სხვა აკრძალული ფოტოები: ფარულად გადაღებული ჩრდილოეთ კორეა 1 დეკემბერი, 9:41
მან ქვეყნიდან მეხსიერების ბარათით სწორედ იმ ფოტოების გამოტანა შეძლო, რომლებსაც დღის სინათლე წესით არ უნდა ენახა. ლაფორგიმ გადაღებისას სცადა ეჩვენებინა, რომ ჩრდილოეთ კორეის მკვიდრნი, უპირველეს ყოვლისა, გაუბედურებული ხალხია და არა უსულო რობოტები, როგორებიც ისინი საზეიმო ფოტოებზე ჩანან.ჩრდილოეთ კორეის არმია მსოფლიოში ერთი - ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია, თუმცა სინამდვილეში ჯარისკაცებს იარღთან შეხების ნაცვლად, ყოველდღიურად უფრო შავი საქმეების კეთება უწევთ."ხელისუფლებას სძულს, როდესაც ადამიანები მსგავსს ფოტოებს იღებენ. მაშინაც კი, როდესაც ავუხსენი, რომ სიღარიბე ყველგან არის, მაინც ამიკრძლეს ამ ფოტოების გადაღება.""გაჭირვების ჟამს მინდვრებში მომუშავე ბავშვებს ხშირად შეხვდებით, - განმარტავს ლაფორგი. - 2012 წლის სექტემბერში ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობის შემდეგ, რაც ინტერნეტსივრცეში რამდენიმე ფოტო გამოვაქვეყნე, ქვეყანაში შესვლა ამეკრძალა. ჩრდილოეთ კორეელებმა მას შემდეგ რაც ეს ფოტოები იხილეს, მთხოვეს ისინი წამეშალა, რადგან თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს, თუმცა თხოვნაზე უარი ვუთხარი, ვფიქრობ უსამართლო იქნებოდა მათი ქვეყნის რეალობის დამალვა." ფოტოგრაფის თქმით, ადგილობრივ მაცხოვრებლებს ფხენიანისა და სხვა დიდი ქალაქების გარეთ ცხოვრება აუტანელ გაჭირვებასა და სიდუხჭირეში უწევთ.ჩრდილოეთ კორეის მთავრობა იმ ადამიანებისთვის ფოტოს გადაღებას კრძალავს, ვინც საკვების დანაკლისს განიცდის... აი, მაგალითად როგორც ეს ბიჭი....ან როგორც აი, ეს პატარა ბიჭუნა..."ქვეყანაში ცუდად ჩაცმული ადამიანების გადაღება აკრძალულია. ჩემი გიდის აზრით, ამ მამაკაცს სათანადოდ კარგად არ ეცვა, მისთვის ფოტო რომ გადამეღო.""ეს ბავშვები ბეგაებონგის ქუჩის მახლობლად, სიმინდის შეგროვებისას ვნახე, " - განმარტავს ლაფორგი.ქალი ჯარისკაცებს შორის, როგორც წესი, აქ ხელისუფლება სამხედროებისთვის ფოტოს გადაღებას კრძალავს.ჩრდილოეთ კორეას თავისი არმიის დემონსტრირება დიდად არ უყვარს. ამგვარ სურათს კი იქ ხშირად შეხვდებით, თუმცა მისი გადაღებაც ასევე არ შეიძლება."დემილიტარიზებულ (ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის) ზონაში ფოტოს გადაღება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ თუ ეცდებით ჯარისკაცთან ოდნავ მაინც მიახლოებას, თქვენ მყისიერად შეგაჩერებენ".დასვენების დროს ჯარისკაცებისთვის ფოტოების გადაღება ასევე იკრძალება.ფხენიანის დელფინარიუმში ვიზიტისას შეგიძლიათ ეს ძუძუმწოვარი ცხოველები გადაიღოთ, მაგრამ არა სამხედროები, რომლებიც მაყურებელთა 99% -ს შეადგენენ."ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას ატანა არ აქვს ისეთი ფოტოების, სადაც მისი ჯარისკაცები დასვენების დროს არიან აღბეჭდილი. "სავარაუდოდ, სწორედ ამ სურათმა შეიტანა თავისი წვლილი იმაში, რომ ქვეყნიდან გამომაძევეს, " - ამბობს ლაფორგი.მამაკაცი ფხენიანის მახლობლად მდინარეში ბანაობს. "სოფლად მსგავსს სურათს ხშირად შეხვდებით.""ამ კაცმა ნავის ნაცვლად ძველი საბურავი გამოიყენა. სოფლად ადამიანები ტბებში ხშირად თევზაობენ - რაც შესანიშნავი საშუალებაა ჯანსაღი და ახალი საკვები პროდუქტის მოსაპოვებლად იქ, სადაც ის საკმაოდ დიდ იშვიათობას წარმოადგენს.""ჩონგჯინში ავტობუსით მგზავრობისას, რაიონში სადაც ყოველი მეორე ადამიანი შიმშილით იტანჯება, ფოტოკამერა ჩამომართვეს, ქუჩაში რომ გავიხედე მივხვდი რატომაც"."ამ კაცს ჩილბოში, ზღვასთან ახლოს ტკბილად ეძინა, როდესაც ჩემმა გიდმა ფოტოს წაშლა მთხოვა, რადგან შეეშინდა, ხალხს ის გარდაცვლილი არ ჰგონებოდა"."კასონში, დემილიტარიზებული ზონის მახლობლად, ძველი სახლებისგან აშენებულ სასტუმრო კომპლექსებში ტურისტები ცხოვრობენ. გიდების თქმით, გარედან ყველა ერთნაირია, თუმცა ეს ასე არ არის.""აი, ასეთი ფოტოებია დასავლეთში გავრცელებული, სადაც წარწერები მიუთითებს რომ ჩრდილოეთ კორეელებს ბალახის ჭამა უწევთ. გიდები როგორც წესი, ასეთი ფოტოს გადაღებისას წყობიდან გამოდიან."ადამიანები საზოგადოებრივი სამუშაოებისთვის სოფლად მიდიან. ადრე ხელისუფლება ასეთ ფოტოებს დადებითად აფასებდა, ახლა კი მიხვდა, რომ ჩვენ მათ იძულებითი შრომის მტკიცებულებად მივიჩნევთ.""ამ შენობასთან მიახლოებისას გიდებმა მთხოვეს ფოტო მაშუქით არ გადამეღო, რათა ადამიანები არ შემეშინებინა.""ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა პარანოიით შეპყრობილია. გიდებმა ამ ფოტოს წაშლა მთხოვეს, რათა ვინმეს ისინი უსახლკაროები არ ჰგონებოდა.""ხელისუფლება, სადაც მომღიმარი ადამიანები ქვეყნის ლიდერების პორტრეტების ფონზე დგანან, შეურაცხმყოფლად მიიჩნევს, ამიტომ არასდროს გადაუღოთ ფოტო ადამიანს, რომელიც კიმების ფონზე მხიარულობს" - ამბობს ლაფორგი."მიუხედავად იმისა, რომ ფხენიანში მანქანების რაოდენობა დღითიდღე სულ უფრო იზრდება, ადამიანები მათ ჯერ კიდევ ვერ მიეჩვივნენ. ბავშვები კვლავაც შუა გზებზე თამაშობენ, თითქოს მათ გვერდით მოძრავ ავტომობილებს ვერც კი ამჩნევენ.""ფხენიანის ორ სუპერმარკეტში თითქმის ყველა სახის სასმელსა და პროდუქტს შეხვდებით, თქვენ წარმოიდგინეთ და, მათ წყალი "Evian"-იც კი აქვთ, თუმცა იქ მხოლოდ ელიტა ვაჭრობს.""ფხენიანის სამხატვრო გალერეაში ვიყავით, როდესაც მოულოდნელად შუქი წავიდა. ასეთ დროს როგორც წესი, ამბობენ რომ დამნაშავეები ამერიკელები არიან.""ყველაზე სულელური აკრძალვა - აკძალვებს შორის, როდესაც ეს ფოტო გადავიღე, ყველამ ყვირილი დამიწყო, რადგან მხატვარს ნამუშევარი ჯერ დასრულებული არ ჰქონდა, საბოლოოდ, მისი გადაღება ვერ შევძელი.""სონდოვონის საბავშვო ბანაკში ყოველთვის სიცილი და მხიარულება უნდა სუფევდეს, მაგრამ სოფლიდან ჩამოსული ბევრი პატარასთვის იქ არსებული გარემო ისევე უცხოდ და უჩვეულოდ გამოიყურება, როგორც მაგალითად, ეს ექსკალატორი, რომელსაც შეშინებულები ვერც კი ეკარებიან.""ხელისუფლებას ამ ფოტოსთან დაკავშირებით ორი პრეტენზია ჰქონდა: პირველი - თინეიჯერს ქუდი უცნაურად ეხურა, და მეორე - უკანა ფონზე სამხედროები ჩანდნენ.""ფხენიანის მეტრო - მსოფლიოში ყველაზე ღრმაა, რადგან ის ასევე ბომბსაფარის ფუნქციასაც ასრულებს. გიდებმა ამ ფოტოს წაშლა მთხოვეს, რადგან მასზე გვირაბი ჩანდა."ჩრდილოეთ კორეაში ტანსაცმელს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, როდესაც ამ სტუდენტ წყვილს გადაღების უფლება ვთხოვე, გოგონამ ბიჭს პერანგის გასწორება დაჟინებით მოსთხოვა.""გიდებს მოსწონთ, ოჯახში სტუმრად მისული როცა ბავშვებს კომპიუტერთან ფოტოებს ვუღებ, მაგრამ როდესაც ხედავენ, რომ კომპიუტერი ჩართულიც კი არ არის, მის დაუყონებლივ წაშლას მთხოვენ!""გზის პირას ბევრ დაღლილ ადამიანს გადააწყდებით, რომლებსაც სამსახურში მიღწევა ველოსიპედით საათობით უწევთ. გადაღლილი ადამიანების გადაღება კი რაღა თქმა უნდა, აქ ასევე იკრძალება.""მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ აქ შავი ბაზარი დახურა, "ნაცრისფერი ბაზარი", რომელზეც ის თვალს განგებ ხუჭავს ფუნქციონირებას კვლავაც წარმატებით განაგრძობს.""მსოფლიო კვების პროგრამის ლოგოს გადაღება სოფლის სახლის ფანჯრიდანაც კი იკრძალება.""ჩრდილო კორეაში ურჩ ბავშვებს იშვიათად შეხვდებით. ავტობუსი ჩრდილოეთით მდებარე სამიონის პატარა გზაზე მოძრაობდა, როდესაც მოულოდნელად წინ ეს პატარა ბიჭუნა გადაგვეღობა.""რიგში დგომა - ჩრდილოეთ კორეელების ეროვნული სპორტია. ამ ფოტოზე ხალხი ავტობუსში ასასვლელად საკუთარ რიგს მოთმინებით ელის."ფხენიანი - ჩრდილოეთ კორეის "ვიტრინაა", ამიტომ შენობების ექსტერიერს აქ ყურადღებას განსაკუთრებით აქცევენ, მაგრამ საკმარისია შიგნით შეიხედოთ, რომ ყველა საიდუმლო აშკარა ხდება."კიმ ჩენ ირის საპატივცემულოდ გამართულ ფესტივალზე ათასობით ჩრდილოეთ კორეელს სხვადასხვა ძეგლთან მისაახლოვებლად გრძელ რიგებში საათობით დგომა უწევთ.სოფლად მსგავსი სახის გადაღებებისთვის მთავრობა როგორც წესი, ადამიანებსა და მათ სახლებს საგანგებოდ არჩევს, მაგრამ ზოგჯერ ზოგიერთი დეტალი, როგორიცაა მაგალითად, აბაზანა, რომელსაც მოსახლეობა ხშირად წყლის მარაგის რეზერვუარად იყენებს, ნათლად ცხადყოფს თუ რამდენად რთულია აქ ცხოვრება.აქ სიღარიბის ჩვენება აკრძალულია, თუმცა არც სიმდიდრის დემონსტრირებაა ნებადართული. ეს ავტომანქანა კი ლაფორგიმ კვირას, ფხენიანის ერთ - ერთ სკვერში გადაიღო, სადაც "მერსედესის" მფლობელებს პიკნიკი ჰქონდათ მოწყობილი.და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური სახელმწიფოს დამფუძნებლისა და მისი პირველი ლიდერის (1948 წლიდან 1994 წლამდე) კიმ ირ სენის ქანდაკების ზურგიდან გადაღება სასტიკად იკრძალება.269 შეფასება არ არის |