საზოგადოება "მადლობა რომ ხარ და ფეხზე წამოდგომაში მეხმარები"-ვის მიმართავს ლელა კილაძე? 25 ივლისი, 17:01 ![]()
„გილოცავ დე, მადლობა, რომ ხარ ყოველთვის ჩემს სიახლოვეს და ფეხზე წამოდგომაში მეხმარები,
მიყვარხარ“, - წერს ლელა კილაძე.
ლელა კილაძეს სხვადასხვა ქორწინებიდან 4 შვილი ჰყავს; უფროსი ვაჟი, კოკო კეჟერაშვილი უკვე 23 წლისაა. პირველი ქორწინებიდან 2 ვაჟი ჰყავს, მეორედან ერთი ვაჟი (ალექსანდრე უგულავა), რომელიც თბილისის ყოფილ მერთან გიგი უგულავასთან გაუჩნდა, ხოლო გუკა რჩეულიშვილთან პატარა გოგონა თრინითი-მართა შეეძინა. ![]() ახლახან ლელა კილაძე ისევ ყურადღების ქვეშ მოექცა, ის და მუსიკოსი, ალტისტი, გიორგი ცაგარელი გუშინ ხორვატიაში, ინგლისური ჯგუფის, Depeche Mode-ის კონცერტს ესწრებოდნენ. ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში თავად ლელამ გაავრცელა, სადაც მათ შორის თბილი დამოკიდებულება ჩანს.როგორც ცნობილი გახდა, ლელა კილაძე მორიგ ქმარს, გუკა რჩეულიშვილს დაშორდა და ახლა ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ![]() 765 2-ს მოსწონს
|