშაპები პლანქტონებით იკვებებიან, მათი საჭმლის მომნელებელი ტრაქტი ხორხიდან დაწყებული, ადამიანის ზომის საკვების გადასაყლაპად სრულიად შეუფერებელია. ასეა თუ ისე, რაინერ შიმპფს აშკარად გაუმართლა – ის "უგემური" აღმოჩნდა. დროა ამის შესახებ ზვიგენებსაც შევატყობინოთ!741 შეფასება არ არის |