საზოგადოება "ვიცი, ხვალ კვლავ ორომტრიალში ჩავერთვები, ისევ ტკივილი, ისევ ბრძოლა, ისევ ღალატი, მაგრამ სიცოცხლე მშვენიერია" - კობა ხაბაზი 2023, 27 ივლისი, 4:29 უკრაინის ომიდან ახლად დაბრუნებული კობა ხაბაზი ემოციურ პოსტს აქვეყნებს ფოტოთი, სადაც ზურგში გოდორი აქვს მოკიდული, გოდორში კი ორი ბავშვი ზის. "საქართველოში ვარ. 55 წლის იუბილეს უკრაინაში შევხვდი. ძალიან მინდოდა, რომ მომდევნო 56 წელს საქართველოში შევხვედროდი. შევისრულე სურვილი, აქ ვარ, ჩემს საქართველოში. ღმერთო, როგორ მომნატრებია ჩემი საქართველო, ჩემი აჭყვისთავი, ჩემი ეზო, ჩემი სახლი. ძიას სიხარულებიც აქ არიან, ჩემი იოანა, ჩემი ალექსანდრა. ახლა გოდორში უკვე 2 ანგელოზი მიზის... სიცოცხლე მშვენიერია! ვიცი ხვალ კვლავ ორომტრიალში ჩავერთვები, ისევ ტკივილი აწმყოს შემყურე, ისევ ბრძოლა, ისევ ღალატი, ყოვლისწამლეკი ზიზღის და სიძულვილის მორევი, ისევ ბუნდოვანი ხვალინდელი დღე, მაგრამ... მაგრამ ამაზე ფიქრი დღეს არ მინდა, დღეს ვიცი მხოლოდ ერთი, რომ სიცოცხლე მშვენიერია!" - წერს ხაბაზი. ნაციონალური მოძრაობის წევრი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და ქობულეთის მაჟორიტარი კობა ხაბაზი წელიწადზე მეტია უკრაინაში იმყოფება. ის ომის დაწყებიდან მალევე წავიდა მოხალისედ საბრძოლველად რუსეთის წინააღმდეგ. 26 ივლისი მისი დაბადების დღეა. 175 1-ს არ მოსწონს
|